„ველოდებით, რომ განაცხადების 80-90% დაკმაყოფილდება“ - რესტორატორები თანადაფინანსების პროექტის მე-2 ეტაპზე

„ველოდებით, რომ განაცხადების 80-90% დაკმაყოფილდება“ - რესტორატორები თანადაფინანსების პროექტის მე-2 ეტაპზე

access_time2021-04-07 13:00:00

ეს ვერ იქნება გადარჩენა სფეროსთვის, მაგრამ ნამდვილად უმნიშვნელოვანესია ყველა დახმარება, რომელსაც მივიღებთ“- ამის შესახებ, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.


„თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის, სპორტული ობიექტების და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველო“ ახორციელებს.


შოთა ბურჯანაძის თქმით, მეორე ეტაპზე, პირველისგან განსხვავებით განაცხადების დიდი ნაწილი დაკმაყოფილდება, რადგან კრიტერიუმები შემსუბუქებულია და სექტორი მეტად მომზადებული.


,,ეს არის ეკონომიკის სამინისტროს და „აწარმოე საქართველოში“ საერთო პროექტი, რომელიც ჩვენს ასოციაციასთან ერთად განხორციელდა. პირველი ე.წ. ქოლის დროს 1 500-მდე განცხადება იყო შესული, საიდანაც მხოლოდ 400-მდე განაცხადი დაკმაყოფილდა. მიზეზი იყო ის, რომ კრიტერიუმები იყო უფრო რთული და ინფორმაცია ბევრ ობიექტს არ ჰქონდა, ვის ეკუთვნოდა და ვინ ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებს დაფინანსებისთვის. პირველი ეტაპის მერე, როცა მეორე ე.წ. ქოლი ჩაინიშნა, შემსუბუქდა კრიტერიუმები და გარკვეულწილად უფრო მომზადებული იყო ჩვენ სექტორიც, შესაბამისად, ველოდებით, რომ განაცხადების დაახლოებით 80-90% დაკმაყოფილდება.


ეს გარკვეულწილად შვებაა, რადგან სესხის 80%-ის სუბსიდირება 6 თვის განმავლობაში შესაძლებლობას მისცემს ბიზნესს დაზოგოს თანხა და ისევ ეკონომიკაში ჩააბრუნოს. ეს ვერ იქნება გადარჩენა სფეროსთვის, მაგრამ ნამდვილად უმნიშვნელოვანესია ყველა დახმარება, რომელსაც მივიღებთ.



გაცილებით ადვილად დასაკმაყოფილებელია თბილისის მერიის სუბსიდირების პროექტი, სადაც განცხადებების მიღება უკვე დამთავრდა და 500 რესტორნის განაცხადი შევიდა. დაახლოებით 2 მლნ ლარია პროექტის ბიუჯეტი და კვირის ბოლომდე ალბათ, უკვე დაიწყება გადარიცხვები“, - ამბობს შოთა ბურჯანაძემ.


,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერსდა არის თუ არა სიახლე, შაბათ-კვირის გახსნასთან დაკავშირებით, ბურჯანაძის თქმით, ეს საკითხი ეპიდემიოლოგების მხრიდან დამუხრუჭებულია.


,, სამწუხაროდ, ეპიდემიოლოგების მხრიდან ეს საკითხი სრულიად დამუხრუჭებულია. მით უფრო ახლა, როცა ინფიცირებულების რიცხვის მატებაა. ეს საკითხი ახლა დღის წესრიგიდან მოხსნილია“, - განცხადა ბურჯანაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.


ცნობისთვის, „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის, სპორტული ობიექტების და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ 1000-ზე მეტი განაცხადი შევიდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, სარესტორნო ინდუსტრიიდან მიმართვების მიღების მე-2 ეტაპზე სულ 803 განაცხადი შევიდა; სპორტული ობიექტების მიმართულებით - 117, ხოლო საბავშვო ბაღის მიმართულებით - 100 მიმართვა.



