ვახტანგ სურგულაძე: დაგროვებითი პენსიიის სტრუქტურა არაა ჩამოყალიბებული

ვახტანგ სურგულაძე: დაგროვებითი პენსიიის სტრუქტურა არაა ჩამოყალიბებული

access_time2019-01-17 09:30:44

რადიო კომერსანტზე გადაცემაში „პროფესიონალები“ გადაცემის სტუმარმა , კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენჯმენტის სკოლის დეკანმა, ვახტანგ სურგულაძემ დაგროვებითი პენსიის რეფორმისა და საპენსიო სააგენტოს დირექტორთან, ლევან სურგულაძესთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.


"საპენსიო სისტემა არის ერთ-ერთი გადამწყვეტი და სერიოზული საკითხი,რომელიც სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს, იმისთვის,რომ ადამიანს არ ეშინოდეს ხვალინდელი დღის. სახელმწიფოს ამოცანაც სწორედ ისაა,რომ არ გვეშინოდეს ხვალინდელი დღის. ღირსეული პენსიაც, სწორედ ამის საფუძველია. ამ საკითხის მიმართ ზერელედ მიდგომა, წინასწარ რისკების არგათვლა ნამდვილად არ შეიძლება. სამომავლოდ, ამან შესაძლოა გამოიწვიოს კრახი. მნიშვნელოვანია ასევე ისიც თუ ვინ ახორციელებს ამ პროგრამას.


სამოქალაქო მოძრაობის სახელით შევიტანეთ რვა შეკითხვა საპენსიო სააგენტოში და ბატონმა ლევან სურგულაძემ გამოთქვა სურვილი ჩვენთან შეხვედრის. შეხვედრა საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. ჩვენი მხრიდან რამდენიმე შეკითხვა დაისვა, მათ შორის ის, თუ რატომ არის სწორედ 4 % და არა მეტი, ან ნაკლები. თუ არ მოხდება 4%-იანი ზრდა, მაშინ როგორ იქნება რისკები დაზღვეული. თუ არ იქნება 7%-იანი ამონაგები და ვერ მოხდება ინვესტირება, მაშინ საიდან დაიწყება კალკულაცია. ამ ყველაფერს სჭირდება მუშაობა და ძლიერი ფინანსისტები. ამასთანავე, ჯერ არ შექმნილა საინვესტიციო საბჭო და რისკების კომიტეტი, არ არის დადებული საინვესტიციო გეგმა. ფაქტობრივად, სტრუქტურა არაა ჩამოყალიბებული, 15 დეკემბერს შექმნეს და 3 იანვარს დაიწყეს ფუნქციონირება. იმედია, ბევრი შეხვედრა იქნება და დაგვისაბუთებს სახელმწიფო, თუ რა სიკეთეები მოაქვს დაგროვებით პენსიას. საერთოდ, ვფიქრობ, რომ დაგროვებითი პენსიის შესახებ, მაშინ როცა ქვეყანაში არსებობს სოციალური ანუ განაწილებითი პენსიები, ცალკე არ უნდა ვისაუბროთ. ეს უნდა იყოსს ერთი პროექტი, ერთი სტრუქტურა და ერთი რეფორმა.




საუბრის დროს ბატონმა ლევანმა თავისი არგუმენტები მოიყვანა, მაგრამ ველოდებით უახლოეს დღეებში წერილობით პასუხს და კარგია ისიც,რომ მომავალ შეხვედრაზეც შევთახმდით, - ამბობს ვახტანგ სურგულაძე.


კომერსანტი




მერია რესტორნებსა და კლუბებს ღია სივრცეებს უსასყიდლოდ დაუთმობს

მერია რესტორნებსა და კლუბებს ღია სივრცეებს უსასყიდლოდ დაუთმობს
access_time2020-07-15 12:19:11
კულტურის სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა აღნიშნული სფეროს დაფინანსებას ზრდის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მისი თქმით, გაფართოვდა შემოქმედებითი ინდუსტრიების ჩამონათვალიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დარგის მდგრადი განვითარებისთვის შესაძლებელი გახდება, საკონკურსო პროექტის ფარგლებში, ხელოვანების საქმიანობისთვის საჭირო მოწყობილობების დაფინანსება.   „ჩვენ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა
access_time2020-07-15 11:00:57
უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანია Colliers international Georgia-მ  პანდემიამდე, პანდემიის პერიოდსა და რეაბილიტაციის ეტაპზე უძრავი ქონების ტრანზაქციების კვლევა ჩაატარა. როგორც კვლევაში ჩანს, თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების მაჩვენებელი მარტის პირველივე კვირიდან დაიწყო, ტრანზაქციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აპრილის ბოლო კვირას დაფიქსირდა. 6 მაისიდან, როდესაც იუსტიციის სახლები სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ, ბინების ტრანზაქციების...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს
access_time2020-07-15 10:00:20
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...


მსგავსი სიახლეები

up