იაპონური Kubota და Tesla-ს თანადამფუძნებელი შეიმუშავებენ რობოტს, რომლებიც ვენახებში იმუშავებენ.
იაპონურმა სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობის მწარმოებელმა Kubota-მ დაიქირავა Tesla-ს თანადამფუძნებელი და ინჟინერი იან რაიტი ხელოვნური ინტელექტის კონტროლირებადი საველე რობოტების შესაქმნელად. პარტნიორობა თავდაპირველად საღვინე ყურძნის წარმოების მანქანებზე იქნება ორიენტირებული.
კუბოტა ათეულობით მილიონ დოლარს ხარჯავს პროექტისთვის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.
რობოტმა მევენახეებმა ვენახებში დამოუკიდებლად უნდა იმოძრაონ. ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოყენებული იქნება კამერის სურათების გასაანალიზებლად, ტოტების შესარჩევად და ვაზის მდგომარეობის შესამოწმებლად.
Kubota ელის მოთხოვნას აშშ-ს ის ფერმერებისგან, რომლებიც აქამდე ჩვეულებრივი ფერმის აღჭურვილობასიყენებენ . ეს იქნება პირველი ეტაპი, ხოლო მეორე ეტაპზე რობოტი მევენახეები ყურძნის დაკრეფვასაც შეძლებენ.
ავტორი: ბელა გელაშვილი