„გაგვიზიარეთ თქვენი აზრი ვენდი’ს შესახებ და მიიღეთ 10 %-იანი ფასდაკლება მომდევნო შენაძენზე“ - ეს რეკლამა ვენდი’ს ვებ -ვერდზეა განთავსებული. ცნობილი ამერიკული რესტორნების ქსელი, მენიუზე იმ 10 პროცენტს გიკლებთ, რომელიც მანამდე გაზარდა. ბურგერი, ბეკონატორი, პრეტცელი, ჩიზბურგერი, ტოსტი და ა.შ მენიუზე ფასი მინიმუმ 20 პროცენტით გაძვირდა.
„კომერსანტს“ ათობით ადამიანი დაუკავშირდა, რომელიც ვენდი’სში საგრძნობლად გაზრდილ ფასებზე გვწერდა. ერთ-ერთი მათაგანი ამბობს, რომ ჯუნიორ ბეკონატორს 7,85 ლარად ყიდულობდა მისი ფასი კი ახლა 9,60 შეადგენს. ჯუნიორ ბეკონატორს ღირებულება 22 პროცენტით გაიზარდა.
გვიყვებიან, რომ ფასი შეცვლილია სტარ ბურგერზეც თუ მისი ყიდვა 3,70 ლარად შეგეძლოთ ახლანდელი ფასი 4,50 ლარია. ფასი 21 პროცენტითაა გაიზარდილი.
ერთ-ერთი მკითხველი გვწერს, რომ ვენდი’სში განსაკუთრებით ბეკონატორის კომბო უყვარდა, რომლის ფასიც დაახლოებით 18.60 ლარი იყო, ბეკონატორის კომბოს ახალი ფასი 22,70 -ია.
ვენდი’ს სტუმრების თქმით, 105 პროცენტით გაიზარდა სამმაგი ყველის ჩიზბურგერის კომბო, ფასი 8 ლარიდან 16 ლარამდეა გაძვირდა. მათივე თქმით, 36 პროცენტით, 2,95 ლარიდან 4 ლარამდე გაიზრდა ჩიზბურგერის ფასიც.
„კომერსანტი“ დაინტერსდა რამ გამოიწვა ფასების მნიშველოვანი ზრდა ვენდი’სში, რა როლი ითამაშა კორონავირუსმა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ფასნამატში და კიდევ უნდა ველოდეოთ თუ არა ფასის ზრდას მენიუზე. ყველა ამ კითხვზე, ცნობილი ამერიკული რესტორნების ქსელის ქართული წარმომადგენლობისგან არა ერთი მცდელობის მიუხედავად პასუხი ვერ მივიღეთ.
ბაჩო ადამია