2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ქირაზე იყო მოთხოვნა, 2023  წელს ბინის შეძენის მოთხოვნა გაიზრდება - გიორგი მჟავანაძე

2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ქირაზე იყო მოთხოვნა, 2023 წელს ბინის შეძენის მოთხოვნა გაიზრდება - გიორგი მჟავანაძე

access_time2023-02-06 22:00:34

2022 წლის დეკემბერი უძრავი ქონების სექტორისთვის პოზიტიური იყო და 2021 წლის  ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გასაყიდი ფასი 28% ით გაიზარდა, ხოლო ქირის ფასი თითქმის გაორმაგდა და ზრდამ 10,3% შეადგინა“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში TBC CAPITAL - ის  უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა გიორგი  მჟავანაძემ ისაუბრა. 

„2022 წლის იანვრიდან შემოდიოდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც უცხოურ ვალუტაში აღებული სესხის ხანგრძლივობა 15 წლიდან 10 წლამდე მცირდებოდა, შესაბამისად 2021 წლის ბოლოს გვქონდა უარყოფითი ზრდა, თუმცა 2022 წლის დეკემბერში უძრავ ქონებაზე 4000 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც ძალიან პოზიტიური რიცხვია.


წლიურ ჭრილში უძრავ ქონებაზე ტრანზაქციები 17% - ით არის გაზრდილი და 43 000 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.  წლიურ  ჭრილში  ბინის ფასის  ზრდამ 17%, ხოლო ქირამ 60%  შეადგინა“, - აღნიშნა გიორგი მჟავანაძემ.


მჟავანაძის  თქმით TBC CAPITAL - ის კვლევამ აჩვენა, რომ რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან ჩამოსული მყიდველების წილი უძრავი ქონების ბაზარზე მხოლოდ 5% - ია დანარჩენი 95% - ს კი საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ.


„2022 წელს თბილისში ბინის  დამქირავებლის 30% რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა, აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მათგან ქირაზე გაცილებით მაღალი მოთხოვნა იყო ვიდრე ყიდვაზე, თუმცა ჩვენი პროგნოზია, რომ 2023 წელს რუსეთის მოქალაქეების ნაწილის მხრიდან მოთხოვნა ბინის შეძენაზე გაიზრდება, რაც შესაძლოა 2023 წელს ბაზრის მასტიმულირებელი იყოს.



ჩვენ ველოდებით, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში გასაყიდი ფასის ზრდა გაგრძელდება, ხოლო ქირის ფასი დასტაბილურდება და წლის ბოლოს კლებადი ტენდენცია იქნება და 2023 წელს ველოდებით რომ ტრანზაქციის რაოდენობა მაღალ დონეზე  შენარჩუნდება, 2024 წლიდან კი  ფასების დაკორექტირებას და გასაყიდი ფასის შემცირებას ველოდებით“, - აღნიშნა გიორგი მჟავანაძემ.


რაც ეხება უბნების მიხედვით მოთხოვნას და ფასებს, გიორგი მჟავანაძე ამბობს, რომ 2022 წელს ქირაზე მოთხოვნა გაიზარდა  დიდ დიღომში, სამგორში, დიდუბესა და ისანში, ხოლო  ისეთ  უბნებში სადაც მოთხოვნა  ისედაც მაღალი იყო, ვაკეში და  მთაწმინდაზე აქ ზრდის  მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო.  ანალოგიური მაჩვენებელი გვქონდა გაყიდვის  კუთხითაც“, - აღნიშნა გიორგი მჟავანაძემ.

 

გიორგი  მჟავანაძე ასევე აღნიშნავს, რომ მიგრანტების მხრიდან მოთხოვნა ძირითადად  თბილისსა და  ბათუმში იყო, თუმცა ასევე  გამოიკვეთა ქუთაისიც,  სადაც ბინის  ქირაზე  ზრდის  დინამიკა  დაფიქსირდა“, - აღნიშნა გიორგი მჟავანაძემ. 



თაკო კვაჭანტირაძე







Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა

Colliers- ის ინფორმაციით თბილისში პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 143%-ით გაიზარდა
access_time2023-03-26 09:00:57
2023 წლის თებერვალში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,421 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიდთან შედარებით 5% -...

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება

საქართველოში არასეზონურ მარწყვზე მოთხოვნა იზრდება
access_time2023-03-25 23:55:13
საქართველოში მარწყვის იმპორტი იზრდება - ამის შესახებ ინფორმაციას East Fruit ავრცელებს. მათივე ცნობით 2023 წლის იანვარსა და თებერვალში ქვეყანაში 420 ტონა ახალ მარწყვი შემოვიდა, რაც  გასული წლის ანალოგიურ პერიოდს...

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი

“რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება” ვლადიმერ პუტინი
access_time2023-03-25 23:00:47
რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს, რომლის საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა...

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

ქართულმა კომპანიებმა ლონდონში IFE 2023-ში მიიღეს მონაწილეობა
access_time2023-03-26 13:30:46
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში ექსპორტის მიმართულების ორგანიზებითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა ლონდონში, საკვებისა და სასმელის მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე International Food & Drink Expo (IFE 2023) მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დაფინანსებით, საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებელმა ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში  მეორედ  მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-მდე...

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე

რომელ ქვეყნებში გადის საქართველოდან ავტომობილები რეექსპორტზე
access_time2023-03-25 22:08:54
...


მსგავსი სიახლეები

up