ველობილიკის მარშრუტი გორში (გრაფიკა)

ველობილიკის მარშრუტი გორში (გრაფიკა)

access_time2020-01-13 17:52:25

გორში ველო ბილიკების მოსაწყობად 83 000 ლარი გამოიყო. ევროკავშირის დაფინანსებით, სამუშაოები, ზაფხულამდე უნდა დასრულდეს. ველო ბილიკის მთლიანი სიგრძე 4 615 მეტრ იქნება. ორმხრივი ველობილიკის დასაშვები სიგანე შეადგენს 2.4 მეტრს.



,,ველობილიკის მხოლოდ რამოდენიმე მონაკვეთზე ხდება ახალი ასფალტის საფარის მოწყობა, ხოლო დანარჩენ მონაკვეთებზე, გზის და ტროტუარის საფარი იღებება სპეციალური საგზაო მონიშვნის საღებავით. აგრეთვე გამოყენებული გვაქვს, დატვირთულ მონაკვეთებში, ბოწკინტებით მონიშვნა, რათა ავტომობილების მძღოლებისთვის უფრო თვალსაჩინოდ იყოს, გზის ნიშნულზე დახაზული ველობილიკი და მასზე მოძრავი ველოსიპედისტი. აგრეთვე არ მოხდეს ველობილიკზე ავტომობილის თუ სხვა ტრანსპორტის პარკირება. გზის მონიშვნებზე გამოყენებულია საერთაშორისო სიმბოლოები ველოსიპედისდა მიმართულების მაჩვენებლით. გამოყენებული გვაქვს საქართველოში მომქმედი საგზაო ნიშნები." - აღნიშნულია პროექტში.


ველობილიკი იწყება ქ.გორის ეთნოგრაფიული მუზეუმიდან, ის გრძელდება კირიონ II ის ქუჩით, გადადის აკაკი წერეთლის ქუჩაზე, საიდანაც საფეხმავლო ზებრის საშუალებით ველოსიპედისტი ხვდება მოპირდაპირე, გორის ციხის მხარეს, და დავით გურამიშვილის ქუჩის მიმართულებით, ტროტოარზე, ველობილიკი გაივლის რუსთაველის მემორიალს და ჩერდება ლომჭაბუკის მემორიალსა და გორის ციხეს შორის, დავით გურამშვილის გამზირზე.



აქედან საფეხმავლო ზებრის საშუელებით გადადის გამარჯვების მემორიალის სკვერში, უვლის სკვერს და ჩერდება სპეციალურად განკუთვნილ პარკინგზე, ლომჭაბუკის ძეგლთან.


საფეხმავლო ზებრის საშუალებით ველოსიპედისტი გადადის მდ.ლიახვის სანაპიროს ტროტუარზე, საიდანაც ის ტროტუარის გავლით მიემართება ილია ჭავჭავაძის გამზირამდე იუსტიციის სახლისკენ.


აქედან ველოსიპედისტს შეუძლია გადავიდეს ან საფეხმავლო ზებრის საშუალებით ან მიწისქვეშა გადასასვლელის საშუალებით და მოხვდეს ე.წ. ახალ ბაღში.ახალი ბაღის ტერიტორიაზე ველობილიკის მეშვეობით გახვალთ გურამიშვილის ქუჩაზე ძველ ხიდამდე. ამჟამად, მერია სანაპიროს აკეთებს ძველსა და ახალ ხიდს შორის. ამ სანაპიროს გავლით გადიხართ ჭალის დასახლებაში, რომელაშვილების ქუჩაზე.


ძმები რომელაშვილების ქუჩიდან , ველობილიკი მიუყვება ქუჩას, გზის ფარგლებშ, გამოყოფილი საგზაო საღებავით და საგზაო ბოწკინტებით, ის უხვევს თამარ მეფის გამზირზე , და მიდის თამარ მეფის გამზირის ბოლომდე. ხოლო ერთი განშტოება, ქ.გორი მერიიდან , გადის ჭალის დასახლებაში , ახალ სტადიონებთან , სადაც ხდება ახლი ველობილიკისთვის განკუთვნილი ასფალტის მოწყობა. ველობილიკის აღნიშნული მონაკეთი მთავრდება ველოპაკრინგით.



qartli.ge

თეგები:
ველობილიკი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up