ვახტანგ სურგულაძე: პირველადი ჯანდაცვის რეფორმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქვეყანაში შეიძლება გაკეთდეს და დღემდე არავის გაუკეთებია

ვახტანგ სურგულაძე: პირველადი ჯანდაცვის რეფორმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქვეყანაში შეიძლება გაკეთდეს და დღემდე არავის გაუკეთებია

access_time2016-03-22 14:27:27

პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა, ამბულატორიული მომსახურებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და ჯანდაცვის სფეროს მთავარ პრიორიტეტად სახელდება -ეს არის იმ საერთო  გამოკითხვის პირველადი შედეგები, რომელიც იანვრის ბოლოს დაიწყო და პრაქტიკულად მთელი საქართველო მოიცვა. საკონსულტაციო ჯგუფი „გლობალური ალიანსი” და ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობის ინტერნეტ გამოკითხვას აგრძელებს,  რეგიონულ ცენტრებში  კი 16 ათასი ადამიანი იქნა გამოკითხული.  ფონდ „კურაციოს” მიერ ამ დარგის სპეციალისტების გამოკითხვით ხარჯთეფექტურობის გაზრდა ერთ ერთ უმთავრესად პრობლემად დასახელდა, რაც შეუძლებელია მიღწეულ იქნას პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გარეშე. „გლობალური ალიანსი“ ჩართულია ჯანდაცვის სისტემის რეფორმის განხორციელებაშიც და გამოკითხვის შედეგები სრულად აისახება სამინისტროს შემდგომ რეფორმებში. 

 

ჯანდაცვის ექსპერტის ვახტანგ სურგულაძის აზრით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქვეყანაში შეიძლება გაკეთდეს და დღემდე არავის გაუკეთებია. მისი განცხადებით, ეს რგოლი თუ არ განვითარდა სრულყოფილად, სხვა რეფორმებზე საუბარი ზედმეტი იქნება, მათ შორის C ჰეპატიტის პროგრამა და   ულტრათანამედროვე კლინიკების მშენებლობა: „მთელი მსოფლიო იქით მიდის, რომ სტაციონარული მკურნალობა შეიცვალოს ამბულატორიულით და პროფილაქტიკით. ხარჯთეფექტურია და იმიტომ. კარგია, რომ საქართველოში ღვიძლის გადანერგვა უკვე შესაძლებელია, მაგრამ უმჯობესი იქნება, ადამიანს ისეთი არაფერი დაემართოს, რომ გადანერგვა დასჭირდეს. კარგი პირველადი ჯანდაცვა  შესაძლებლობას გვაძლევს, ბევრი ხარჯი და ინვალიდიზაცია თავიდან ავიცილოთ.  ამბულატორიების რეფორმა, თუ პროცესი სწორად წარიმართება, ყველა მიმართულებით გაზრდის ხელმისაწვდომობას.“

 


ექსპერტმა ისაუბრა, ასევე, იმ პრობლემებზე, რაც დღეს ექიმებს ყველაზე მეტად აწუხებს:

 

„მოტივაცია არ აქვს ოჯახის ექიმს, რომ იმუშაოს. ის თანხა, რასაც უხდიან, ძალიან მცირეა. ბორჯომის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ოჯახის ექიმი ბორჯომიდან ერთი საათის სავალ მანძილს გადის ავტობუსით, ჩადის 12 საათზე და ერთ საათში უკან ბრუნდება, რა ხელმისაწვდომობაზე და პროფილაქტიკურ მედიცინაზე უნდა ვისაუბროთ ამ პირობებში? გამოყოფილი დაფინანსება პირველადი ჯანდაცვისთვის უნდა იყოს ყველაზე მეტი და მოცულობითი. ეს უნდა გახდეს მომავალი რეფორმების საყრდენი“, – აცხადებს სურგულაძე.



რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას

რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას
access_time2020-07-02 16:00:27
მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში,...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-02 21:30:40
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„თუ საპარტნიორო ფონდიდან გამოირიცხება რკინიგზის და ელექტროსისტემის ზარალი,ფონდის საქმიანობა მომგებიანია“ - ირაკლი...

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო

მილიარდერების რაოდენობით სან-ფრანცისკომ მოსკოვს, ლონდონს და პეკინს გაუსწრო
access_time2020-07-02 18:00:17
აშშ-ის ქალაქი სან-ფრანცისკო ახლა მსოფლიოში რიგით მესამე ქალაქია მილიარდერების რაოდენობის მიხედვით. როგორც Wealth-X-ის მიერ უმდიდრესი ადამიანების ყოველწლიური გამოკითხვიდან ირკვევა, აშშ-ში მთლიანად 788 მილიარდერი ცხოვრობს. მსოფლიოს მილიარდერების მთლიანი ქონების 28% სწორედ ამერიკელ მილიარდერებზე მოდის. ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, მას მოსდევს ჰონგ-კონგი, ხოლო მესამე ადგილას 79 კვ.კმ ფართობის სილიკონ ველი გავიდა, რომელიც სან-ფრანცისკოში მდებარეობს, და რომელიც...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...


მსგავსი სიახლეები

up