BPN.GE







ლიბერთისა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის

ლიბერთისა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
access_time2021-04-23 12:55:56
დღეს, ლიბერთი ბანკსა და სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას  შორის პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მომხმარებლისთვის სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების გამარტივებულ შეთავაზებას ითვალისწინებს.     აგრო დაზღვევის შეძენა ლიბერთის ნებისმიერ ფილიალში მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზეა შესაძლებელი.     “ლიბერთი ბანკის და ევრონს ჯორჯიას ახალი მასშტაბური პროექტი, ბანკის მომხმარებელ...

ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ბირჟის განვითარება და ენერგოეფექტურობის მექანიზმების შემუშავება - რა რეფორმეზე მუშაობს მთავრობა

ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ბირჟის განვითარება და ენერგოეფექტურობის მექანიზმების შემუშავება - რა რეფორმეზე მუშაობს მთავრობა
access_time2021-04-23 13:00:00
„2010-2020 წლებში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა გაიზარდა 8-ჯერ, რაც არის ძალიან საყურადღებო მაჩვენებელი“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სახელით გამართულ საჯარო დისკუსიაზე განაცხადა, სადაც საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების პერსპექტივები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს. თვალაბეიშვილმა დისკუსიის მონაწილეებს გააცნო საქართველოს...

Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი

Samsung Galaxy A52 - პოპულარული საფასო სეგმენტის ყველაზე მოთხოვნადი სმარტფონი
access_time2021-04-23 09:55:25
Galaxy A სერია წლების განმავლობაში ინარჩუნებს ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი სმარტფონის სტატუსს სამსუნგის ბიუჯეტური მოდელების კატეგორიაში; დღეს მინდა დეტალურად გაგაცნოთ Galaxy A52, რომელიც სამსუნგმა 2021 წლის მარტში წარუდგინა მსოფლიოს;   Galaxy A52 აღჭურვილია თანამედროვე უსაზღვრო O ტიპის 6.5’’ ინჩიანი, FHD+ რეზოლუციის Super  AMOLED ეკრანით. A52-ის ეკრანის ყველაზე შთამბეჭდავი პარამეტრი მისი განახლების სიხშირეა. A52-ს 90 ჰერციანი ეკრანი აქვს და გადმოსცემს დინამიურ და გლუვ...

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს

ტვირთბრუნვის 7.3%-იანი ზრდის მიუხედავად საქართველოს რკინიგზა პოტენციალის მხოლოდ 1/3-ს იყენებს
access_time2021-04-23 10:00:58
დიდი ვარდნის შემდეგ საქართველოში სარკინიგზო გადაზიდვებში ზრდა ფიქსირდება. 2021 წლის პირველ კვარტალში რკინიგზით 2.917 მლნ ტონა ტვირთი გადაიზადა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3%-ით მეტია. კიდევ უფრო მეტად, 14%-ით 86.9 მლნ-მდე გაიზარდა სატვირთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი. 2012 წელს რკინიზის ტვირთბრუნვა 20.1 მლნ ტონას შეადგენდა. 2018 წელს ის 10 მლნ ტონამდე შემცირდა. 2019 წელს 8 წლიანი მუდმივი კლების შემდეგ ბრუნვა 8%-ით 10.8 მლნ ტონამდე...

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა

Reuters - მსოფლიომ შესაძლოა მშპ-ს მეხუთედი დაკარგოს - კვლევა
access_time2021-04-22 20:00:21
გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა 2050 წლისთვის მსოფლიოს შემოსავლების მეხუთედი დაკარგოს, თუ კლიმატის ცვლილების შესწავლის პროგრამამ კრახი განიცადა. განსაკუთრებული რისკის ქვეშ აზია იმყოფება - კვლევა  Swiss Re-მ გამოაქვეყნა.   მოხსენება, რომელიც ინსტიტუტმა გაავრცელა, ხაზს უსვამს, რომ შემოსავალი შესაძლოა 18 პროცენტით დაბალი იყოს ვიდრე მსოფლიოში, სადაც კლიმატის ცვლილება არაა მოსალოდნელი.   აღმოჩნდა, რომ თუ პარიზის შეთანხმების...


მსგავსი სიახლეები

up