როგორ იმუშავებს კლუბი „ხიდი„ ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის დროს - მერია კლუბის ხელმძღვანელობას კომერსანტთან პასუხობს

როგორ იმუშავებს კლუბი „ხიდი„ ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის დროს - მერია კლუბის ხელმძღვანელობას კომერსანტთან პასუხობს

access_time2019-01-22 18:00:54

“ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციამ შეიძლება კლუბის მუშაობის პარალიზება გამოიწვიოს და „ხიდი“ გაკოტრდეს,“ - აცხადებს კლუბი „ხიდის“ დამფუძნებელი თამარ აქსანდერი „კომერსანტთან“ საუბარში.


რამდენიმე დღის წინ დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ ცოტა ხანში ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია როგორი იქნება ტრანსპორტის მოძრაობის ზუსტი სქემა და გამოიწვევს თუ არა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების მთავარი დამაკავშირებელი ხიდის გადაკეტვა მოძრაობის პარალიზებას. თუმცა, კლუბი „ხიდის“ ხელმძღვანელობამ უკვე ზუსტად იცის, რომ ეს ინფრასტრუქტურული პროექტი პირდაპირ უარყოფითად აისახება მათ ბიზნესზე.   


„რამდენიმე დღის წინ ველაპარაკე სერგი გვარჯალაძეს და მითხრა, რომ უახლოეს კვირაში შევხვდებით იმ ადამიანებს, რომლებიც ხიდის რეაბილიტაციას ახორციელებენ. თუ მუშაობა გავაჩერე კრედიტს ვერ გადავიხდი, შესაძლებელია გავკოტრდეთ იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან დიდი სესხი გვაქვს აღებული, მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ კლუბი გავაჩერო ეს მხოლოდ იმ შემთხევაში იქნება შესაძლებელი, თუ ზარალს ამინაზღაურებენ. არტისტების ჩამოყვანა 5 თვით ადრე მაქვს დაგეგმილი, ახლა რომ დამიხურონ კლუბი უკვე დაჯავშნილი მაქვს ყველაფერი. მთელი ქონება მაქვს ჩადებული სახლიც და თვითონ კლუბიც. პროცესები თუ წინასწარ არ შემითანხმეს ძალიან დიდი პრობლემები შემექმნება“, - აცხადებს თამარ აქსანდერი.


კლუბ „ხიდის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ერთადერთი ინფორმაცია რაც მას აქვს, არის ის რომ ვახუშტის ხიდს საფარი უნდა ახადონ. ქალაქის ერთ-ერთი ცნობად კლუბი, სადაც უამრავი ტურისტი იყრის თავს, წყალი უკვე დიდი ხანია საფარის ახდის გარეშეც ჩადის:



„წყალი კლუბში ახლაც კი ჩამოდის, თუ საფარი ახადეს მთლიანად დაიტბორება, ალბათ რაიმე დამცავს გააკეთებენ, იმედია როდესაც შევხვდები თბილისის მერიის თანამშრომლებს ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ ჩამოყალიბდება. ჩემთვის ისიც წარმოუდგენელია როგორ უნდა გადაკეტონ ეს ხიდი 5 თვით იმიტომ, რომ მთელ ქალაქს გააჩერებს“,- განმარტავს თამარ აქსანდერი.


კლუბი ხიდის პრობლემებთან დაკავშირებით კომერსანტი თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ ინფრასტრუქტურის სამსახური უახლოეს პერიოდში გეგმავს შეხვდეს კლუბის ხელმძღვანელობას, რათა ერთად შეადგინონ სამუშაო გრაფიკი. მერია პირობას იძლევა, რომ ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები კლუბს ხელს არ შეუშლის, გათვალისწინებული იქნება მათი პროგრამა და შეფერხება მხოლოდ რამდენიმე საათი გაგრძელდება. 



ბაჩო ადამია






დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up