ვახტანგ ლემონჯავა: ყველაზე მთავარია კვალიფიციური კადრები და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ვახტანგ ლემონჯავა: ყველაზე მთავარია კვალიფიციური კადრები და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

access_time2016-03-14 09:37:14

ჯანდაცვის სამინისტროსა და გლობალური ალიანსის სოციალური ინიციატივა „რა გაწუხებთ?“ კამპანიისა და ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ ვესაუბრეთ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - რეგიონების“ წევრს, ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატს ვახტანგ ლემონჯავას

 

მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს სოციალურ ინიციატივას  „რა გაწუხებთ?“, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის აზრის გამოკითხვას და მათი საჭიროებების და პრობლემების გამოვლენას ჯანდაცვის მიმართულებით, რასაც შემდგომში, სავარაუდოდ, გაითვალისწინებენ პროგრამების და რეფორმების შემუშავებისას. როგორ შეაფასებთ სამინისტროს ამ ნაბიჯს?

 

ზოგადად, ეს მიდგომა ცუდი არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტროში ბევრი პრობლემა დაგროვდა საბიუჯეტო სახსრების გადახარჯვასთან დაკავშირებით. პროგრამები, რომლებიც საბიუჯეტო წლის დასაწყისში აისახება, წლის მეორე ნახევარში კორექტირებას საჭიროებენ ხოლმე, რადგან ხშირად არასწორად ხდება  ამა თუ იმ პროგრამის ხარჯვითი ნაწილის გადაანგარიშება. ჩემი აზრით, ინოვაციური მიდგომა კარგია მოსახლეობის სამედიცინო კუთხით უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მაგრამ ეს ყველაფერი ბიუჯეტში უნდა აისახოს სწორად და პრიორიტეტები უნდა იყოს ისე განსაზღვრული, რომ ადამიანების სამედიცინო მომსახურების ხარისხი იყოს უფრო მაღალი.

 

ეს ინიციატივა არ დაეხმარება სამინისტროს პრიორიტეტების და სტრატეგიის სწორად დასახვაში? მათ უკვე პირველი წყაროსგან - მოსახლეობისაგან ეცოდინებათ, თუ რა სურთ და რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს თანხა.

 

ბოლო პერიოდში ძალიან სწორი ნაბიჯი იყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და ის ღონისძიებები, რაც გატარდა ამ თემასთან დაკავშირებით. „ქართულმა ოცნებამ“ რამე თუ გააკეთა ამ ქვეყანაში, ერთ-ერთი არის ეს, უსერიოზულესი პროექტი. ამ კუთხით, წინასწარ დიაგნოსტირების და პრევენციის თვასაზრისით, მნიშვნელოვანია ადამიანების წუხილის, მოთხოვნილებების და პრობლემატიკის ანალიზი და ეს პრინციპში არის სწორი. 

 


როგორც ცნობილია, „რა გაწუხებთ?“ გამოკითხვა მიმდინარეობს ონლაინ და ასევე, უკვე დასრულდა გამოკითხვის ეტაპი, რომელიც ტარდებოდა რეგიონულ ცენტრებში. მიღებული შედეგებით გამოიკვეთა პრობლემები, როგორიცაა პირველადი ჯანდაცვა, მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და ექიმების ანაზღაურება. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურად აისახა დღეს არსებული პრობლემები ამ შედეგებით? 

 

პირველად ჯანდაცვაში, ასე თუ ისე, რაღაც კეთდება. გარკვეული ნაბიჯები არის ამ მიმართულებით გადადგმული. ექიმების ანაზღაურება საქართველოში სამარცხვინოა. მათი შრომა არ არის დაფასებული. კვალიფიკაციის მიხედვით ადამიანებს არ ექმნებათ ისეთი ცხოვრების პირობები, რომ კვალიფიკაციის თუ პროფესიული ზრდის სურვილი იყოს მოტივირებული მუდმივად. ანუ, ექიმების ხელფასი ძალიან დაბალია. რაც შეეხება მედიკამენტებს, ფარმაცევტული ბაზარი საერთოდ ცალკე თემაა და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი მოქალაქეებისთვის, რადგან, მოგეხსენებათ, ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა მონოპოლიების წინააღმდეგ კარდინალური ბრძოლის ლოზუნგით, მაგრამ, სამწუხაროდ ვხედავთ, რომ არათუ გაიაფდა მედიკამენტები, არამედ დაახლოებით 30-50%-ით გაიზარდა პრეპარატებზე ფასი და ადამიანებისათვის ხელმიუწვდომელი აღმოჩნდა ძირითადი, პირველადი მოხმარების მედიკამენტები და ძალიან ბევრი ქრონიკური ავადმყოფი თავის მწირ შემოსავალს მთლიანად წამლების შესაძენად ხარჯავს. ეს საკითხი საჭიროებს რადიკალურ მიდგომას და ისეთ ცვლილებებს ჯანდაცვის სისტემაში, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს მათთვის აუცილებელი წამლების ხელმისაწვდომობა გახდეს რეალური. 

