ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელმა პარტნიორებთან ერთად ულტრაიისფერი ნიღბების წარმოება  დაიწყო-ნიღაბის თვითღირებულება  50 დოლარს შეადგენს

ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელმა პარტნიორებთან ერთად ულტრაიისფერი ნიღბების წარმოება დაიწყო-ნიღაბის თვითღირებულება 50 დოლარს შეადგენს

access_time2020-04-09 13:00:58

უახლოეს რამდენიმე კვირაში მსოფლიო ბაზარზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ულტრაიისფერი მრავალჯერადი ნიღბები გამოჩნდება. იდეა ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელ თამაზ მჭედლიძესა და მის პარტნიორებს ეკუთვნით. ნიღბების წარმოება უკვე დაწყებულია უკრაინაში და ქართველი მომხმარებელი მათ შეძენას სააფთიაქო ქსელებში თვის ბოლოს შეძლებს. როგორ ებრძვის ულტრაიისფერი ნიღაბი კორონავირუსს, ამის შესახებ, „კომერსანტს“ თამაზ მჭედლიძე ესაუბრა.


იმ ფაქტიდან გამომდინარე,რომ კორონავირუსი ვერ იტანს ულტრაიისფერ გამოსხივებას, დაგვებადა იდეა, გვეწარმოებინა ულტრაიისფერი ნიღბები. მოვიძიეთ და აღმოვაჩინეთ,რომ მსოფლიოში  ანალოგი არ არსებობს, ამასთანავე, სპეციალისტებთან კონსულტაციები გავიარეთ და გავარკვიეთ ზუსტად, რა პარამეტრები და გამოსხივება გვჭირდება სასურველი შედეგის მისაღებად.


ნიღაბს საჰაერო ლაბირინთი აქვს,სადაც ულტრაიისფერი სხივებია, თუ ადამიანი კორონავირუსს შეისუნთქავს,ნათება  მის  სტრუქტურას დაარღვევს და ვირუსი უარყოფითად ვეღარ იმოქმედებს ორგანიზმზე. ნიღაბი მრავალჯერადია და მისი მუშაობის დროთ 10 000 საათია განსაზღვრული.


 საქართველოში წარმოების პროცესი ჭიანურდებოდა, ამიტომ  უკრაინაში შემოგვთავაზეს ნიღებების წარმოება, ერთ-ერთმა ქარხანამ ლაბორატორია გამოგვიყო.წარმოებისთვის მნიშვნელოვანია დიოდები,რომლებსაც მხოლოდ ოთხი ქვეყანა უშვებს. ამ დროისთვის შევისყიდეთ 5 000-მდე დიოდი, თითო ნიღაბს კი სჭირდება  ორი სჭირდება. შესაბამისად, პირველი ეტაპისთვის 2500 ნიღაბს გამოვუშვებთ,- ამბობს თამაზ მჭედლიძე.


მისი გათვლებით, თვეში 30 000-მდე ულტრაიისფერი ნიღბის წარმოება იგეგმება. ერთი ნიღაბის თვითღირებულება ამ ეტაპზე  50 დოლარს შეადგენს, თუმცა ტრანსპორტირება და ქსელში გადატანა ნიღაბის ფასს გაზრდის. მჭედლიძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ნიღბების სერიული წარმოება დაიწყება, პროდუქციის თვითღირებულება შემცირდება. 



პირველი პარტია ძვირი იქნება, თუმცა, შემდეგ გაიაფდება. წარმადობა დამოკიდებული იქნება დიოდების რაოდენობაზე.ამ ეტაპზე თვითღირებულება 50 დოლარია, ტრანსპორტირება და ქსელში გატანა,რა თქმა უნდა, ფასს ასწევს. საბოლოო ღირებულებას, ანუ გასაყიდ ფასს უკვე ის სააფთიაქო ქსელები დაადგენენ,სადაც  პროდუქტი გაიყიდება.


რაც შეეხება, პროდუქციის საქართველოში წარმოებას, უკვე დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა, ვართ დაზგებისა და სხვა მასალების მოძიების პროცესში,- აღნიშნავს თამაზ მჭედლიძე.


მისივე განმარტებით, პროექტში დაახლოებით 100 ათასობით დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ოფიციალურ მწარმოებლად კი ქართული მხარის დაკვეთით,~ უკრაინული ქარხანა ითვლება.


შეგახსენებთ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა თამაზ მჭედლიძემ შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლის მშენებლობა კოჯორში 2013 წელს დაიწყო. კურორტს ხარისხიანი და ნატურალური კვების პროდუქტებით საკუთარი ფერმა და სათბური  უზრუნველყოფს.


კომპანიის მიზანია საქართველოში ველნეს ინდუსტრიის განვითარება და როგორც პრემიმედიცინის მეცნიერებათა დოქტორი უმ კლასის, სამედიცინო  კურორტის  პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე.

 

თამაზ მჭედლიძე  რუსეთში კლინიკების ქსელი „მედის“  მფლობელიცააა.


სოფო ქსოვრელი 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up