ვახტანგ შაქარიშვილი - ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში უკვე ვნახეთ, ციფრები მისი ძლიერი მხარე არ არის

ვახტანგ შაქარიშვილი - ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში უკვე ვნახეთ, ციფრები მისი ძლიერი მხარე არ არის

access_time2019-04-15 17:28:17

ირაკლი კობახიძის დათვლილი პროცენტები საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში უკვე ვნახეთ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „დაიცავი საქართველო“ 3 პროცენტიან ბარიერსაც ვერ გადალახავს.

 

შაქარიშვილის შეფასებით, ციფრები და პროცენტები ირაკლი კობახიძის ძლიერი მხარე არ არის.

 

„მის ადგილზე ამ ველზე, სადაც აპრიორში წაგებულია, არ შევიდოდი. თანაც ვიცით, ბიძინა ივანიშვილისგან მოვისმინეთ, რომ მას ყური ერთხელ უკვე აუწიეს. ვურჩევდი, ამ ველზე ისედაც შესული არიან, მაგრამ უფრო სიღრმეებში ნუ შევლენ. ნახევარი საქართველო, პარტიის თავმჯდომარით დაწყებული და ლიდერშიფით გაგრძელებული, მოატყუა, მეც იქ ვიყავი, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბში, როცა მოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი მოტყუებით და გამარჯვება აზეიმეს წაგებულ არჩევნებში“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

 

მისი თქმით, ოთახში, სადაც ე.წ.მესიჯბოქსი იწერება, ინტელექტუალური კრიზისია.

 

„მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი. ხელისუფლებაში ვიყავი და ოპოზიციაში წავედი, ეს არის პოლიტიკური ინტერესი“? – განაცხადა შაქარიშვილმა.


 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ასევე ყოფილი წევრი ჯაბა ჯიშკარიანიც გამოეხმაურა, რომელმაც „ქართული ოცნება“ და საკრებულოს უმრავლესობა გასულ კვირაში შაქარიშვილთან ერთად დატოვა.

 

მისი შეფასებით, ირაკლი კობახიძეს და არამარტო მას, კომპლექსი ახრჩობს.

 

„ახრჩობს ეს კომპლექსი და ვერ გამოვიდა არამარტო კობახიძე ამ კომპლექსიდან. მინდა, ამ ადამიანს ვუთხრა – ბატონო ირაკლი, რამდენი წლისაც თქვენ ბრძანდებით, იმდენჯერ ვარ დაპატიმრებული თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის. გასაგებია, რომ ახრჩობს ეს ბოღმა და არამარტო ამ ადამიანს, მაგრამ საზოგადოება ხედავს, რა არის ჩვენი პლუსი და მინუსი. ამას ძალიან მალე დავინახავთ თითოეული ჩვენგანი, არამხოლოდ თბილისის, რეგიონების მასშტაბითაც“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

 

ამასთან, მისი ინფორმაციით, „დაიცავი საქართველო“ არ აპირებს კენჭისყრას და მმართველ პარტიას სურს, ასე წარმოაჩინოს ვითარება.

 

„ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელმაც დაიძახა და სამოქალაქო აქტივისტების შეკრება მოაწყო. გასაგებია, რომ მათ აქვთ დაწერილი მესიჯები და ამ მესიჯებით ნამდვილად ვერ გავლენ ფონს“, –  განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

 

„დაიცავი საქართველოს“ 13 აპრილის შეკრების შეფასებისას, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: „ზოგად სურათს თუ ნახავდით, ლიდერებს, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ დარბაზში, აშკარაა, რომ ამ გაერთიანებას ძალიან გაუჭირდება 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაც კი. როდესაც მინუს პროცენტებით იწყებ, ამ სახეებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, 3 პროცენტამდე ასვლა არის ძალიან რთული“.





ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას

ლევან დავითაშვილი - ბიზნესსექტორი უნდა იყოს განსაკუთრებით სოლიდარული, რათა მოსახლეობას პროდუქციის ფასების და მიწოდების კუთხით პრობლემა არ შეექმნას
access_time2020-03-29 12:00:35
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მეფრინველეობის ფაბრიკების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს...

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი

გიორგი ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი
access_time2020-03-29 10:00:47
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აშშ-ში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სოციალუ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "ბოლო დღეებში დასავლეთზე და მათ შორის აშშ-ზე რამდენიმეჯერ ქილიკი შემომხვდა, ეფექტურად როგორ ვერ შეაჩერეს ვირუსის გავრცელებაო.ჰოდა, გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი :1. ბოლო 50 წელიწადში 15 წლით რომ მოიმატა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ და 80 წელს მიუკაკუნა, ვისი დამსახურებაა? (ამერკის პრეზიდენტობის კადიდატი დემოკრატებიდან, 77 ან 79 წლის...

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს კეტავს

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთთან ე.წ. საზღვარს კეტავს
access_time2020-03-29 11:00:58
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ....

გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით

გიორგი გახარია - ყველა ბიზნესმენს, ვისაც შეუძლია, შექმნას ადგილობრივი წარმოება, პირადად მე და მთავრობა გვერდში დავუდგებით
access_time2020-03-28 19:16:14
...

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?

ღია საზღვრები და ტესტირებაზე უარის თქმა - რატომ არ იყენებს შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლაში მკაცრ ზომებს?
access_time2020-03-28 21:00:20
კორონავირუსის პანდემიის ფონზე ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში ცხოვრება გაჩერდა, შვედეთში კი მაღაზიები, სკოლები და რესტორნები კვლავ ღიაა და კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. Deutsche...


მსგავსი სიახლეები

up