ვეცდებით პირველი სამი თვე ფასები არ გავზარდოთ -  „Snap Fitness Georgia“  პირველ ეტაპზე ორ ფილიალს გახსნის

ვეცდებით პირველი სამი თვე ფასები არ გავზარდოთ -  „Snap Fitness Georgia“  პირველ ეტაპზე ორ ფილიალს გახსნის

access_time2020-07-10 13:25:20

საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ოთხ თვიანი პაუზის შემდეგ ბიზნესი ახლა შრომის ინსპექციის შემოწმებას ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე უკვე დარეგისტრირდა „Snap Fitness Georgia“, სპორტული დარბაზში ახლა სპეციალისტებს ელოდებიან, რომლებიც გადაწყვეტენ გაიხსნება თუ არა ფიტნეს კლუბი. „Snap Fitness Georgia“-ს დირექტორი სოფო სოლოღაშვილი აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე ორ, ყაზბეგის და ცინცაძის ფილიალებს გახსნიან, ხოლო ორი კვირაში ფიტნეს კლუბის კიდევ ორი ფილიალი გახსენება. სოფო სოლოღაშვილი „კომერსანტთან“ იმ რეგულაციებზე საუბრობს, რომლის დაცვაც სპორტულ დაწესებულებებს მოუწევთ:

 

„რეგულაციები შესრულებადია, არც ერთი წესი არ არის ისეთი, რომელსაც ვერ დაიცავ. იყო საუბარი, რომ მომხმარებელი დარბაზში მოსასვლელად წინასწარ უნდა ჩაწერილიყო, რაც ჩვენი აზრით, იქნებოდა რთული დასამენეჯმენტებელი, ძალიან კარგია, რომ ეს რეგულაცია არ აამოქმედეს. დარბაზში თითო ადამიანის დაშვება 8 კვ.მ-ის ნაცვლად  6 კვ.მ-ზე მოხდება რაც ძალიან კარგია, რადგან ჩვენი დარბაზები კვადრატულობით სავსებით აკმაყოფილებს მოთხოვნას, 100-120 კაცის ერთდროულად ყოფნა თავისუფლად იქნება შესაძლებელი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სავენტილაციო სისტემაა, გავიარე კონსულტაცია და ვიცი რომ ჩვენი ვენტილაცია მოთხოვნებს აკმაყოფილებს. კომპანიაში, რომელსაც თავიდან ვენტილაციის სისტემა გავაკეთებინეთ, გვითხრეს რომ არაფერი დაგვჭირდება, თუმცა თუ შრომის ინსპექტირების სამსახური გადაწყვეტს, რომ ეს საკმარისი არ არის, შემდეგ ვიზრუნებთ უკვე პრობლემის მოგვარებაზე“, - განმარტავს სოფო სოლოღაშვილი.

 

„Snap Fitness Georgia“-ს დირექტორი აცხადებს, რომ რეგულაციები ხარჯებს მნიშვნელოვნად გაზრდის, თუმცა სოფო სოლოღაშვილმა ჯერ არ იცის დამატებითი ხარჯები გაზრდის თუ არა აბონემენტის საფასურს. სოლოღაშვილს არ უნდა დარბაზი გაზრდილი ფასებით გახსნას. სწორედ ამიტომ პირველი სამი თვე „Snap Fitness Georgia“ ეცდება,  რომ არსებული საფასო პოლიტიკა შეინარჩუნოს. ფიტნეს ცენტრის დირექტორი მომავალ ორ თვეს სატესტო პერიოდად აღიქვამს, რა დროსაც გამოჩნდება უღირს თუ არ ბიზნეს მუშაობა. სოფო სოლოღაშვილი „კომერსანტთან“ იმ ახალ წესებზე საუბრობს რომლის დაცვაც კლუბის წევრებს დარბაზში მოუწევთ.


 

„კლუბის წევრი დეზობარიერის გავლით შენობაში პირბადით შემოვა, მათ ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ, რაც მომხმარებელმა და თანამშრომლებმა თვითონ უნდა გააკონტროლოს. სტუმრებმა თავიანთი, ინდივიდუალური პატარა პირსახოცი უნდა ატარონ, რათა ტრენაჟორზე დააფინონ, როდესაც ტრენაჟორს გამოიყენებენ დანადგარი თავად უნდა გაწმინდონ, ეს კულტურა ევროპაში კორონავირუსის გავრცელებამდე იყო, ჩვენთან კი ხან მწვრთნელები წმენდნენ ტრენაჟორებს ხან დასუფთავების თანამშრომლები. რაც შეეხება კარდიო ტრენაჟორებს, თავიდან ერთის გამოტოვებით დავლუქავთ, ხოლო თუ მოთხოვნა დიდი იქნება მაშინ იძულებულები ვიქნებით გამყოფი ბარიერები დავამატოთ, თუმცა ახლა ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ. როდესაც ასეთ სიტუაციაში რაღაცას აკეთებ წინასწარ ვერანაირად ვერაფერს ხვდები, ჩვენ არ ვიცით ხალხი მოვა თუ არა. ეს სფერო რომ არ მოკვდეს და გაქრეს, ვიწყებთ მუშაობას, შესაბამისად ვართ იმედიანად. იქედან გამომდინარე, რომ მსგავსი გამოცდილება არ არსებობს ყველაფერს დრო გვიჩვენებს ღირს თუ არა საერთოდ მუშაობა“, - განაცხადა სოფო სოლოღაშვილმა.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up