ვახტანგ ხომიზურაშვილი: აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება,არ ნიშნავს ინვესტიციების ზრდას საქართველოში

ვახტანგ ხომიზურაშვილი: აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება,არ ნიშნავს ინვესტიციების ზრდას საქართველოში

access_time2018-12-18 10:00:58

ექსპერი ვახტან ხომიზურაშილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ გიორგი ქობულია არასწორად მსჯელობს.


კერძოდ, როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, იგი მოხარულია  აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის მიღებით. მისივე თქმით, დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას. ქობულია იმედოვნებს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, პირდაპირი ინვესტიციები ამერიკიდან საქართველოში 20-30 პროცენტით გაიზრდება.


ვახტანგ ხომიზურაშვილის შეფასებით, თავისუფალი ვაჭრობის დოკუმენტი გულისმხობს ნულოვანი საბაჟო გადასახადების მიხედვით პროდუქციის იმპორტ-ექსპორტს და მას პირდაპირი კავშირი ინვესტიციებთან არ აქვს. ამის ნათელი მაგალითია ჩინეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების დოკუმენტიც.



„ამერიკა ზოგადად ყველა ქვეყანაში დაინტრესებულია საკუთარი პროდუქციის იმპორტით და აღნიშნული დოკუმენტიც ამას გულისმხობს. მით უმეტეს, თუ გავითვალისიწნებთ ჩინეთის მაგალითს, სადაც არანაირი კვოტები არ არის დაწესებული, დიდი ალბათობაა, რომ ამ შემთხვევაშიც ამერიკული იმპორტი ექსპორტს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს. ამ მხრივ ისეთაც დიდი დისბალანსი გვაქვს და ეს პირდაპირ ურტყამს ადგილობრივ წარმოებას, ჩანასახშივე ანადგურებს. ზოგადად ნებისმიერი იმპორტირებული საქონელი დაბალი ფასებით შემოდის, რაც მომხმარებლისთვის შესაძლოა მისაღებია, მაგრამ ჩვენი ეკონომიკისთვის წამგებიანია. ამიტომ თუ რაიმე კრიტერიუმები არ იქნება შემუშავებული დოკუმენტის ფარგლებში, რათა აღნიშნული მოსალოდნელი საფრთხეები თავიდან ავირიდოთ, მაშინ რა აზრი აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას?!“ - განმარტავს ხომიზურაშვილი.


რა შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს ინვესტიციები ამერიკიდან საქართველოში ? - ამის შესაძლებლობას ექსპერტი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ გააქტიურდება ჩინური მხარე. მაგალითად, თუ ჩინეთი საქართველოში აამოქმედებს გადასამუშავებელ ან ასაწყობ საწარმოს, სადაც დამუშავებული საქონელი „Made in Gergia-დამზადებულია საქართველოში“ ეტიკეტით ევროპაში ან ამერიკაში გაიყიდება. თუმცა ეს შესაძლებლობა ნაკლებად პერსპექტიულად მიაჩნია.


„ვერ ვხედავ ამის პერსპექტივას, რადგან აღნიშნულს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარება სჭირდება. იგივე სოფლის მეურნეობის დარგი, გადამამუშავებელი ქარხნები და ა.შ. სადაც რეალურად იქმნება დოვლათი, საქართველოში კი ამას ყურადღება  სათანადოდ არ ექცევა. სხვა შემთხვევაში აქ რომ ჩინური მხარე 100%-იანი წილის მფლობელობით ჩინურ საწარმოს ხსნის და ჩინელებს ასაქმებს, ამით საქართველოს არანაირი მნიშვნელოვანი მოგება არ აქვს. იგივე მიდგომები თუ გვექნება ამერიკასთან, ბუნებრივია, ისევ წამგებიან პოზიციაში აღმოვჩნდებით. რაც შეეხება რამდენად რეალურად მიმაჩნია ზოგადად აშშ-თან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთბების დაწყება, გეტყვით რომ კი, რეალურია. ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და თანაც ტრამპისთვის ჩვენ არც ჩინეთი ვართ და არც ევროპა, რაიმეში რომ ხელი შევუშალოთ. ის ამით არაფერს დაკარგავს, ჩვენ კი თუ დოკუმენტში გარკვეული კრიტერიუმები არ მივუთითეთ, ამ შეთანხმებით შესაძლოა წავაგოთ“,- განამრტავს ვახტან ხომიზურაშვილი .


 

სალომე ლემონჯავა




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up