ვახტანგ მეგრელიშვილი - როგორც კი 38 დეპუტატი დატოვებს მანდატს, ანუ არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი, „გირჩის“ მინიმუმ 3 დეპუტატი დავწერთ განცხადებას

ვახტანგ მეგრელიშვილი - როგორც კი 38 დეპუტატი დატოვებს მანდატს, ანუ არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი, „გირჩის“ მინიმუმ 3 დეპუტატი დავწერთ განცხადებას

access_time2020-12-14 12:29:58

როგორც კი 38 დეპუტატი დატოვებს თავის მანდატს ანუ არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი დღევანდელ პარლამენტში, „გირჩის“ მინიმუმ 3 დეპუტატი დავწერთ განცხადებას პარლამენტის დატოვების შესახებ,- აღნიშული განცხადება მედიაცენტრ „მთავარში“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებულმა განცხადებამ „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებასთან დაკავშირებით, შექმნა ისეთი რეალობა, რომ მოლაპარაკებები შეიძლება საერთოდ არ გაგრძელდეს. თუმცა მეგრელიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ის გაგრძელდება, კითხვის ისმის შემდეგნაირად -არის თუ არა შანსი, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად ქვეყანამ მიიღოს უფრო მნიშვნელოვანი შედეგი, ვიდრე ეს ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირებაა.

„მაგიდაზე დევს, უხეშად რომ ვთქვათ, 4 წინადადება. ერთ წინადადება არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომელთან დაკავშირებითც არ არსებობს განსხვავებული აზრი, შესაბამისად, პოლიტპატიმრებზე მოლაპარაკება გრძელდება, მთელი ოპოზიცია არის ერთიანი. მეორე საკითხი არის ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი. ეს საკითხი უმრავლესობისთვის არის მთავარი საკითხი, გარდა „გირჩისა“. „გირჩი“ ამ მოლაპარაკებებში როდესაც ჩავერთეთ, ვთქვით, რომ ეს საკითხი შესაძლებელია გაიცვალოს სხვა მნიშვნელოვან საკითხში. მესამე საკითხი, რომელიც დევს მაგიდაზე, ეს არის, როგორ არ უნდა მოიპარონ შემდგომში არჩევნები ანუ როგორ უნდა გამოსწორდეს ცესკო ისე, რომ მისი ნდობა იყოს შესაძლებელი. მეოთხე საკითხი არის პროპორციული არჩევნები ყველა დონეზე და ყოველთვის, როგორც ადგილობრივ, ისე საპარლამენტო. ეს საკითხი, ჩვენ ყოველთვის წარმოგვედგინა, რომ იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მეორე საკითხი, რომელიც ეხებოდა ვადამდელ არჩევნებსა და პლებისციტს. საქმე ის არის, რომ მეოთხე საკითხთან მიმართებით, წინადადება არის არასრულფასოვანი ანუ ბოლომდე ისეთი არ არის, რომელსაც ყველა აღფრთოვანებით შევხვდებოდით, ამ წინადადების მიხედვით, ბარიერი კვლავ იარსებებს 3%-იანი, ხოლო შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნები უფრო პროპორციული გახდება, 40/10 -ზე სქემაა შემოთავაზებული თბილისის საკრებულოში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მივიღებდით სრულად პროპორციულ არჩევნებს, გამოვიდოდით და ღიად ვიტყოდით, რომ პროპორციული არჩევნების დადება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის გაუგებარი პლებისციტი ან ასეთ კრიზისულ ვითარებაში ახალი არჩევნების ჩატარება,“- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.


IPN.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up