ველოინფრასტრუქტურა, ხიხანის ბილიკი - მთიანაჭარას ახალი ტურისტული პროდუქტები ემატება

ველოინფრასტრუქტურა, ხიხანის ბილიკი - მთიანაჭარას ახალი ტურისტული პროდუქტები ემატება

access_time2020-11-19 17:34:49

მთიანაჭარაში ახალ და საინტერესო ტურისტულ პროდუქტებზე მიმდინარეობს მუშაობა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.



„უჩხოს კანიონინგი, ევროპული დონის ველობილიკი, ჩირუხის ტურისტული განვითარების კონცეფცია და ხიხანის ბილიკი იმ ძირითად პროექტებს შორისაა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანაჭარაში ახორციელებს.



ექსტრემალური და თავგადასავლების მოყვარული მოგზაურებისთვის უწყებამ წელს, პირველად აჭარაში კანიონინგის ტურისტული მარშრუტი მოაწყო. უჩხოს მიმართულება, სადაც ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დასრულებულია, პირველი კანიონინგის ტურისტული მარშრუტია რეგიონში. ულამაზესი კილომეტრნახევრიანი კანიონი მოგზაურებს 12 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაშვებისა და უჩხოს ხეობის დალაშქვრის საშუალებას მისცემს. პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ევროკავშირის დაფინანსებითა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში განახორციელა.




სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით პირველად იქმნება მთიანაჭარაში ექსტრემალური საველოსიპედე ინფრასტრუქტურაც. 6 კილომეტრიან ველომარშრუტზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დააკავშირებს, მარტივ საველოსიპედე ბილიკთან ერთად ე.წ. “Down Hill”–ის, ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ველომარშრუტზე მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეები, ველო და ავტოპარკინგი, წყლის პუნქტები, საპირფარეშოები, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ველობილიკისადმი ადაპტირებული ინვენტარის ინსტალაცია იგეგმება. პროექტს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ორგანიზაცია CENN-თან ერთად, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ანხორციელებს.



კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც ტურისტული პროდუქტების სააგენტო მუშაობს, ჩირუხის მთაზე ტურისტული მიზიდულობის ადგილის შექმნას ითვალისწინებს. პროექტი საშუალებას მისცემს ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს ულამაზესი ჩირუხის მთების ავთენტური გარემოთი და ალპური ბუნებით დატკბნენ. პროექტის პრეზენტაციას უწყება უახლოეს მომავალში გეგმავს. გარდა აღნიშნული პროექტისა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ჩირუხში, ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზე ჰამაკებით, საქანელებითა და ფანჩატურით საპიკნიკე ზონა მოაწყო, რაც საზაფხულო იაილებზე ტურისტებისთვის რეკრეაციული გარემოს შექმნას უწყობს ხელს. ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული საპიკნიკე ზონები ჩირუხის ალპური ტურისტული მარშრუტის გარდა კაპნისთავსა და სოფელ შუამთაში განთავსდა.



მნიშვნელოვანია, ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის პროექტიც, რომელიც ტურისტებს ხიხანის ციხის დალაშქვრას გაუმარტივებს. სააგენტო ციხეზე ასასვლელი ბილიკის გაფართოებას, მოაჯირების მონტაჟს, კიბეების მოწყობასა და ტურისტული ბილიკის მარკირებას გეგმავს. პროექტის განხორციელების შედეგად, ხიხანის ციხე ჩირუხი- ხიხანი-გოდერძის მარკირებულ გარდამავალ ალპურ ბილიკზე მთავარი დანიშნულების ადგილი გახდება, რაც მარშრუტის ხანგრძლივობას გაზრდის. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ციხეზე კულტურულ-სპორტული ღონისძიებების განხორციელება და მასშტაბური პრეს-ინფო ტურების ორგანიზება.