 

პირველად ჯანდაცვაზე გკითხავთ, რადგან ეს არის რგოლი, რომლის გამართულად მუშაობის შემთხვევაში, სახელმწიფოს ხარჯები მკვეთრად დაეზოგება. თქვენ ახსენეთ ბიუჯეტის გადახარჯვა. პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობას რომ გავუსვათ ხაზი იგივე ხარჯთეფექტურობის კუთხით, რომ თუ დღეს პირველად ჯანდაცვაში მეტ თანხას ჩავდებთ, რასაც აპირებს კიდეც ჯანდაცვის სამინისტრო და გეგმავს პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას, ეს თანხა უკან დაუბრუნდება სახელმწიფოს ხუთი ან ათი წლის შემდეგ. 

 

ამ რეფორმის კუთხით, ამოღებულ უნდა იქნას მუნიციპალური ჯანდაცვის ცენტრები და უნდა მოხდეს რეგიონალური, უფრო მაღალსპეციალიზირებული ცენტრების შექმნა და მაღალი კვალიფიკაციის სამკურნალო დაწესებულებებზე იქნას ორიენტირებული ადამიანების სამედიცინო მომსახურება. ეს მტკივნეული პროცესია ზოგადად, რადგან არამარტო ჯანდაცვის სისტემაზე, არამედ ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ამ პროცესისთვის საჭიროა ქვეყნის ინფრასტრუქტურული მოწყობის მაღალი დონე, პირველადი ჯანდაცვის კერებში კვალიფიციური სპეციალისტების არსებობა, რომლებიც პაციენტების სწორად კლასიფიკაციას მოახდენენ და სწორ მიმართულებას მისცემენ, განსაზღვრავენ ზუსტად რა სახის გამოკლვევები სჭირდება მათ. ძალიან ხშირადაა, რომ საყოველთაო დაზღვევის პირობებში, პაციენტებს უკეთდებათ გაცილებით უფრო მეტი სახელმწიფო ასიგნებების ხარჯზე, ვიდრე ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევას ეკუთვნის.  ზუსტად ასეთ მიდგომები იწვევს ხშირად საბიუჯეტო სახსრების გადახარჯვას და, შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემაში მატერიალური რესურსების არასაკმარისობას. აქედან გამომდინარე, ეს იწვევს ძალიან ბევრ სხვა პრობლემას, ზოგიერთი პროგრამიდან თანხის გადათამაშებას, ერთიდან ამოღებას, მეორეში დამატებას. ამიტომ, ორგანიზაციულად მკაცრად უნდა იყოს ყველა რგოლის მოთხოვნა-დაფინანსება განსაზღვრული ისე, რომ ეს უნდა იყოს საკმარისიც, ადეკვატურიც და მოქალაქე უნდა ღებულობდეს საჭირო დახმარებას. 

თქვენი აზრით, მიდგომა უნდა იყოს სისტემური და კომპლექსურად უნდა მოხდეს მუშაობა და არა ერთი კონკრეტული მიმართულებით...

