„ველობილიკებისა და ველოსიპედების გაქირავებით სავარაუდოდ კალაძეს ფულის გაკეთება უნდა“ - დარგის სპეციალისტების შეფასებები

„ველობილიკებისა და ველოსიპედების გაქირავებით სავარაუდოდ კალაძეს ფულის გაკეთება უნდა“ - დარგის სპეციალისტების შეფასებები

access_time2018-12-12 09:00:00

„ყველა განვითარებულ, თანამედროვე ქალაქში არის ე.წ. ქარშერინგი, სადაც ავტომობილის იჯარით აღებაა შესაძლებელი. ასევე, არის ველოსიპედების, ელექტროველოსიპედების გაქირავებაც. ეს სერვისი კომფორტულია; იაფია და მიმაჩნია, რომ ამ პროექტის განხორციელება თბილისისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. განსაკუთრებით საინტერესოა ველოსიპედების მიმართულება“.


ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მერი ველობოლიკების პოპულარიზებასა და ჯანსაღი ცხოვრების დანერგვაზე აქცენტს ხშირად აკეთებს, თუმცა დარგის სპეციალისტების თქმით, ჯანმრთელობის უკან დიდი ალბათობით პირადი ინტერესები იკვეთება. კალაძემ ბიზნესის ახალ წყაროს მიაგნო და ახლა მის პოპულარიზებს ცდილობს. სხვა შემთხვევაში ვერ აიხსნება მისი იდეები და ინიციატივები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაშინ, როცა დედაქალაქს ჯერ კიდევ არ გააჩნია ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკა.

 

„ზოგადად ველობილიკების პროექტი არც არის დეტალურად წარმოდგენილი. მხოლოდ იდეის დონეზე გაჟღერდა, ამიტომ ბევრი კითხვა ჩნდება. ქალაქის მერს ზოგადად არ ესმის  თბილისის პრიორიტეტები თანმიმდევრობის მიხედვით, „ქარშერინგი“ კი არა საზოგადოებრვი ტრანსპორტია ჯერ მოსაგვარებელი. მეტროთი გადაადგილებაც კი შეუძლებელია. სატრანსპორტო პოლიტიკის მიღმა, როცა არც კი ვიცით რა სჭირდება დედაქალაქს, აპიარებენ ველოსიპედების თემას. სავარაუდოდ ამ ველობილიკებისა და ველოსიპედების გაქირავებით კალაძე  ცდილობს, რომ  უბრალოდ იშოვოს ფული. ალბათ არის მცდელობა რამდენიმე კერძო კომპანია შემოვიდეს, რაც არ არის ცუდი და ბიზნესის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ უფრო პირად ინტერესებს ჰგავს ეს ყველაფერი. ის კონკრეტული კერძო ბიზნესები ალბათ მერიასთან იქნებიან დაკავშირებულნი და ველოსიპედების გაქირავებით იშოვიან ფულს, რაც საკამოდ მომგებიანი ბიზნესია“,- განამარტავს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმდჯომარე დავით მესხიშვილი.


მესხიშვილს საეჭვოდ მიაჩნია ის გარემეობაც, რომ დედაქალაქის მერი ყოველგვარი კვლევის გარეშე აკეთებს გაუაზრებელ განცხადებებს. შესაბამისად, არ არსებობს დასკვნა რა სურს საზოგადოებას, არის თუ არა მსგავსი ტიპის სერვისის (ველოსიპედების გაქირავება ან ველობილიკების მოწყობა) მოთხოვნა; რა შემთხვევაში იმგზავრებდა მოქალაქე ამ ტრანსპორტით ან როგორი უნდა იყოს მარშუტი... ზუსტად ამის გამო კი შეუძლებელია იმ თანხების განსაზღვრაც, რაც პროექტს რეალურად დასჭირდება. მთავარ პრობლემას კი ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმდჯომარე ინფრასტრუქტურაში ხედავს.



„ველოსიპედების გაქირავება, ველობილიკები და ა.შ. - ყველაფერი ეს ისეთი პროექტია, რომ შეუძლებელია განხორციელდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე. წარმოუდგენელია უბრალოდ. ისეთ მასშტაბებზეა საუბარი, რომ სრულად უნდა შეიცვალოს დედაქალაქის სატრასპორტო დაგეგმარება და ეს უკავშირდება უზარმაზარ თანხებს. ამიტომ კალაძე უბრალოდ ლაპარაკობს და არ აქვს გააზრებული თბილისის პრიორიტეტები. როდესაც პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას, საუბრობს მეათე ნაბიჯზე - დასკვნა თავად გამოიტანეთ“,- აღნიშნავს დავით მესხიშვილი.

 

ინფრასტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით დავით მესხიშვილის პოზიციას იზიარებს გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთოხების საკითხებში გელა კვაშილავაც. როგორც თავად განამარტავს, ზოგადად ველოსიპედებისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზება კარგია და ასე ხდება მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქალაქში, მაგრამ თბილისის შემთხვევაში სრულად შესაცვლელია დედაქალაქის დაგეგმარება. ეს უკანასკნელი კი ხანგრძლივი და ძვირი პროცესია.


„შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება ამ ყველაფერს თორემ იდეა თავისთავად ძალიან კარგია.  ვგულისხმობ, რომ საჭიროა უფრო სწრაფად განხორციელდეს ველობილიკების 12 კმ-იანი პროექტი, რითაც გზა დაუკავშირდება თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის მაღლივ კორპუსებს. ასევე იდეაში დაგეგმილია ყაზბეგზეც მოეწყოს ამავე სახის ველობილიკი და ა.შ. ეს ყველაფერი ასევე უნდა უკავშირდებოდეს სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მაგალითად, ავტობუსს უნდა ჰქონდეს მისაბმელები, რათა მგზავრმა ორივე ტრანსპორტის გამოყენება შეძლოს (ველოსიპედი და ავტობუსი). მნიშვნელოვანია განისაზღვროს, სად იქნება შესაძლებელი ველოსიპედების უსაფრთხოდ დატოვება; რა ეღირება და ა.შ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მსოფლიოში არ არსებობს ქალაქი, სადაც ველოსიპედებია მოთხოვნადი და მგზავრები ჩვენთან რა სიჩქარითაც გადაადგილდებიან, ისე გადაადგილდებობდნენ. მოკლედ სისტემური პროექტია და კარგად დასაგეგმი“,- განმარტავს გელა კვაშიალავა.


შეგახსენებთ, ამ დროისთვის თბილისში დედაქალაქის მერიის ინიციატივით ველობოლიკები ერთმანეთთან აკავშირებს კოსტავაშარტავას ქუჩებსა და პეკინის გამზირს. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, უახლოეს რამდენიმე წელში უნდა გაკეთდეს 12 კმ.-იანი ბილიკი, რომელიც საბოლოოდ თსუ-ს მაღლივ კორპუსს დაუკავშირდება.



სალომე ლემონჯავა




უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...

რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება

რა არის იპოთეკური სესხის სუბსიდირება
access_time2020-07-14 13:00:06
საქართველოს მთავრობის ინიციატივით სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაასუბსიდირებს. ინიციატივა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე დაანონსდა. სუბსიდია შეეხება ყველა იმ იპოთეკური სესხის ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. პროექტის მიზანია დეველოპერულ სექტორში კოვიდ 19-ის პანდემიის შედეგად მიღებული ეკონომიკური სირთულეების დაძლევა და ფიზიკური პირებისთვის უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის...


მსგავსი სიახლეები

up