„ივანიშვილი სიმართლეს არ ამბობს, როდესაც რუსული ბაზრის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას - ასე ჩრდილოეთ კორეას ვემსგავსებით„

„ივანიშვილი სიმართლეს არ ამბობს, როდესაც რუსული ბაზრის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას - ასე ჩრდილოეთ კორეას ვემსგავსებით„

access_time2019-07-22 10:00:34

„ქვეყანაში არ არსებობს ბაზრის დივერსიფიცირების პოლიტიკური ნება, სხვანაირად ვერ შევაფასებ ივანიშვილის განცხადებას“, - ასე გამოეხმაურა ეკონომისტი ვახტან ხომიზურაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას.


 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია ბაზრის დივერსიფიცირების პერსპექტივებსა და რუსული ბაზრის მნიშვნელობაზე:


“აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, იმაზე, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ”.


მისივე თქმით,  ადგილობრივი ბაზრის დივერსიფიცირება რთული პროცესია და რუსული კაპიტალის გარეშე საქართველოს ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია. ქვეყნის მმართველს მთავარ არგუმენტად ევროპაც მოჰყავს და ამბობს:


„თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას“.


ამ განცხადებებიდან „კომერსანტი“ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხით დაინტერესდა - შესაძლებელია თუ არა  ბაზრის დივერსიფიცირება უახლოეს მომავალში და რა გზებით?


ვახტანგ ხომიზურაშვილის პოზიციამდე  უფრო დეტალურად შეგახსენებთ,  ოფიციალურ სტატისტიკას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის განცხადების საპირისპირო რეალობას ასახავს:


ევროკავშირის 28 ქვეყნიდან ექსპორტის თვალსაზრისით საქართველოზე უფრო მეტად დამოკიდებული რუსულ ბაზარზე ევროპის ოთხი ქვეყანაა - ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და პოლონეთი - ძირითადად პოსტ საბჭოთა ქვეყნები, რომლებიც შედარებით ღარიბი ქვეყნებიც არიან ამავდროულად ევროკავშირში.


პ.ს. ღია ვარდისფრად ენერგეტიკის წილია აღნიშნული.



რაც შეეხება იმპორტს აქ უფრო  მეტი ქვეყანაა დამოკიდებული რუსეთზე - მათ შორის, ყველაზე მეტად - ისევ ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცე - ანუ ისინი, ვინც ენერგეტიკული თვალსაზრისით არიან მიბმულები რუსეთზე.


რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ ევროპის ქვეყნისთვის ყველაზე მოთხოვნადი სწორედ რუსული ბაზარია, სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება:



აქ ევროსტატს 2017 წლის სურათი აქვს შესწავლილი რიცხვებში და კარგად ჩანს, რომ მსოფლიოში უფრო მეტი მოთხვონაა ჩინეთთან, ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან, იაპონიასთან ვაჭრობის კუთხით. რუსეთი მეათე ადგილზეა.


და კიდევ ერთი, თუ შევხედავთ რა პოზიცია უჭირავს რუსეთს ევროკავშირის სხვა სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით – ასეთ სურათს მივიღებთ: ექსპორტი მხოლოდ 4% ევროპოს ბაზარზრ და იმპორტი მხოლოდ 8%. თავად რუსეთის უფრო მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან შეერთებული შტატები და ჩინეთი. წილებით რუსეთთან ძალიან ახლოა თურქეთის, შვეიცარიის, ნორვეგიის ბაზრები.


ციფრები BGM-მ გამოაქვეყნა.


საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, დღეს რუსეთი 14.9%–იანი წილით საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ბაზარია; იმპორტის მიხედვით კი, თურქეთის შემდეგ, მეორე ბაზარია – 10%–იანი წილით.


ვახტან ხომიზურაშვილის თქმით, ევროპა რუსული კაპიტალისგან გათავისუფლებას მუდმივად ცდილობს და დღეს საქართველოსაც თავისუფლად შეუძლია ბაზრის დივერსიფიცირება კონკრეტული მიმართულებებით:


„ყველა ის ქვეყანა, ვინც იგივე ენერგეტიკის კუთხით, დამოკიდებულია რუსეთზე, ცდილობს შიდა ალტერნატიული რესურსის გაძლიერებას და ეს ჩვენც შეგვიძლია. მათ შორის მცირე ჰიდროელექტრო და ქარის ელექტრო სადგურების აშენებით.  ასევე სწორად გამოსაყენებელია თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები ჩინეთთან და ევროკავშირთან, ამ მხრივ კი იგივე აღმოსავლეთ პარტნიორთან წამგებიან პოზიციაში ვართ. იმპორტ-ექსპორტის დისბალანსი იმდენად დიდია, რომ ადგილობრივ მცირე მეწარმეებს კონკურენციის გაწევა უჭირთ. ამიტომ ეს დოკუმენტები არ უნდა დარჩეს ფორმალურ ქაღალდით და აუცილებელია მათი გამოყენება. მთავარია, ქვეყანაში შეიქნას ინვესტიციებისთვის შესაბამისი წინაპირობები. ასეთ შემთხვევაში ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება და შესაბამისად მაღალი კომერციული რისკები საბოლოოდ მოიშლება“.


