ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებსა და სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესს აფასებს

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებსა და სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესს აფასებს

access_time2019-08-20 11:26:09

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაური ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებსა და სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესს აფასებს.


როგორც ყოლბაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მთავარია ადამიანები შემოსავლისა და სამსახურის გარეშე არ დარჩნენ.


„პროცესი, რომელსაც ჰქვია ოპტიმიზაცია, რეორგანიზაცია, სტრუქტურიზაცია, ბუნებრივი პროცესია და ამაში მე დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. როდესაც მე მოვედი სათავეში, მეც განვახორციელე ცვლილებები, გავაერთიანე რამდენიმე სამინისტრო, ზოგიერთი კი გავაუქმე - 10-დან 7-მდე დავიყვანე. თუმცა მე შევეცადე მაქსიმალურად დამესაქმებინა ეს ხალხი და შემექმნა ახალი სამუშაო ადგილები მათთვის. ეს მოვახერხე კიდეც, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე საელჩოების დახმარებით. სამუშაო ადგილები შევქმენით როგორც რუხში, ისე აქ, თბილისში. პროცესი უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ იქ დასაქმებული ხალხი ყველა მაღალი კვალიფიკაციისა და ყველა პროფესიონალი კადრია. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ისინი დევნილები არიან და მათ უკან ოჯახები დგანან. ამიტომ ეს ძალიან ფაქიზი თემაა და საჭიროებს დაკვირვებას. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად მნიშვნელოვანია გავაკეთოთ ეს სტრუქტურიზაცია ისე, რომ არ შევუშალოთ ხელი იმას, რასაც ჰქვია ხვალინდელი დღე . ეს კადრები მომზადებულები არიან აფხაზეთთან მიმართებაში და ამ კადრების დაკარგვა არ შეიძლება“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.


აფხაზეთის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს დევნილთა დეპარტამენტის დევნილთა სამინისტროდ გადაკეთებაზე. ვახტანგ ყოლბაიას თქმით, ცენტრალური მთავრობისგან ახალ სამინისტროს ფუნქციები უნდა გადაეცეს.



„ბოლომდე მართებულ ნაბიჯად არ მიმაჩნია გადაწყვეტილება, რომ დევნილთა სამინისტრო ცენტრალურ დონეზე გაუქმდა. ჯანდაცვის სამინისტრო გახდა უზარმაზარი სტრუქტურა და პრაქტიკულად ჩაიკარგა დევნილთა თემა. ბევრი საკითხი დღემდე გადაუჭრელი რჩება. ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშში საერთოდ ჩაიკარგა დევნილთა თემა. არაფერი თქმულა, რა გაკეთდა გასულ წელს დევნილებთან მიმართებაში. აფხაზეთის მთავრობაში არსებული დევნილთა დეპარტამენტის სამინისტროდ გადაკეთებას ექნება აზრი და გამართლებული იქნება თუ ცენტრალური სტრუქტრებიდან დამატებითი ფუნქციები წამოვა. მის არსებობას რომ აზრი ჰქონდეს, დამატებითი ფუინქციები უნდა შესძინონ, რომელიც სწორედ ცენტრალური სტრუქტურებიდან იქნება წამოსული. რაც შეეხება იუსტიციის დეპარტამენტის გაუქმებას და მისი ფუნქციების გადანაწილებას - ეს არ არის დიდი ტრაგედია. თუმცა ეს დეპარტამენტი საკმაოდ დატვირთული დეპარტამენტი იყო დევნილებთან მიმართებაში და იქ ძალიან კარგი სპეციალისტები მუშაობდნენ,“ - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.


კიდევ ერთი საკითხი, რაზეც აფხაზეთის უზენაესი საბჭოს მოქმედმა დეპუტატმა ისაუბრა, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში მინისტრის, დავით გვაძაბიას დავით ფაცაციათი ჩანაცვლებას ეხებოდა. ყოლბაიამ გამორიცხა მოცემულობა, რომ ფაციაცია ნეპოტიზმით დაინიშნა.


„დავით ფაცაციაზე ვერაფერს ცუდს ვერ ვიტყვი. საქართველოში ყველა ვიღაცის ნათესავები და ახლობლები ვართ. პატარა ქვეყანაა საქართველო. იმიტომ რომ ირაკლი კობახიძის სიძეა, ამ ნიშნით არ მომხდარა მისი დანიშვნა. თავის დროზე სანამ სიძე გახდებოდა, დავით ფაცაციას კანდიდატურა ჩემს შემცვლელადაც განიხილებოდა და სხვა სამინისტროების ხელმძღვანელადაც. ის ძალიან მზარდი და პერსპექტიული კადრია. რაც შეეხება დავით გვაძაბიას, ის ძალიან კარგი მინისტრი იყო, კარგი ახალგაზრდა, დიდი გამოცდილებით და მისი რესურსის გამოყენება არა მხოლოდ აფხაზეთის მთავრობაში არამედ ცენტრალურ სტრუქტურებშიც წარმატებული იქნება“, - დასძინა ვახტანგ ყოლბაიამ.


შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. რეორგანიზაციის ფარგლებში ლიკვიდირებულია აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველო, ხოლო მისი ფუნქციები გადაეცა აფხაზეთის მთავრობის აპარატს; აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი გაერთიანდა; დაიწყო აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის პროცესი, იუსტიციის დეპარტამენტის ფუნქციები გადაეცა აფხაზეთის შესაბამის დაწესებულებებს; რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს აფხაზეთის მთავრობის აპარატსა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში. გარდა ამისა, დევნილთა დეპარტამენტი დევნილთა სამინისტროდ გარდაიქმნება.



IPN





ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს

მოსკოვი კვიპროსის ოფშორებს რუსული ბიზნესისთვის ხურავს
access_time2020-08-04 19:30:06
...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-04 21:00:02
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Doctor Goods, Group Inn, KTW, ყვარლის ედემი - Bellingcat კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს საერთაშორისო საგამოძიებო გამოცემა Bellingcat საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საჯარო ტენდერებში კორუფციაზე წერს. Bellingcat-ის ცნობით, პანდემიის პერიოდში, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...


მსგავსი სიახლეები

up