ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

access_time2019-05-18 20:35:19

ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, ხიდზე ორმხრივი ავტოსატრანსპორტო მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეოჩართვისას განაცხადა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საყრდენ ბოძებს, ასევე, მოწესრიგებულია სავალი ნაწილი, რაც მოძრაობის ორმხრივად გახსნის შესაძლებლობას იძლევა. 

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ხიდზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

„ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულდა. როგორც იცით, აღნიშნული სამუშაოები იანვრის ბოლოს დავიწყეთ. ხიდი მძიმე მდგომარეობაში იყო. მოძრაობა რამდენიმე საათში ორმხრივად გაიხსნება. დარჩენილია მხოლოდ გამწვანების სამუშაოები ჩვენ მიერ მოწყობილ ე.წ. კუნძულებზე, ასევე, დახაზვის სამუშაოები, რომელიც დაახლოებით, ათ დღეში განხორციელდება, რადგან მოასფალტების შემდეგ, საჭიროა გარკვეული დროის გასვლა. ამ ეტაპზე, ხიდზე სავალი გზის მორეცხვა-დასუფთავება მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ვახუშტის ხიდით ბევრი ადამიანი სარგებლობს, შესაბამისად, რეაბილიტაციის პროექტის დროულად დასრულება დედაქალაქის მერიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, შეიცვალა განათების ბოძები, მოაჯირები, ჰაერში არსებული ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ მოთავსდა. გარდა ამისა, გამაგრდა ხიდის საყრდენი ბოძები. 

„ძირითადი სამუშაოები იყო საყრდენების ანუ ე.წ. კოჭების გამოცვლა, რაზეც დგას ეს ხიდი. მას შემდეგ, რაც ის აშენდა, არანაირი რეაბილიტაცია და სამუშაოები არ ჩატარებულა. ამიტომ ხიდი იყო ავარიულ მდგომარეობაში, აქ გადაადგილება საფრთხილო იყო. შესაბამისად, პრიორიტეტებში პირველ ადგილზე ამ პროექტის განხორციელება იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, საყრდენების მოპირკეთებისა და მათი განათების სამუშაოები გრძელდება. მერმა მოქალაქეებს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ მოძრაობის შეზღუდვის გარეშე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია. 

მისივე თქმით, მალე დაიწყება ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რომელზეც მძიმე მდგომარეობაა მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით. გზის გადაკეტვა ეტაპობრივად მოხდება.

„გპირდებით, რომ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერს ხარისხიანად გავაკეთებთ. გულს ვდებთ შიგნით, გულიანად კეთდება ყველაფერი, რათა ჩვენმა გაკეთებულმა პროექტებმა თაობებს გაუძლოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
 

Imedinews 




ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო

ხვალიდან ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები იხსნება - რა პირობების დაცვა იქნება საჭირო
access_time2020-05-31 17:44:06
ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტები ხვალიდან იხსნება. ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტის განთავსება არ იქნება შესაძლებელი. გამონაკლისის სახით დაშვებული იქნება მაგიდასთან დამატებით 12 წლამდე მოზარდის დასმაც. მოთხოვნები ღია...

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება

3 ქართული წამოწყების პასუხი რეგულაციებს, რომელიც კვების დაწესებულებებს ეხება
access_time2020-05-31 19:00:30
არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ იმაზე, თუ რას შეცვლის COVID-19 ჩვენს ცხოვრებაში და შეკითხვაში, რომელსაც მუდმივად განუსაზღვრელ მომავალში ვსვამთ და პასუხებში, რომელსაც ყოველთვის თან ახლავს: „შესაძლოა“, „ალბათ“, „სავარაუდოდ“… გამოგვრჩა ის, რომ ჩვენი ყოველდღიურობა უკვე ტრანსფორმირდა: მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, ბიზნესსაქმიანობა გაციფრულდა და სხვა. მოკლედ რომ ვთქვათ, მიმდინარე მოვლენებთან ადაპტაცია მოუწია როგორც ბიზნესს, ისე მომხმარებელს. დღეს, მინდა, მოგიყვეთ 3 ქართულ...

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა
access_time2020-05-31 14:00:14
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში, ევროპაში  - ღარიბი ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო ღარიბები გახდნენ, კარანტინს, იზოლაციას, და ეკონომიკის გაჩერებას სულ უფრო აქტიურად აპროტესტებენ. მთელს მსოფლიოში სასურსათო დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციები ღარიბთა მხრიდან უფასო კვებაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობდნენ. მდიდარ საფრენგეთში კი, უფასო სასადილოებში ღარიბების და...

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...


მსგავსი სიახლეები

up