„ვენდის“ და „დანკინის ქართული წარმომადგენლობის განცხადება

„ვენდის“ და „დანკინის ქართული წარმომადგენლობის განცხადება

access_time2020-03-13 19:00:48


„ვენდის“ და „დანკინის რესტორნების ქსელი ეხმაურება COVID-19 -თან დაკავშირებულ სიტუაციას და ამკაცრებს უსაფრთხოების ნორმებს.
„ვენდის და დანკინი საქართველოში წარმოდგენილია 40-ზე მეტი რესტორნით და დანქინის 1 ქარხნით, სადაც იწარმოება დანქინის ყველა ის პროდუქტი რომელიც შემდგომში რესტორნებს მიეწოდება. აქედან გამომდინარე, ძალიან მაღალია სოციალური პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ. „ვენდისი“ და „დანქინი“ განუხრელად უზრუნველყოფენ პროდუქტების მომზადების პროცესში ჯანდაცვის ორგანიზაციების და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს.
ჩვენთვის მომხმარებლების ჯანმრთელობა და მათთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნა უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ვითვალისწინებთ არამარტო ლოკალურ, არამედ ვენდის და დანქინის სათაო ოფისების მიერ მოწოდებულ სტანდარტებს.
კერძოდ, შეიცვალა ინვენტარის დეზინფიცირების სტანდარტი, რომელიც გულისხმობს დროის მონაკვეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დანადგარებისა და ხელსაწყოების რეცხვას და სადეზინფექციო საშუალებით დამუშავებას. ასევე აღსანიშნავია, რომ სარეცხ-სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაცია გაიზარდა დასაშვებ მაქსიმალურ ზღვრამდე, რაც გულისხმობს დაბინძურების რისკების გამორიცხვას.
ყველა რესტორანში მიმდინარეობს პირადი ჰიგიენისა და სისუფთავის კონტროლი ვენდის და დანქინის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. აღსანიშნავია ის განსაკუთრებული ღონისძიებები, რასაც ვენდი და დანქინი მიმართავს უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად:
⇨ მაგიდების, სკამების, იატაკების დეზინფიცირება ხდება ყოველი მოხმარების შემდეგ.
⇨ ზედაპირებზე, როგორიცაა კიოსკის ეკრანი, გადახდის ტერმინალის კლავიატურა, - რომლებზეც მომხმარებლებს უშუალოდ უწევთ ხელით შეხება, დეზინფიცირდება საათში ერთხელ.
⇨ საწარმოო ჭურჭლის და ხელსაწყოების დეზინფიცირება მიმდინარეობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდის- Ecolab ის წარმოებული სარეცხ-სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით, რომელთა კონცენტრაცია საგანგებოდ გაუტოლდა მაქსიმალურ რეკომენდირებულ დონეს.
⇨ ორივე კომპანიაში, ყველა თანამშრომელი, რომეთსაც შეხება აქვს საკვებთან, აღჭურვილია ხელთათმანებით, ამით გამოვრიცხავთ საკვების დაბინძურების ნებისმიერ რისკს.
⇨ თანამშრომელს, რომელსაც უწევს ფულთან შეხება, აღჭურვილია ხელთათმანებით, რომლის გამოცვლაც ხდება 30 წუთში ერთხელ.
⇨ თანამშრომლები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ან/და იმყოფებოდნენ ევროპის ქვეყნებში, ამ დროისთვის არ დაიშვებიან სამუშაო ტერიტორიაზე, კომპანია ხელს უწყობს მათ სრულფასოვნად მოახდინონ თვითიზოლაცია.
⇨ თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ აეროპორტის ტერიტორიაზე, აღიჭურვნენ სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციების მიხედვით.
⇨ არც ერთ თანამრომელს არ უწევს საკვებად მზა ან უმ პროდუქტთან პირდაპირი შეხება, ვენდის და დანქინის სტანდარტის მიხედვით, თანამშრომლები იყენებენ პლასტიკურ ხელთათმანებს, რაც გამორიცხავს ყოველგვარი დაბინძურების შესაძლებლობას.
ვენდის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ინფორმირებულია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და მუდმივ მზადყოფნაშია, რომ საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს დამატებითი ქმედითი ღონისძიებები.



თეგები:
ვენდისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up