ვახტანგ მახარობლიშვილი: „სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მის სიმტკიცეს

ვახტანგ მახარობლიშვილი: „სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მის სიმტკიცეს"

access_time2020-11-17 12:30:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები მთავრობის უმაღლეს პირებთან გაიმართება. ამის შესახებ „კომერსანტს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.



„დღეს ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართება უმაღლეს დონეზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც,“- განმარტა მახარობლიშვილმა.



მისივე თქმით, შეხვედრებისას, მხარეები განიხილავენ საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ სფეროებს, ისეთებს, როგორიცაა უსაფრთხოება და თავდაცვა, ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობა, ხალხთაშორისიკონტაქტები და განათლება და დემოკრატიული განვითარება, ჯანდაცვა.



„მხარეები ისაუბრებენ საქართველოში და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების სიტუაციასთან დაკავშირებით და ორ ქვეყანას შორის ამ კონტექსტში თანამშრომლობის განმტკიცების და განვითარების შესაძლებლობებსა და მიმართულებებზე.




ვიზიტის ფარგლებში ქართულ მხარეს შესაძლებლობა მიეცემა ბატონ პომპეოს მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით.



სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტი რა თქმა უნდა ხაზს უსვამს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მის სიმტკიცეს. ეს ვიზიტი ასევე ხაზს უსვამს აშშ-ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, ისვე როგორც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას,“ - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.



ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა დაგეგმილი ვიზიტის პანდემიის პირობებში განხორციელების მნიშვნელობასაც.



„ნიშანდობლივია, რომ ვიზიტი ხორციელდება გლობალური პანდემიის პირობებში. საქართველო მადლიერია იმ მხარდაჭერის, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გასწია და უწევს ჩვენს ქვეყანას პანდემიის დაძლევის და გამკლავებისპროცესში. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა დაგეგმილი ღონისძიება ვიზიტის ფარგლებში ხორციელდება პანდემიით გათვალისწინებული უსაფრთხოების შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.“ - განაცხადა მახარობლიშვილმა.







დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-22 21:00:57
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი: 1.თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა მარტიდან იგეგმება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში...

“დღეს ფაქტობრივად შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

“დღეს ფაქტობრივად  შიმშილისთვის გაგვწირეს“ - მთის კურორტების სასტუმროები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
access_time2021-01-22 16:00:04
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  თითქოს როგორც ინდიელები ჰყავდათ რეზერვაციაში, ასე ვართ  მოქცეული, ოღონდ  იქ  ყველანაირად სოციალურად უზრუნველყოფილები იყვნენ. დღეს  ფაქტობრივად  გაგვწირეს  შიმშილისთვის,...

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი

„ახლა ხომ შეიძლებოდა, დაეკეტათ მოლები და გაეხსნათ ბაზრობები“ - ლილო მოლი
access_time2021-01-22 17:00:04
„ლილო მოლის“ პრეზიდენტი ლევან გაგუა „ბიზნესპარტნიორთან“ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათთვის 15 თებერვლამდე გახსნის გადავადება მოულოდნელი იყო. როგორც გაგუა განმარტავს, სავაჭრო სივრცეში, რითეილში ეს მდგომარეობა 2 თვეზე მეტია გრძელდება, საუბარია, ბაზრობების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაზე. „მძიმე ვითარებაა. რითეილის სფეროში გარკვეულ კატეგორიას ეძლევა უკვე მეორედ გახნის, არსებობის საშუალება,...

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე

საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეკოლოგიური ვითარების გასაუმჯობესებლად - შავლეგ მიშველაძე
access_time2021-01-22 13:20:14
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი, საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის მოქმედ ხარისხობრივ ნორმებში საკონტროლო კომპონენტების დამატების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.„ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული, გონივრული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან. უკანასკნელ პერიოდში, ხელისუფლების მიერ ნავთობპროდუქტების სექტორში ინიცირებული და განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები უდაოდ არის...

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია

ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ - რესტორატორთა ასოციაცია
access_time2021-01-22 15:10:00
1-ლი მარტიდან გახსნას აზრი აღარ ექნება, რადგან ბიზნესი ამ დროს უკვე აღარ იარსებებს - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს მოქმედებები აბსოლუტურად ალოგიკურია. ,,ეს საკოორდინაციო კი არა, მავნებლების საბჭოა, რომელიც ადგენს მარცხნივ უფრო უკეთ გადაიჩეხება ეს ქვეყანა, თუ მარჯვნივ. დღეს გაირკვა, რომ ამაზე მსჯელობენ და დღეიდან ეს ჩემთვის მავნებლების საბჭოა და მხოლოდ ასე...


მსგავსი სიახლეები

up