ვახტანგ შაქარიშვილი - ივანიშვილის შემთხვევა იმით არის უნიკალური, რომ პოლიტიკაში მოსვლა მას გარემოებებმა აიძულა, ხოლო პოლიტიკიდან საკუთარი ნებით წავიდა

ვახტანგ შაქარიშვილი - ივანიშვილის შემთხვევა იმით არის უნიკალური, რომ პოლიტიკაში მოსვლა მას გარემოებებმა აიძულა, ხოლო პოლიტიკიდან საკუთარი ნებით წავიდა

access_time2021-01-18 17:20:00

დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მმართველი გავაგდეთ, ბიძინა ივანიშვლის შემთხვევა იმით არის უნიკალური, რომ პოლიტიკაში მოსვლა მას გარემოებებმა აიძულა, ხოლო პოლიტიკიდან საკუთარი ნებით წავიდა,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა.



მისი თქმით, ამ მაგალითმა უნდა დანერგოს ახალი პოლიტიკური სტანდარტი, დაასრულოს მესიანიზმისა და ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭების ერა, ახლო პერსპექტივაში კი გახსნას გზა ახალი ადამიანებისთვის, ახალი პოლიტიკური ჯგუფებისთვის, იმ შეცდომების გამოსასწორებლად, რაც ივანიშვილის მმართველობის პირობებში „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა.



„მთელი კვირაა თქვენთან ერთად თვალ-ყურს ვადევნებ გამოხმაურებებსა და რეაქციებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით. ერთი რამ ნათელია, ე.წ. ოპოზიცია, რომელიც პოლიტიკურად და ელექტორალურად განადგურებულია, უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამავე მდგომარეობაში არიან მათი მედიებიც, რისი მკაფიო ილუსტრაცია იყო გვარამიას გუშინდელი ეთერი. ამ ფონზე განსაკუთრებით ღირებულია, როდესაც ვისმენ ადეკვატურ შეფასებებს იმ ადამიანებისგან, ვინც გასულ წლებში კრიტიკას არ აკლებდა „ქართულ ოცნებას“. მეც მადლობით დავიწყებ... დიდი მასშტაბის ფიგურის საქმიანობა, ცხადია, დიდ მასშტაბში და ფართო პრიზმიდან უნდა შეფასდეს. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილის ორი ნაბიჯი ნამდვილად მნიშვნელოვან და პოზიტიურ კვალს დატოვებს, ეს არის მისი პოლიტიკაში შემოსვლა და პოლიტიკიდან წასვლა. (აღარ გავამახვილებ ყურადღებას ქველმოქმედებაზე, რაც საზოგადოდ ცნობილია და ნაყოფი სახეზეა) დამოუკიდებელი საქართველოს ყველა მმართველი გავაგდეთ, ბიძინა ივანიშვლის შემთხვევა იმით არის უნიკალური, რომ პოლიტიკაში მოსვლა მას გარემოებებმა აიძულა, ხოლო პოლიტიკიდან საკუთარი ნებით წავიდა. ამ მაგალითმა უნდა დანერგოს ახალი პოლიტიკური სტანდარტი, დაასრულოს მესიანიზმის და ძალაუფლებაძე ჩაბღაუჭების ერა. ახლო პერსპექტივაში კი გახსნას გზა ახალი ადამიანებისთვის, ახალი პოლიტიკური ჯგუფებისთვის, იმ შეცდომების გამოსასწორებლად, რაც ივანიშვილის მმართველობის პირობებში „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა. მძიმე შეცდომები კი იყო! სწორედ ამიტომ დავტოვე 2 წლის წინ „ქართული ოცნება“. მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძისთვის ადამიანების ბედის მინდობა დანაშაულის ტოლფასია. დაუშვებლად მიმაჩნია მაღალი დონის კორუფციის წახალისება. შეცდომა იყო არასწორ ადამიანებზე ფსონის დადება, არაერთხელ ვიწვნიეთ მლიქვნელების დაწინაურების შედეგები. შეცდომა იყო წინა რეჟიმის დამნაშავეებთან გარიგებებში შესვლა. უგუნურება იყო საზოგადოებისთვის ზურგის შექცევა. დასანანია, რომ ძირეულად არ შეცვლილა ეკონომიკური ხედვა და გაგრძელდა „ნაცმოძრაობის“ ეკონომიკური მოდელით ფუნქციონირება. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ივანიშვილის წასვლით ეს ყველაფერი გადაიფაროს და ერთი ხელის მოსმით გამოსწორდეს, მაგრამ მჯერა, რომ ეს ნაბიჯი ახალი პოლიტიკური რეალობის დასაწყისია და ახალ მოცემულობაში შეიქმნება ასპარეზი კეთილსინდისიერი და კვალიფიციური ადამიანებისთვის, ვისაც შეუძლია ქვეყნის მართვაში პოზიტიური წვლილის შეტანა,“- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.





IPN.GE








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up