„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე 21,6 მლნ ლარი დაიხარჯება

„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე 21,6 მლნ ლარი დაიხარჯება

access_time2019-09-25 16:50:36

თბილისის მერიამ „ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.სატენდერო კომისიაში განცხადებების მიღება 23 ოქტომბერს დაწყება და 28 ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 21 634 083 ლარს შეადგენს.


სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს 2016 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ღირებულების ახალი საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის, მათ შორის ნებისმიერი ღირებულების, ერთი ან განუსაზღვრელი რაოდენობის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული გზების, აგრეთვე, ხიდების ან/და ესტაკადების ან/და გზაგამტარების მშენებლობის სამუშაოების შესრულების გამოცდილება. ასევე, პრეტენდენტს სამშენებლო სამუშაოების ადგილზე საჭიროების მიხედვით უნდა გააჩნდეს მინიმალური რაოდენობის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, რომელიც გამოყენებული იქნება სამუშაოების წარმოების პროცესში.


აღნიშნული კვანძის მშენებლობა მთლიანად თბილისის ბიუჯეტიდან დაფინანსდება - 2019 წელს - 15%; 2020 წელს - 85%.


შეგახსენებთ, რომ „ვეფხვი და მოყმის“ ხიდის აშენების ისტორია 2012 წლიდან იწყება. ეს პროექტი თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას ეკუთვნოდა. ე.წ. დაკიდულ ხიდს მარშალ გელოვანის გამზირი სამტრედიის ქუჩასთან უნდა დაეკავშირებინა. თუმცა 2013 წლის თებერვალში „ქართულმა ოცნებამ“ ხიდის მშენებლობაზე უარი განაცხადა და ამის ერთ-ერთ მიზეზად სამტრედიის ქუჩის მცხოვრებლების პრეტენზიები დაასახელა.



თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ კი გაირკვა, რომ ე.წ. დაკიდული ხიდი აუცილებლად აშენდებოდა. 2017 წლის დასაწყისში ხიდის მშენებლობის აუცილებლობაზე განცხადება ჯერ თბილისის მერის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ლექვინაძე გააკეთა, შემდეგ კი ხიდის პროექტი „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო პროგრამაში მოხვდა.მერად არჩევიდან თითქმის 2 წლის თავზე კახა კალაძემ ამ ხიდის მშენებლობის აუცილებლობაზე განცხადება კიდევ ერთხელ გაააკეთა.


„ვეფხი და მოყმის“ ძეგლთან დაიწყება ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა, რომელიც ვფიქრობ, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. დღეს ვაცხადებთ ტენდერს, რათა შევარჩიოთ, თუ ვინ იქნება პროექტის შემსრულებელი კომპანია. ეს იქნება 1-კილომეტრიანი კვანძი, რომელიც შედგება 7 სხვადასხვა სიგრძის ღერძისგან, რომელიც დააკავშირებს მარშალ გელოვანის გამზირს, მარჯვენა სანაპიროს და გაგარინის ქუჩას. ერთი გზა, რომელზე მუშაობაც უკვე დაწყებულია, არის ლისიდან ჩამოსასვლელი, რაც იქნება ამ დიდი პროექტის მეორე ნაწილი, ხოლო სამომავლოდ პროექტის მესამე ნაწილი არის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების ხიდით დაკავშირება. სავარაუდო პროექტით, სანაპიროებზე გადამსვლელი ხიდი დაუკავშირდება სამტრედიის ქუჩას“, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ.


დღეს კი მერიამ ე.წ. დაკიდული ხიდების მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.


bpn.ge





მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up