ვახუშტის რეაბილიტირებული ხიდი გაიხსნა

ვახუშტის რეაბილიტირებული ხიდი გაიხსნა

access_time2019-05-21 15:58:32

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ხიდის აღდგენის სამუშაოების ხანგრძლივობა, ხელშეკრულების მიხედვით, ხუთი თვით იყო განსაზღვრული, თუმცა რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა.



სამუშაოების შედეგს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.



როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ვახუშტის ხიდის მდგომარეობა, ავარიულობის თვალსაზრისით, არც თუ ისე სახარბიელო იყო, შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია მერიის პრიორიტეტებში პირველ ადგილზე იდგა.



„ვახუშტის ხიდზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია. ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აქ პრობლემა საკმაოდ სერიოზული იყო, რაც ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა. ავარიულობიდან გამომდინარე, აღნიშნული ხიდის რეაბილიტაცია პრიორიტეტებში პირველ ადგილზე იყო. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არანაირი პრობლემა აღარ არსებობს და ყველაფერი მოგვარებულია. დარჩენილია გზის დახაზვის სამუშაოები, რომელიც ათ დღეში დაიწყება, რადგან ასფალტის დაგების შემდეგ, გარკვეული დროა საჭირო, რათა საღებავი მიიღოს. ასევე, გრძელდება საყრდენების მოპირკეთებისა და განათების სამუშაოები. როგორც იცით, ამ პროექტის ფარგლებში, საყრდენების გამაგრების სამუშაოებიც ჩატარდა - შეიცვალა ხიდის საყრდენი ბოძები, მიწისქვეშ მოექცა ელექტროსადენები, დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები, LED ნათურებით. ასევე, მოწესრიგდა კუნძულები და გამწვანება. კიდევ დაირგვება ახალი მცენარეები, რომელთა ჩამოტანას ველოდებით. ზოგადად, ასე გვინდა, მოვაწესრიგოთ და გავალამაზოთ მთელი ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.




საბჭოთა კავშირის პერიოდში, დედაქალაქში მსგავსი კონსტრუქციის 11 ხიდი აშენდა, რომელთაგან ათი უკვე აღარ არსებობს. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის 27 იანვრიდან დაიწყო. სამუშაოების განხორციელების დროს გამოვლინდა სხვა დაზიანებებიც, რომელიც დასაწყისში ვიზუალურად არ ჩანდა, თუმცა რეაბილიტაცია ამ მიმართულებითაც განხორციელდა.



უნიკალურია რეაბილიტაციის ტექნოლოგიური ნაწილი - ხიდი (კონსტრუქცია) სპეციალური დომკრატებით აიწია და დაზიანებული საყრდენები გამოიცვალა. მოეწყო ასფალტის ახალი საფარი, ახალი რკინა-ბეტონის თვალამრიდები, სანიაღვრე სისტემა, ჰიდროიზოლაცია და სადეფორმაციო ნაკერები; მოაჯირები შეიღება სპეციალური საღებავით, რაც მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობას უზრუნველყოფს; დასრულდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათების ქსელის მოწყობა LED სანათებით და საჰაერო კომუნიკაციები გზის საფარის ქვეშ მოექცა. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია განაპირა ბურჯების ფილით მოპირკეთება, რათა მდგრადობასთან ერთად, ხიდის ვიზუალიც შესაბამისი იყოს.



რეაბილიტაციის ფარგლებში, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ ხიდის ტერიტორიაზე არსებული გზაგამყოფი კუნძულებიც გამწვანდა. დაახლოებით, 500 კვ. მეტრამდე ფართობის გზაგამყოფ კუნძულებზე რულონური ბალახი დაიგო, განხორციელდა მულჩირების სამუშაოები, ასევე, დაირგო ჭყორის მარადმწვანე ბუჩქები და მოეწყო სარწყავი სისტემა.



სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ განახორციელა და მასზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 633 800 ლარი დაიხარჯა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში, ხიდის მდგრადობას მონიტორინგს ერთ-ერთი ევროპული კომპანია გაუწევს.



რეაბილიტირებულ ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი უკვე ჩვეული სქემით მოძრაობს: N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები - N10, N30, N66, N88, N89, N100, N169, N171, N195 და N202 წერეთლის გამზირს გმირთა მოედნის გავლის ნაცვლად, ვახუშტის ხიდით უკავშირდებიან.



ვახუშტის რეაბილიტირებული ხიდი მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ, დიდუბისა და საბურთალოს რაიონების გამგებლებმა ირმა ზავრადაშვილმა და გაიოზ ვასაძემ, ასევე, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა და საკრებულოს წევრმა ბექა დავითულიანმა დაათვალიერეს.








აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება
access_time2019-09-21 16:00:57
პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დღეს მსოფლიო არენაზე მიზანმიმართულ სადეზინფორმაციო კამპანიას უმეტესად 4 ქვეყანა აწარმოებს. 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ყველაზე აქტიური რუსეთი იყო, რომელზეც დეზინფორმაციის 72% მოდის. შემდეგ თანმიმდევრობით მოდან: ირანი, ჩინეთი და საუდის არაბეთი. მკვლევარებმა 460-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლეს. როგორც გაირკვა, უცხოეთის ქვეყნებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამართული, სადეზინფორმაციო კამპანიების მთავარი სამიზნე ძირითადად დასავლეთის ქვეყნები...

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
access_time2019-09-21 12:00:06
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა. - ბატონო რამაზ, რადგან ახალ პოლიტიკურ სეზონში პირველად შეგეხმიანეთ, შესაძლოა, ყველაზე აქტუალური თემითაც კი გთხოვოთ საუბრის დაწყება. ყველაზე აქტუალურ თემაში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენში პოლიტიკური ცხოვრება ზედმეტადაც კი პოლარიზებულია. პოლარიზებულ...


მსგავსი სიახლეები

up