მიმდინარე წელს, რეგიონს ორი ახალი, გარდამავალი ტურისტული მიმართულებაც დაემატა. ქობულეთისა და შუახევის დამაკავშირებელი, სათავგადასავლო ტურისტული ბილიკისა (კინტირიში-ჯვარისმინდორი) და ღორჯომი-ბახმაროს დამაკავშირებელი ტურისტული ბილიკის მარკირება ზაფხულის დასასრულს განხორციელდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები - ობამა, ბუში და კლინტონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებენ
access_time2020-12-04 18:54:11
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, მზად არიან, რომ ავტორიზაციის შემდეგ, კოვიდ 19-ის ვაქცინა საჯაროდ, კამერების წინ გაიკეთონ და ასე მოსახლეობას დაუმტკიცონ, რომ ის უსაფრთხოა.   ამერიკის ბოლო სამი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მათი ეს ნაბიჯი იქნება მყარი გზავნილი ამერიკელი ხალხისთვის, რომ ვაქცინა მართლაც უსაფრთხო და ეფექტურია. სწორედ ამაში ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას სფეროს ექსპერტები და ვაქცინაზე...

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია

„გამოქვეყნებული ახალ რეიტინგები მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის - საქართველოს ბიზნესასოციაცია
access_time2020-12-04 17:55:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია Trace International-ის და ტრანსეროვნული ორგანიზაცია SolAbility-ის კვლევებს ეხმიანება და რეიტინგებს პოტენციური ინვესტორებისთვის პოზიტიურ გზავნილად აფასებს. Trace International-ის წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 28-ე, ხოლო ევროპაში მე-19 ადგილზეა, ხოლო SolAbility-ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 180 ქვეყნიდან, 37-ე ადგილზეა.   ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-04 21:30:27
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. ლარის გაცვლითი კურსის მორიგი შოკის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალის ნიშნული შესაძლოა მშპ-ის 72%-მდე გაიზარდოს ლარის გაცვლითი კურსის მორიგი შოკის შემთხვევაში, მაღალია ალბათობა სახელმწიფო ვალის ნიშნული მოულოდნელად მშპ-ის 72%-მდე გაიზარდოს. ასეთია აუდიტის სამსახურის ანგარიშის დასკვნა,...

„ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - როგორ გადაურჩა პანდემიას Airbnb?

 „ადამიანის მისწრაფებას მოგზაურობისადმი ვერაფერი მოსპობს“ - როგორ გადაურჩა პანდემიას Airbnb?
access_time2020-12-04 20:30:24
დეკემბრის შუა რიცხვებში საცხოვრებელი ფართების დაჯავშნის სერვისი Airbnb-ი თავისი აქციების გასაყიდად გამოტანის პროცედურას დაასრულებს. პირველ ეტაპზე საუბარი იყო 30 მლრდ. დოლარის ფასიან ქაღალდებზე, დღეს კი - 35 მლრდ-ის.   წერილში, რომელიც კომპანიის პრეზიდენტმა ბრაინ ჩესკიმ ბირჟების და ფასიანი ქაღალდების კომისიას გაუგზავნა, ნათქვამია, რომ აქციების განთავსება ჯერ კიდევ მარტში იგეგმებოდა, თუმცა ეს გეგმების პანდემიამ...

OPEC Plus-ი ნავთობმოპოვების ზრდაზე შეთანხმდა

OPEC Plus-ი ნავთობმოპოვების ზრდაზე შეთანხმდა
access_time2020-12-04 19:30:45
OPEC plus-ში შემავალი ქვეყნები 2021 წლის იანვრიდან დღე-ღამეში ნავთობმოპოვების 500 000 ბარელით ზრდაზე შეთანხმდნენ.   შემდგომში გარიგების პირობების ყოველთვიურად გადაიხედება, და მოპოვების მოცულობები მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.   ბაზარმა შეთანხმებაზე რეაგირება უკვე მოახდინა - 3 დეკემბერს, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ,  Brent-ის ტიპის ნავთობი 1,2%-ით, 48,8 ბარელამდე გაძვირდა. წყაროების ინფორმაციით, შეხვედრის დროს...


მსგავსი სიახლეები

up