ინვესტიციების შესაბამისი წინაპირობების შექმნასა და ბაზრის დივერსიფიცირების განვითარებაში ვახტანგ ხომიზურაშვილი გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს პოლიტიკურ ნებას, რაც დღეს არ არის. შესაბამისად მიიჩნევს, რომ ივანიშვილი სიმართლეს არ ამბობს, როდესაც რუსული ბაზრის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:


„რადგან ივანიშვილი ამბობს ეს რთულია და რუსული ბაზრის დამოკიდებულების გარეშე ვერ ვიარსებებთო, ესე იგი არ აქვს შესაბამისი პოლიტიკური ნება. ალბათ ასეა. იგი დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე აფასებს მდგომარეობას, რაც არასწორია. სხვა შემთხვევაში მსოფლიოს უამრავი განვითარებული და ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქვეყანა დღეს ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა. ამიტომ, პოლიტიკური ნება სჭირდება ყველაფერს და მათ შორის, სხვა ბაზრების მოზიდვასაც. ივანიშვილი გახლავთ პარტიის თავმჯდომარე და ჩვენ სწორი ნაბიჯების გადადგმა არა მას, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ გუნდს უნდა მოვთხოვოთ, თუმცა ჩვენი ოფიციალური მთავრობაც ამ  პიროვნებაზეა დამოკიდებული, რაც დამაზიანებელია ქვეყნისთვის. როგორ შეიძლება ალტერნატიული აზრი არ არსებობდეს ქვეყანაში. ასე ჩრდილოეთ კორეას ვემსგავსებით“.



შეგახსნებთ, ბაზრის დივერსიფიცირება განსაკუთრებით აქტუალური გახდა ე.წ. გავრილოვის თემის შემდეგ, როდესაც ოფიციალურმა რუსეთმა მიმდინარე წლის 8 ივლისიდან საქართველოსთან ავიამიმოსვლები შეწყვიტა. მხარი დაუჭირა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტსა და  ფულადი გზავნილების გადარიცხვებს. 



სალომე ლემონჯავა 





რესტორანი, აუზი, საუნა და საოფისე ფართები - როგორი იქნება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში “ჰუალინგის” სასტუმრო

რესტორანი, აუზი, საუნა და საოფისე ფართები - როგორი იქნება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში “ჰუალინგის” სასტუმრო
access_time2020-01-27 15:50:44
თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისგან მშენებლობის ნებართვა ინვესტორმა გასული წლის 23 აგვისტოს მიიღო.   შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და „Hualing international special economic zone“-ს შორის 2015 წლის 21 ივლისს გაფორმებულ...

„ქართული წისქვილკომბინატები რუხ ფქვილს არ აწარმოებენ“

„ქართული წისქვილკომბინატები რუხ ფქვილს არ აწარმოებენ“
access_time2020-01-27 14:53:58
საქართველოში პურის ხარისხთან დაკავშირებით კითხვები მუდმივად არსებობს, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში პურის ხარისხის კონტროლი, პრაქტიკულად არავის ევალება. ამ მიმართულებით მთავარი და უკვე ტრადიციად ქცეული კითხვაა, იღებება თუ არა პური საქართველოში. საქმე ეხება ჭვავის და ეგრეთ წოდებულ შავ პურს, რომელიც როგორც წესი ჭვავის, რუხი ფქვილისგან უნდა მზადდებოდეს. თუმცა,...

ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა

ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა
access_time2020-01-27 13:37:31
„ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გადადებულია და დღეს იქნება შეხვედრა მაღალ დონეზე, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდეგი რეისების გადადების საჭიროებასთან დაკავშირებით. „შექმნილი გვაქვს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურაც მუშაობს საერთაშორისო...

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“
access_time2020-01-27 12:40:08
 2018 წელს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების შესაძლებლობების შესწავლასა და გამოვლენას. რამდენიმე დღის წინ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა და პროექტის ბედი დღემდე...

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!
access_time2020-01-27 09:54:23
2020 წლიდან, მეგატექნიკის მაღაზიათა ქსელში თქვენ შეძლებთ სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიანი სმარტფონების შეძენას. მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია სამსუნგის სარეცხი მანქანებიც, ეტაპობრივად კი სამსუნგის პროდუქტების სხვადასხვა კატეგორიებსაც შემოგთავაზებთ.  ქართველმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის სამსუნგის ჰოლოგრამის მნიშვნელობა, თუმცა კიდევ ერთხელ...


მსგავსი სიახლეები

up