ველური ბუნებისა და ნადირობის სექტორში განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური   ცვლილებების პრეზენტაცია გაიმართა

ველური ბუნებისა და ნადირობის სექტორში განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების პრეზენტაცია გაიმართა

access_time2019-12-20 17:03:06

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), „ველური ბუნების მდგრადი მართვის მართვის შესაძლებლობების გაძლიერების“ სამწლიანი პროექტის შედეგები შეაჯამა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


პროექტის ფარგლებში მომზადდა „ნადირობისა და სანადირო სახეობების მართვის შესახებ“ კანონპროექტი, ჩამოყალიბდა ველური ბუნების ეროვნული სააგენტო და განხორციელდა ევროპული ტიპის სამონადირეო მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები.



ღონისძიება FAO-ს პროექტის მენეჯერმა, თინათინ კბილაშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ გახსნეს. მათ სამონადირეო სექტორში მიღწეულ იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებზე ისაუბრეს, რომლებიც პროექტის ფარგლებში მომზადდა და განხორციელდა.



„პროექტის ფარგლებში FAO-ს ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა რეკომენდაციები ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამონადირეო სექტორის ჩამოსაყალიბებლად, გადაიდგა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები, რომელთა შორის, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბება „ნადირობისა და სანადირო სახეობების მართვის“ შესახებ კანონპროექტის მომზადება უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა თინათინ კბილაშვილმა.




„ნადირობისა და სანადირო სახეობების მართვის“ შესახებ წინასწარი კანონპროექტის პრეზენტაცია ველური ბუნების სააგენტოს უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა გააკეთა. კანონის განხორციელების შედეგად საქართველოში მოხდება ნადირ-ფრინველის პოპულაციებისა და ჰაბიტატის აღწერა, შეფასება და მუდმივმოქმედი მონიტორინგი, სახეობათა აღწერა, ისევე როგორც მათი გამრავლების დაგეგმვა და ხელშეწყობა, ევროპული ტიპის სამონადირეო მეურნეობების შექმნა, საქართველოს ტურისტული პროდუქტის დივერსიფიკაცია, სამუშაო ადგილების შექმნა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარება.



შეხვედრას, მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამონადირეო გაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ.







რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up