„ვეცდები საერთაშორისო ღონისძიებები საქართველოში ჩამოვიტანო“ - ვალერი ჩეხერიას გეგმები

„ვეცდები საერთაშორისო ღონისძიებები საქართველოში ჩამოვიტანო“ - ვალერი ჩეხერიას გეგმები

access_time2021-05-30 16:00:16

ამერიკული კომპანია Zeze Hospitality-ს მთავარმა კონსულტანტმა და კომპანია Hospitality Projects-ის დამფუძნებელმა, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის Young Global Leaders-ის წევრმა ვალერი ჩეხერიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას კონსულტანტად მუშაობა უკვე დაიწყო.


კონკრეტულად რა გეგმებით მივიდა უწყებაში და როგორ აპირებს ტურიზმის სექტორის გაძლიერებას, ვრცლად „ბიზნესპარტნიორს“ თავად ვალერი ჩეხერია ესაუბრა.


მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომლის ფარგლებშიც დაიწყება მაქსიმალური პიარ კამპანია როგორც მეზობელ ქვეყნებში, ასევე იქ, სადაც რეგულაციები იხსნება და ნელ-ნელა, თავის მოსახლეობას აქტიური მოგზაურობის უფლებას აძლევს. მათ შორისაა, ისრაელი, დუბაის მიმართულება და ასე შემდეგ. როგორც ჩეხერია აცხადებს, იქნება აქტიური შეთავაზებები მთის და ზღვის კურორტების მიმართულებით.


„აქტიურად ვიმუშავებ საკონფერენციო ნაწილის, ეგრეთ წოდებული MICE ტურიზმის მიმართულებით, რომ კონკრეტული ღონისძიებები ჩამოვიტანო, ვაპირებ ძალიან აქტიურად ვითანამშრომლო გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასთან და გამოვიყენო ის რესურსი, რომელიც გვაქვს ზურაბ პოლოლიკაშვილის სახით. ეს იქნება პირველი მონახაზი. რასაკვირველია შემდეგ, ტურიზმის დეპარტამენტთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვიმუშავებთ, რომ ძალიან სწრაფად განხორციელდეს ის გეგმები, რომელიც გვაქვს,“ - აცხადებს ჩეხერია.



კითხვაზე, ეს იქნება კრიზისიდან გამოსვლის მოკლევადიანი გეგმა თუ ტურიზმის განვითარების გრძელვადიანი კონცეფცია, ჩეხერია აცხადებს, რომ ორივე ერთად, რადგან ახლა დროის ფუჭად ხარჯვის შესაძლებლობა არ არის.


„პარალელურად იქნება ორივე ერთად, რათა სწრაფად მოხდეს რაღაც ნიშნულამდე მიყვანა და ტურიზმის დაბრუნება, რადგან სტარტი მთელს მსოფლიოს ერთი გვაქვს და ყველას უჭირს ტურისტის მოზიდვა. აქედან გამომდინარე, იმის ფუფუნება, რომ დიდი ხანი მოვანდომოთ, ჯერ დავდოთ მოკლევადიანი გეგმა და შემდეგ გრძელვადიან კონცეფციას მივყვეთ, არ იქნება სწორი. აუცილებელია, რომ ქმედითი ნაბიჯები პარალელურად გადაიდგას.


მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს ქვეყნის პიარი, ყველას მივაწვდინოთ ხმა, რომ მზად ვართ მივიღოთ ტურისტი და დავახვედროთ შესაბამისად დაცული ინფრასტრუქტურა და ის პირობები, რომელიც მათ პანდემიისგანაც დაიცავს. მათ უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელშიც შეიძლება დაიწყონ მოგზაურობა,“ - აცხადებს ჩეხერია.


business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up