„ქართულ მოდას ძალიან რთული პერიოდი დაუდგა,  ვცდილობთ შევინარჩუნოთ და არ  გაქრეს ის რასაც ხუთი წელი ვაშენებდით“  - სოფო ჭყონია

„ქართულ მოდას ძალიან რთული პერიოდი დაუდგა, ვცდილობთ შევინარჩუნოთ და არ გაქრეს ის რასაც ხუთი წელი ვაშენებდით“ - სოფო ჭყონია

access_time2021-01-04 15:30:52

„ქართულ მოდას ძალიან რთული პერიოდი დაუდგა,  ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ და არ  გაქრეს ის რასაც ხუთი წელი ვაშენებდით“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ „Mercedes- Bendz Fashion week“ - ის დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა სოფო ჭყონიამ განუცხადა.

 

სოფო ჭყონიამ  აღნიშნა, რომ „Mercedes Bendz Fashion week“ ხუთი წელია რაც საქართველოში არსებობს და ამ პერიოდში ქართულ მოდას და ქართველ  დიზაინერებს დიდი  წინსვლა  ჰქონდათ.

 

„პანდემიის დაწყება იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც თბილისში ღონისძიება უნდა  ჩაგვეტარებინა, სადაც 100-ზე მეტი საერთაშორისო სტუმარი იყო მოწვეული, შესაბამისად ღონისძიება გავაუქმეთ. ქართველი დიზაინერები მთლიანად საერთაშორისო ბაზარზე  არიან დამოკიდებულები, პანდემიის გამო მათი გაყიდვები განახევრდა. ამ მხრივ მოდას ძალიან  რთული პერიოდი დაუდგა,  ვცდილობთ შევინარჩუნოთ და არ  გაქრეს ის რასაც ხუთი წელი ვაშენებდით. კორონავირუსი ალბათ  რაღაც პერიოდი მოდების  ჩვენებების  ტრადიციას შეცვლის, თუმცა ადამიანები იმდენად მონატრებულები არიან დიდ შეკრებებს, რომ პანდემიის  შემდეგ  როცა შიში გადაივლის ყველაფერი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“ - აღნიშნა სოფო ჭყონიამ.

 

 

სოფო ჭყონიას განმარტებთ, ქართველი დიზაინერებისთვის ახლა სწორედ ის დროა, რომ საკუთარ  თავზე იმუშავონ და რაც შეიძლება  მეტ და საჭირო ადამიანებთან დაამყარონ კომუნიკაცია.


 

 

„მთელი ეს პერიოდი არ გავჩერებულვართ, ვეხმარებოდით დიზაინერებს, რომ მსოფლიოს ქართული მოდა არ დავიწყებოდა. დავიწყეთ ახალი პროექტები, ერთ-ერთი მათგანი არის  ფონდი, რომელიც  ქართველ დიზაინერებს და ხელოვანებს ეხმარება. მეორე კი არის ის, რომ კოკა-კოლას ყოფილი ქარხნის ტერიორიაზე, ვაპირებთ ინდუსტრიის გამაერთიანებელი სივრცის მოწყობას“ - ამბობს სოფო  ჭყონიამ.~

 

ჭყონიამ გადაცემაში სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა  და განმარტა, რომ Mercedes-Benz განათლებაში აქტიურად ჩაერთვება და სამომავლოდ საერთაშორისო სკოლას გახსნის, სადაც მსურველები დიზაინის, ხელოვნების თუ კინოს მიმართულებით შეძლებენ განათლების მიღებას.

 

„პროექტზე მუშაობა ჩვენ პანდემიამდე დავიწყეთ, ამ ეტაპზე პროცესი შეფერხდა, რადგან ის  ადამიანები ვისაც სკოლაში მასტერკლასები უნდა ჩაეტარებინა პანდემიის გამო საქართველოში ვერ ჩამოვიდნენ. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ყველაფერი დროებით ონლაინ რეჟიმში გადავიტანოთ. ძალიან ბევრ საერთაშორისო სკოლას დავუკავშირდით და მოვიფიქრეთ ის, რაც დღეს საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი და აქტუალური იქნება“ - აღნიშნა სოფო ჭყონიამ.

 

სოფო ჭყონიას განმარტებით ქართულმა ბრენდებმა საქართველოს საკმაოდ დიდი აღიარება მოუტანა, თუმცა ამას ჯერჯერობით ვერ ამჩენევენ. Mercedes- Bendz Fashion week- ის დამფუძნებელი აცხადებს,  ქართულ მოდას სახელმწიფო მხარდაჭერა სჭირდება, რათა ბიზნესი ინდუსტრიად იქცეს.

 

„ძალიან ბევრ ქვეყანაში მოდა ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია, რისი რეალური პოტენციალი საქართველოსაც  აქვს, მაგრამ ამ კუთხით მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენთან ინდუსტრია და  წარმოება არ არის, ყველა დიზაინერი ინდივიდუალურად მცირე ზომის ატელიეში ან  საწარმოში ჰქმნის კოლექციას. ვფიქრობ, რომ პროცესში სახელმწიფო  უნდა ჩაერიოს, მოდა ინდუსტრიად  გადააქციოს და მხარი ბევრი მიმართულებით დაუჭიროს. აქამდე მოდა გართობასთან  და სანახაობასთან  ასოცირდებოდა, ამას  სერიოზულად არავინ აღიქვამდა,  სინადვილეში კი ამ ყველაფრის უკან დიდი შრომა დგას“, -  განაცხადა სოფო ჭყონიამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up