კორონავირუსის მიუხედავად, სავაჭრო ცენტრები მუშაობას აგრძელებენ

კორონავირუსის მიუხედავად, სავაჭრო ცენტრები მუშაობას აგრძელებენ

access_time2020-03-19 12:35:29

დაკეტილი ოფისები, სასწვლო დაწესებულებები, რესტორნები და კაფე-ბარები, პრევენციის მიზნით გაჩერებული  მიკროავტობუსები და  დისტანციურ რეჟიმზე გადასული ქალაქი, ეს კორონავირუსის ეფექტია, რომელმაც რამდენიმე თვეში  ქვეყანა ფორსმაჟორის რეჟიმზე გადაიყვანა. 


პირველადი საჭიროების დაწესებულებებისა და სურსათის მაღაზიების პარალელურად, შეცვლილი დღის განრიგით, სავაჭრო ცენტრები და სხვა რიგითი მაღაზიებიც მუშაობას აგრძელებენ.


„ისთ ფოინთის“ წარმომადგენელი თეაკო ლომინაძე „კომერსანტთან“ საუბრობს, რომ სავაჭრო სიცვრცეში მომხმარებლების რაოდენობა 60%-ით შემცირდა, თუმცა შემცირება არ ეხება მათ სივრცეში არსებულ  სასურსათო განყოფილებას. 

 

„ჯერ ჩვენი სავაჭრო ცენტრი განაგრძობს მუშაობას და მანამ გავაგრძელებთ სანამ არ გვექნება მთავრობისგან შესაბამისი რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ.  ჩვენ მათ რეკომენდაციებს ზედმიწევნით შევასრულებთ.   ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირაა  საგრძნობლად შემცირდა  მომხმარებლების რაოდენობა, გარდა სასურსათო განყოფილებისა.“-ამბობს თეაკო ლომინაძე და მეიჯარეებისა და მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებაზეც საუბრობს.  მისი თქმით, კომპანია აუცილებლად გაითვალისწინებს შემქნილ ვითარებას და მისგან გამოწვეულ კრიზისს.


„ჩვენ ვაპირებთ მათთან თანამშრომლობას და საერთო გადაწყვეტილების მიღებას, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ შექმნილი მდგომარეობიდან ისე, რომ არცერთი მხარე არ დავზარალდეთ.“-ამბობს თეაკო ლომინაძე.



შეცვლილი სამუშაო გრაფიკით ფუნქციონირებას გააგრძელებს „გალერეა თბილისი“.  სავაჭრო ცენტრის მენეჯერმა  ქეთა ახობაძემ  „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ კომპანია აუცილებლად გაითვალისწინებს  არსებულ მდგომარეობას და მათ მეიჯარეებს შესაბამის დახმარებას გაუწევს.


„მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, ჯერჯერობით სავაჭრო ცენტრი აგრძელებს მუშაობას, რადგან ჩვენთან არის სასურსათო განყოფილებაც, რომელიც ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია. სივრცეში რამდენიმე სტენდი და კვების ობიექტი დაიხურა, თუმცა ძირითადი ობიექტები ღიაა. დღეიდან გადავდივართ ახალ რეჟიმზე 12 საათიდან საღამოს 9 საათამდე იმუშავეს „გალერეა თბილისი.“-ამბობს ქეთა ახობაძე.

 

არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დროებით მუშაობას წყვეტს „ატელიე აუთლეტი”.


მუშაობას არ წყვეტს თუმცა, შეცვლილი გრაფიკით იმუშავენს კორეული მაღაზიათა ქსელი „მინისო“.


ჯერჯერობით მუშაობას არც კორეული მაღაზიათა „იოიოსო“ წყვეტს, თუმცა მათმა ქართულმა წარმომადგენლობამ მიიღო გადაწყვეტილება ყოველდღიური შემოსავლების 3% გადაურიცხოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. როგორც აცხადებენ, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ისინი განახლებული გრაფიკით მუშაობენ და თითოეულ ობიექტზე ჩატარადა სადეზინფექციო სამუშაოები. თანამშრომლები დატრენინგდნენ სახელმწიფოს მიერ მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად და იცავენ ყოველდღიურ ჰიგიენურ ნორმებს.


ნათია ლომიძე 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up