ველისციხის ურბანული განახლების პროექტის ღირებულება 30 386 078 ლარია

ველისციხის ურბანული განახლების პროექტის ღირებულება 30 386 078 ლარია

access_time2022-09-21 15:30:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ურბანული განვითარების მთავარმა სპეციალისტმა, ქალაქების მდგრადი განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა, რამოლა ნაიკ სინგრუმ, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალისციხის ურბანულის განახლების სამუშაოები ადგილზე მოინახულეს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, ქალაქების მდგრადი განვითარების პროგრამის (Livable cities) ფარგლებში მიმდინარეობს.



პროექტის მიხედვით, სოფელ ველისციხის ცენტრალურ ნაწილში 60-მდე სახლის, ცენტრალური ქუჩის, ველისციხის თეატრის წინ მდებარე მოედნისა და მიმდებარე პარკის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს ველისციხის 130 წლის ისტორიის მქონე თეატრის ფასადისა და პირველი სართულის რეკონსტრუქციასაც. ასევე, მოწესრიგდება გზა, სანიაღვრე სისტემები და მოეწყობა წყლის ბიოლოგიური გამწმენდი.



მზია გიორგობიანის თქმით, აზიის განვითარების ბანკის პროგრამის ფარგლებში, პროექტები მიმდინარეობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ველისციხის პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია მათ შორის და მისი დასრულების შემდეგ, არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით, გაჩნდება ახალი და საინტერესო მიზიდულობის ცენტრი.




„ქალაქების მდგრადი განვითარების ინიციატივამ გაითვალისწინა ყველა ის საჭიროება და სურვილი, რაც ადგილობრივებს ჰქონდათ. ერთ-ერთი ასეთი სურვილი იყო ველისციხის ურბანული განახლება. ამიტომაც ვახდენთ მთელი ქუჩის რეაბილიტაციას, სადაც მდებარეობს ღვინის მარნები. ამით ადგილობრივ მოსახლეობას ვეხმარებით კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაში, რათა შეძლონ ტრადიციების შენარჩუნება და მათი ტურისტებისთვის გაზიარება,“-აღნიშნა რამოლა ნაიკ სინგრუმ.



სოფელი ველისციხე კახეთის ერთ-ერთი უძველესი და დიდი დასახლებაა. იგი მდებარეობდა აღმოსავლეთისკენ მიმავალ მნიშვნელოვან მაგისტრალზე. სოფელში განსაკუთრებით მევენახეობა იყო განვითარებული. ფუნქციონირებდა წყლის წისქვილების მთელი სისტემაც. სოფელ ველისციხეში არსებული ნაგებობები გამოირჩევა არქიტექტურით და მისი განახლებით, კახეთის რეგიონს კიდევ ერთი ისტორიული და არქიტექტურული ღირებულებით მდიდარი, ტურისტულად საინტერესო ცენტრი შეემატება, რაც თავის მხრივ, ველისციხის მოსახლეობისთვის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააჩენს.



ველისციხის ურბანული განახლების პროექტის ღირებულება 30 386 078 ლარია. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს დაიწყო და 2023 წლის ზაფხულში დასრულდება.



ველისციხის ურბანული განახლების გარდა, აზიის განვითარების ბანკის პროგრამა მოიცავს ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მშენებლობას, თელავის ცენტრალური ნაწილის ურბანულ განახლებასა და დაბა მესტიის ლაღამის უბნის რეაბილიტაციას.







ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up