ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

access_time2020-05-28 21:00:32

გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


ამ დროისთვის, გლდანის III მიკრორაიონის შესახვევიდან V-VII მიკრორაიონების შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 10 000 კვ.მ ფართობზე მოდიფიცირებული ასფალტის ზედა ფენა იგება.


მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. დედაქალაქის მერის განცხადებით, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია 15 ივნისისთვის დასრულდება.


„გლდანის რაიონის ორი ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ, დასასრულს უახლოვდება. ამჟამად მიმდინარეობს ზედა ფენების მოწყობის სამუშაოები გზის კონკრეტულ მონაკვეთზე. 15 ივნისისთვის ორივე ცენტრალური ქუჩა დასრულებული იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იმ თვალსაზრისითაც, რომ მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები აქ მთლიანად შეიცვალა. ახლა კი აქ იგება სპეციალური, მოდიფიცირებული ასფალტი, რომელიც ჩვენ გასულ წელს ბარათაშვილის აღმართზე გამოვიყენეთ. ჭავჭავაძის გამზირზე დავიწყეთ ამ კონკრეტული მოდიფიცირებული ასფალტით გზის მოწყობა და ამავე მაღალი ხარისხის ასფალტს ვაგებთ ახლა გლდანშიც. გარდა ამისა, ორკილომეტრიან მონაკვეთში მოეწყო ბეტონის ფერდდამჭერი ჯებირები, გაგანიერდა ტროტუარები. იყო კონკრეტული ადგილები, სადაც ფეხით მოსიარულეთათვის შეუძლებელი იყო გადაადგილება ტროტუარის სიმცირის გამო და ეს ყველაფერი იქნა გათვალისწინებული ამ პროექტში“, - განაცხადა კახა კალაძემ.



სამუშაოების ფარგლებში, ტროტუარებზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება და ველობილიკების მოწყობა მიმდინარეობს. ასევე, მიწისქვეშა საკომუნიკაციო ჭების ნიშნულზე მოყვანა ხდება. ორივე ქუჩაზე ეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი სპეციალური ზოლები და ახალი მოსაცდელები.


აღნიშნული ორი ქუჩა ცენტრალური დანიშნულებისაა, რომლის საშუალებითაც, გლდანის რაიონის რვა მიკრორაიონის მცხოვრებლები ქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და შიდა საუბნო გზებს უკავშირდებიან. პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზებულ სანიაღვრე ქსელს და ტროტუარებს. მოეწყო საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, გარე განათების ქსელი და საკომუნიკაციო სადენები მიწის ქვეშ განთავსდა.


სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 955 554 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება, კომპანია „ენ სი სი“ აწარმოებს.


ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი.







მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up