„ველოდებით მეტ კონკრეტიკას - რა პირობებით გავიხსნებით, როდის, კომენდანტი გვაქვს თუ არა..„- სავაჭრო ცენტრების 2020 წელი 40 პროცენტიანი ვარდნით

„ველოდებით მეტ კონკრეტიკას - რა პირობებით გავიხსნებით, როდის, კომენდანტი გვაქვს თუ არა..„- სავაჭრო ცენტრების 2020 წელი 40 პროცენტიანი ვარდნით

access_time2021-01-15 11:00:39

სავაჭრო ცენტრები, რომლებიც ორთვიანი შეზღუდვების შემდეგ კვლავ გახსნის მოლოდინში იყვნენ, ამჟამად ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებების პროცესს აწარმოებენ. აღსანიშნავია, რომ Cushman & Wakefield პროგნოზით, სავაჭრო სექტორში არსებული სირთულეების გათვალისწინებით, საქართველოს ბაზარს 2021 წლის პირველ ნახევარში კიდევ უფრო მეტი ბრენდი დატოვებს, ხოლო სექტორის ბრუნვა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 20%-ით შემცირდება.


სავაჭრო ცენტრების წარმომედგენლები „კომერსანტთან“ ზუსტ ციფრებზე ვერ საუბრობენ, თუმცა მთავრობისგან ისეთ კითხვებზე კონკრეტულ და დოკუმენტირებულ პასუხებს ითხოვენ, როგორებიცაა გახსნის ზუსტი თარიღი, კომენდანტის საათის გახანგრძლივება თუ მოხსნა, მათ ასევე აინტერესებთ შეძლებენ თუ არა ისინი შაბათ-კვირის დღეებში მუშაობას.


გლდანი მოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინა კუხიანიძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ დეკემრის ერთკვირიანმა გახსნამ 2019 წლის ანალოგიური კვირის შედეგი ვერ აჩვენა, თუმცა ტექნიკის მაღაზიებში შედარებით კარგი მაჩვენებელი დაფიქსირდა.  ამასთან განმარტავს, რომ იმ ბრენდებს, რომლებიც დღეს საქართველოშია წარმოდგენილი 2021 წელსაც სირთულეები შეექმნებათ და მათი შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.


„რიცხვების საბოლოო ანალიზს ახლა ვაკეთებთ იმიტომ, რომ როგორც წესი მოიჯარეებისგან 15 რიცხვის მიდამოებში ვიღებთ ხოლმე მაჩვენებლებს. ამ მდგომარეობიდან რომ შევაფასოთ საახალწლო ერთკვირიანი მუშაობა საერთოდ არ გახსნას რა თქმა უნდა სჯობდა მაგრამ ეს არ იყო დეკემბრის ჩვეული ნავაჭრი, რაც არის ხოლმე როგორც წესი  დეკემბრის ბოლო კვირაში.  ამას განაპირობებს ძირითადად ის ფაქტორი, რომ ჩვენ ნაკადს ფიზიკურად ვერ ვიღებდით და ვერ ვუშვებდით ვერც შენობაში და ვერც კომერციულ ფართებში რეგულაციების გამო. ყოველ მაღაზიას  ჰქონდა ლიმიტირებული მომხმარებლის მიღების საშუალება. ორმა მაღაზიამ ვერ მოახერხა გახსნა. პლიუს ამას ყველა სავაჭრო ცენტრს აქვს ის მაღაზიები, სადაც ძირითადი მომხმარებელი მიდის და ამ მაღაზიებთან შეიძლება იდგეს რიგი, ხოლო სხვა მაღაზიებს შეიძლება იმ დროს თავისუფლება ჰქონდეს, მაგრამ ნაკადი ვერ შეგვეშვა შენობაში. ეს დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო. ალბათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებია, რომელთაც მეტ-ნაკლებად ივაჭრა კარგად. ტანსაცმლის მაღაზიების ნაწილი არის ჩვეულებრივი დღის ნავაჭრის სადარი. რაც იმას ნიშნავს, რომ ის იმედები რომ დეკემბერში დიდი ვაჭრობა იქნებოდა და იანვარი თებერვალში დაეხმარებოდა სექტორს, ეს იმედები არ გამართლდა.



2020 წლის 15 მარტიდან 1 ივნისამდე შეჩერებული გვქონდა იჯარები. იმ ობიექტებთანაც , რომელთაც მუშაობის უფლება ჰქონდათ, უკვე საშეღავათო იჯარები გვქონდა. 1 ივნისიდან 50 პროცენტიანი შემცირება გვქონდა იჯარებში. სექტემბრიდან ვეცადეთ დავბრუნებოდით ძველ მაჩვენებლებს, მაგრამ ვერ დავუბრუნდით მითუმეტეს  საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში ეს არარეალურია ზოგადად. როცა ჩაკეტვა-გახსნის პერიოდია, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს მოლოდინებზე, არ შეიძლება დაგეგმვა. რომელ მაღაზიას საქონელი როდის ჩამოსდის , რომელი სეზონის საქონელი და ა.შ. ბევრი მაღაზიისთვის გახსნაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.  იჯარების კუთხით 2020 წელს 40 პროცენტიანი მინუსით ვამთავრებთ ვიდრე 2019 წელს. 2021 წლიდან იჯარები რომ უნდა გადაიხედოს ეს ბუნებრივია. ჩვენ გვყავს ძირითადად წვრილი მეწარმეების ბრენდები და უმეტესობას ალბათ საფრთხე შეექმნება ამ არაპროგნოზირებადი გარემოს გამო. მარტო ის, რომ ტრანსპორტი არ მუშაობს, რითეილერებს საგრძნობლად უზრდის ხარჯებს. მხოლოდ ეს იმხელა წნეხია, ამას ემატება შემცირებული ბრუნვა და უკვე ძალიან ცუდი სურათია,“- ამბობს სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინა კუხიანიძე.


East point-ში განმარტავენ, რომ მთავრობასთან ბოლო კონსულტაციისას მიღებული პასუხი, რომ თებერვალში გახსნის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ საბოლოო არაა, სავაჭრო ცენტრებისთვის მოულოდნელი იყო და მათი თქმით სავაჭო ობიექტებს მოლოდინი არც უნდა ჰქონოდათ.


„მთელი 2020 წელი იჯარასთან დაკავშირებული დათმობებით ვიმუშავეთ. ახლა უნდა ვიცოდეთ როდის და როგორ შევძლებთ ოპერირებას. ამას სანამ ვერ გვეტყვიან ალბათ  ვერაფერს დავგეგმავთ. ეს არის ჩვენი მთავარი კითხვა მთავრობასთანაც. მიმდინარეობს კონსულტაციები და ველოდებით ცოტა მეტ კონკრეტიკას - რა პირობებით გავიხსნებით, როდის და რა ხარჯი გვემატება, კომენდანტი გვაქვს თუ არა, შაბათ-კვირა გვაქვს თუ არა - რაღაცა არითმეტიკა უნდა გამოვიყვანოთ. პრემიერს დაანონსებული ჰქონდა 2 თვიანი შეზღუდვები, თუმცა ამ ეტაპზე მივიღეთ პასუხი, რომ არ არის ეს საბოლოო გადაწყვეტილება, რატომ გქონდათ მოლოდინი, თქვენი ბრალიაო. ასეთი რამეები რომ ავირიდოთ თავიდან, ველოდებით რაღაც ოფიციალურ დოკუმენტს, რომელშიც გაწერილი იქნება ყველაფერი. ამ ეტაპზე ძალიან გაუგებარ სიტუაციაში ვართ,“- განმარტავენ ისთ ფოინთში.

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up