ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

access_time2021-06-12 12:00:02

„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს.

კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე ტალღას გვერდს სრულად ვერ ავუვლით და იმის შანსი, რომ შემოდგომა მშვიდი გვქონდეს, ცოტაა. იგი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კოვაქს-პლატფორმისთვის 80 მილიონ დოზა ვაქცინას შეიძენს და ამ მარაგის ნაწილს საქართველო მიიღებს. ვახტანგ კალოიანი „კომენდანტის საათის“ შემცირებას  კომიკურს უწოდებს და  ფიქრობს, რომ საქართველოს არათანაბარი რეგულაციები აქვს და მკაცრი ლოქდაუნიდან  სრულ დერეგულაციაზე გადადის.

„ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელი ქვეყანაში ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ მდგომარეობასაც აფასებს და ამბობს, რომ ვერც საკოორდინაციო საბჭომ და ვერც კლინიკურმა ჯგუფმა თავი ვერ გაართვეს იმას, რომ ერთხელ მაინც გაეკეთებინათ ჰოსპიტალურ სექტორში არსებული სიტუაციის ანალიზი. კალოიანი ფიქრობს,  ჩვენ დღეში 17-30 გარდაცვლილს მივეჩვიეთ და  ხელისუფლება ამ მძიმე სტატისტიკას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით და არა საკუთარი ქმედებების ხარვეზებით ხსნის.

„გვაიმედებენ, რომ ინდეოეთზე უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, თუმცა არ გვეუბნებიან, ამ გარდაცვალებებიდან რამდენი იყო თავიდან აცილებადი, რის გაკეთება შეგვეძლო უკეთესად,“ – ამბობს ვახტანგ  კალოიანი.

მისი თქმით, საქართველომ ვერ  მიაღწია იმას, რომ  პაციენტების გარდაცვალების მიზეზების შესახებ სრული და ტექნიკური, პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი ანალიზი დაიდოს, იგი იმასაც ამბობს, რომ კლინიკური ჯგუფი მონაწილეობს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში, იცავს ბიუროკრატიას, იმას კი კი, რაც მისი მოვალეობაა – ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარების სრული, პირუთვნელი ტექნიკური შეფასება – არ ასრულებს. ვახტანგ კალოიანის განცხადებით,  უნდა არსებობდეს ციფრებით დატვირთული „რაპორტი“, სადაც დეტალურად იქნება გაშლილი პაციენტების ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მიზეზები, კლინიკაში დაყოვნების დრო, ამის მაგივრად კი დაავადებათა კონტროლის ცენტრი მხოლოდ მშრალ სტატისტიკას გვთავაზობს, რაც, მისივე შეფასებით, დაგვიანებულია და „უკან მიდევნებულ ლამპარს“ გავს.


კალოიანს ასევე მიაჩნია,რომ იმუნიზაციის კუთხით და ასევე ჰოსპიტალურ სექტორში გამოწვევები ისევ რჩება. ამასთან, ჰოსპიტალურ სექტორში ინფრასტრუქტურის მიმართულებით მცირე წინსვლაა – მაგალითად, თითქმის ერთი წელი ისე გავიდა, რომ ქვეყანას არ ჰქონდა მაღალნაკადური ჟანგბადის აპარატები და მხოლოდ სამედიცინო საზოგადოების ზეწოლით გახდა იძულებული ჯანდაცვის სამინისტრო, შეეძინა ეს აპარატურა. ამის მიუხედავად, კალოიანის თქმით, დღეს გამოწვევებია პრეპარატების კუთხით, მათ შორის ერთერთ ყველაზე ეფექტიან მედიკემენტად ის ტოცილიზუბამს ასახელებს, თუმცა, მისივე განცხადებით, მასზე ხელმისაწვდომობა დაბალია.

„გვაქვს აპლიკაციები, რომლებიც აღარ მუშაობს და რომლებიც ასიათასობით ლარი დაჯდა. თუმცა არ გვაქვს ტექნოკრატიული დოკუმენტი, რომელიც შეაფასებდა ჩვენს მართვას, სიტუაციას კლინიკურ სექტორში. სანამ ეს არ გვექნება, ვივლით ხელების ცეცებით და კონკრეტული ექიმების და ექთნების გმირობის ზღვარგადასული დატვირთვის ფასად შენარჩუნებული შედეგების ხარჯზე,“ – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს არ გაუმართავს არცერთი ტრენინგი რეანიმატოლოგებისთვის და ამ მხრივ მხოლოდ პროფესიული ასოციაციები აქტიურობენ.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up