ველობილიკებსა და „ბასლეინებზე“ ვიდეოკამერების დასამონტაჟებლად ტენდერი გამოცხადდა

ველობილიკებსა და „ბასლეინებზე“ ვიდეოკამერების დასამონტაჟებლად ტენდერი გამოცხადდა

access_time2019-04-10 22:00:55

მოძრაობის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისა და ველობილიკებზე მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ასევე საავტობუსო ზოლებსა და ველობილიკებზე უსაფრთხოების კამერების დაყენების მიზნით თბილისის მერია ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მერის ინფორმაციით, პროექტისთვის დედაქალაქის მთავრობამ 4 მილიონი ლარი გამოყო და ქალაქის ასეულობით წერტილზე ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება, რომლებიც დარღვევებს დააფიქსირებს, დამრღვევი პირებისთვის კი შესაბამისი სანქციები გამოიწერება.


"როდესაც ვახორციელებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ჩვენი უცხოელი ექსპერტების დახმარებით, ყველგან ვცდილობთ, რომ ევროპული სტანდარტი რაც არის, მაქსიმალურად გამოვიყენოთ და გავითვალისწინოთ.



დედაქალაქის ქუჩებში სხვანაირად შეუძლებელი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება. ქალაქში არის სერიოზული პრობლემა, საცობების თვალსაზრისით და ზუსტად ასეთი პროექტებით იქნება შესაძლებელი, რომ ეს პრობლემა, რომელიც ყველას გვაწუხებს, მოგვარდეს. კონკრეტული მაგალითი გვაქვს კოსტავა-შარტავას ქუჩები, რომელიც შარშან გავაკეთეთ, ნახეთ როგორ არის მოწესრიგებული მოძრაობა, საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს პიკის საათებშიც კი. შესაბამისად, ყველგან, სადაც შევდივართ ანალოგიურად იქნება გათვალისწინებული ყველაფერი. სადაც შესაძლებელია ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარები, ველობილიკები და ავტობუსის ზოლები გაკეთდება", - განაცხადა კახა კალაძემ.


imedinews.ge



თეგები:
ბათუმი



სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?

სხვებმაც ასეთ დროს “კახას“ რომ დავუძახოთ, გირაოთი გამოგვიშვებენ?
access_time2019-04-24 20:43:09
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ( სს კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი) დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ თემასთან...

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე

თანამედროვე ირანი: ამბოხის და პროტესტის ზღვარზე
access_time2019-04-24 22:00:40
დღევანდელი ირანელები არიან სპარსების პირდაპირი შთამომავლები და მათი სახელმწიფოებრიობა  თითქმის 5000 წელს ითვლის. ათასწლეულობით ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის და ძველი ტრადიციების ერთგულება ირანში ჩანს ისე, როგორც არსად. თუმცა,  მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში ეს გავლენა განსხვავებულია. საქმიანი ადამიანები, ინტელიგენცია, სტუდენტობა და ახალგაზრდობა ემხრობა ცხოვრების თანამედროვე წესს. მეტიც,...

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ

„ძალიან ბევრ მსახიობს უჭირს, ძლივს გააქვთ თავი კი არა, უბრალოდ არაფრის საშუალება არ აქვთ“ - მსახიობები დავით დარჩიას განცხადებას აფასებენ
access_time2019-04-24 19:30:12
დავით დარჩიას...

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს

m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს
access_time2019-04-24 15:00:23
m²-ს სასტუმროების ქსელის განვითარების მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს.ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 10 სასტუმროს გახსნა იგეგმება, რომლებიც,საერთო ჯამში,1.000-ზე მეტ ნომერს გააერთიანებს. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „m² უძრავი ქონების“ პირველისასტუმრო „რამადა ენკორ თბილისი“ 2018 წელს გაიხსნა და ალექსანდრე ყაზბეგის №15-ში...

„კომერსანტის„ ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება

„კომერსანტის„  ექსკლუზივი - სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის ბოლო, მეათე სართულზე რესტორანი “ათი“ იხსნება
access_time2019-04-24 15:30:47
„კომერსანტისთვის „ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ  2019 წლის ზაფხულში სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასის  მეათე სართულზე რესტორანი ათი იხსნება. რესტორანი როგორც  ტურისტებს, ასევე  ადგილობრივებს სთავაზობს განსაკუთრებულ გარემოს, ხედსა და მენიუს. ჩვენთან საუბრისას სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა  ნინო ისაკაძემ...


მსგავსი სიახლეები

up