ველით   საქართველოს   პარლამენტის   გადაწყვეტილებას   შრომის   კანონმდებლობაში   ცვლილებებთან   დაკავშირებით   და   იმედი   გვაქვს,  რომ   ეს   ცვლილებები   სამართლიანი   და   დაბალანსებული   იქნება   -   საქართველოს   ბიზნეს   ასოციაცია

ველით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები სამართლიანი და დაბალანსებული იქნება - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

access_time2020-09-03 11:51:12

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ ეხმიანება შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე პლენარული სესიის ფარგლებში მეორე მოსმენით უნდა მიიღოს.



ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ შრომის კოდექსსა და შრომის ინსპექციის შესახებ კანონში რამოდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი შემოდის, რაც, ერთის მხრივ, დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, მეორეს მხრივ კი თითქმის სრულად დააკმაყოფილებს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში აღებულ ვალდებულებებს. ამასთან, ბიზნეს ასოციაციაში კიდევ ერთხელ ამახვილებენ ყურადღებას საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში დარჩენილ 2 (ორი) უმნიშვნელოვანეს და წინააღმდეგობრივ საკითხზე. კერძოდ, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ლიმიტის მკვეთრ ზრდასა და შრომის ინსპექციის მანდატის განუსაზღვრელ გაფართოვებაზე.



საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის აზრით, „როგორც კანონმდებლები, ასევე დამსაქმებლები პირნათელნი უნდა ვიყოთ იმ ადამიანების წინაშე, ვინც საკმაოდ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში შრომობს და თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაში, ბიზნესისა და ქვეყნის შენებაში; არ შეიძლება ამ ადამიანებს შევუქმნათ არასწორი მოლოდინები, მივიღოთ იმგვარი გადაწყვეტილებები, რაც განწირულია შეუსრულებლობისათვის ან კიდევ უფრო უარესი, დამატებით პრობლემებს შეუქმნის ბიზნესსაც, დასაქმებულებსაც და ეკონომიკასაც. მაგალითად, თუ ჩვენ შემოვიღებთ ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მკვეთრად გაზრდილ მოთხოვნებს, ბიზნესი იძულებული იქნება თავი აარიდოს გაზრდილ ხარჯებს, მაგალითად, მაღალი ალბათობით, შესაძლოა, დაიყოს შტატები, შემცირდეს სამუშაო დრო და შემცირდეს ფიქსირებული ხელფასები. ამასთან, თუ ჩვენ განუსაზღვრელი უფლებამოსილებებით აღვჭურვავთ შრომის ინსპექციას, ბიზნესი, განვითარებასა და კრიზისთან გამკლავებაზე ფიქრის ნაცვლად, იძულებული იქნება ადმინისტრაციულ ორგანოსთან ხანგრძლივ დავებში ხარჯოს დრო და ენერგია, შრომის ინსპექცია კი დაშორდება მის ძირითად ფუნქციას - აკონტროლოს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პირობები, რაც ასე კრიტიკულია და რაზეც დამოკიდებულია არაერთი დასაქმებულის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.




უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მათ შორის, შრომის კანონმდებლობის რადიკალურ ცვლილებას, ბუნებრივია, ექნება როგორც დადებითი, ასევე, უარყოფითი მხარეები. თუმცაღა, არ უნდა დავუშვათ, რომ ამა თუ იმ ცვლილებამ თუ გადაწყვეტილებამ ნეგატიური გავლენა იქონიოს შრომის ბაზარსა და ქვეყნის ბიზნესსა და ეკონომიკაზე. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის არსებული ფონი, რაც პანდემიის გამო გლობალურად და, მათ შორის, საქართველოში გვაქვს.



ჩვენ ვეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ საჭიროა სწორი ბალანსის დაცვა და კომპრომისი. შესაბამისად, მთელი ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, კონსტრუქციულ და პროფესიულ ფორმატში იმუშავა შესაბამის უწყებებთან და გაიზიარა დაგეგმილი ცვლილებების აბსოლუტური უმრავლესობა. თუმცაღა აშკარაა, რომ ეს დარჩენილი 2 (ორი) წინაამღდეგობრივი საკითხი საფრთხეების შემცველია და ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ გვაქვს ექსპერიმენტების კეთების ფუფუნება. მით უფრო ისეთის, რომელიც არათუ არ გააუმჯობესებს დასაქმებულების მდგომარეობას, არამედ დააზიანებს მათ ინტერესებს და შესაბამისად დააზიანებს ეკონომიკას.



დარწმუნებულნი ვართ, რომ საკანონმდებლო ორგანო მართებულად შეაფასებს არსებულ რეალობას და მიიღებს დაბალანსებულ გადაწყვეტილებას შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით.“


R





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up