 

რა თქმა უნდა, კომპლექსური მიდგომაა საჭირო და საჭიროა ძალიან ბევრი კვალიფიციური ადამიანი, რომელსაც დარგში მუშაობის გამოცდილება აქვს, მუდმივად იმაღლებს კვალიფიკაციას, ეცნობა უცხოურ პრაქტიკას და წარმოდგენა აქვს, თუ რას აკეთებს. ძალიან ხშირად, მოქალაქე მსხვერპლი ხდება კერძო, მერკანტილური ინტერესები ადამიანებისა, რომლებიც ამ სფეროში არიან დასაქმებულები და რომლებიც ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ფინანსები მიიზიდონ თავის კლინიკებში. ამის შედეგია ის, რომ კოლოსალურად იზრდება ხარჯები, თუმცა შედეგი იმდენად ეფექტური არ არის ხოლმე. ]


რადგან საუბარი დავიწყეთ „რა გაწუხებთ?“ ინიციატივის შეფასებით, თქვენ რა გაწუხებთ და რის მოგვარებას ისურვებდით ჯანდაცვის სფეროში?

 

პირადი გამოცდილებით გიპასუხებთ. თავადაც ექიმი გახლავართ. ჩემი შვილი სწავლობდა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საიდანაც გადავიდა კერძო სასწავლებელში, რომელიც გაცილებით უფრო ძვირი ღირს, მაგრამ მე ვხედავ, რომ იქ ცოდნის მიღება გაცილებით მაღალხარისხიანია, ვიდრე სახელმწიფო დაწესებულებაში, რომელიც ათეულობით წლის წინანდელი ტრადიციებით აგრძელებს სასწავლო პროცესს. სწორედ ამ საკითხიდან გამოვალ და ვიტყვი, რომ ყველაზე მთავარი არის კვალიფიციური კადრები და გამართული, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ეს ორი თემა არის ის, რაც გადაწყვეტს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების პრობლემას საქართველოში. 




მაჟორიტარი დეპუტატები NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია

მაჟორიტარი დეპუტატები  NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ  ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია
access_time2019-09-17 19:00:57
გამოკითხულთა 49 % ფიქრობს,  რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 63% ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია; 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას უმთავრესად მთავრობას აკისრებს. 54% ამბობს, რომ გასულ წელს მკურნალობა გადადო, რადგან ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. 48% -ის თქმით,...

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს
access_time2019-09-17 17:00:35
„ომეგა ჯგუფი“ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ომეგა ჯგუფის” განმარტებით, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ 2016 წლის 21 და 22 აპრილს ადგილი არ ჰქონია „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების კუთვნილი 4 მილიონი ლარის “თიბისი ბანკიდან” უკანონოდ გაცემას, რასაც შედეგად მოჰყვა აღნიშნული თანხის გამოძალვა, სინამდვილეს არ შეესაბამება და აღნიშნული თანხა არასამუშაო საათებში, საბანკო...

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ
access_time2019-09-17 18:00:54
ოსი ავტომფლობელები, რომლებსაც ავტომობილები ჰყავთ ე.წ. „სამრეთ ოსეთის“ ნომრებით, უკვე რამდენიმე დღეა რუსეთში ავტომობილების დროებით შემოყვანის ახალ წესებს აპროტესტებენ. რადენიმე აქცია უკვე ჩატარდა სასაზღვრო პუნქტ ზარამაგთან და ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს ოფისთან. რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, ჩრდილოეთ ოსებმა მოიფიქრეს ქვეყანაში მოქმედი ავტომობილების განბაჟების უკიდურესად მაღალი განაკვეთის თავიდან არიდების სქემა - კერძოდ, ისინი...

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება
access_time2019-09-17 16:00:04
მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება აუცილებელი და გარდაუვალი იყო, – ამის შესახებ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა. ნადარაიას შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება 50 პროცენტიან ეფექტურ საპროცენტო ლიმიტს, რადგან განსაკუთრებით არასაბანკო სექტორში, ამან პრობლემური სესხების წილი გაზარდა. „შესაბამისად, ეს გამკაცრება ვფიქრობ, აუცილებელი იყო და ეს საერთო აზრია. გამოიწვია თუ არა ამან საცალო...

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს
access_time2019-09-17 20:00:45
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო-სომხეთის საზღვრის დამდგენმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი (ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი) და მის ირგვლივ მდებარე არპის ნაციონალური ტყე-პარკი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურად 1 სექტემბრიდან აღმოჩნდა. ინფორმაციას სოციალური ქსელების მომხმარებლების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებული ინფორაცია ან ოფიციალური დოკუმენტი არ...


მსგავსი სიახლეები

up