საქართველოში ვადაგასული ვაქცინა არ გვაქვს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ და ოპოზიციის ნაწილის მიერ შეთანხმებულმა საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბათუმში, ვახტანგ კალოიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც კალოიანი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ვაქცინებთან დაკავშირებით ინფორმაცია გადამოწმდეს.
„ჩვენ დღეს ვადიანი ვაქცინები გვაქვს, ეს არის მთავარი. საქართველოში არ გვაქვს ვადაგასული ვაქცინა. კარგი იქნება, თუ ინფორმაციას ერთმანეთთან გადაამოწმებენ და ისედაც დაძაბულ მოსახლეობას კიდევ უფრო არ აურევენ თავგზას.
ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც აქ ვხედავ. შეიძლება განსხვავებული პოზიციები გვქონდეს, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტულ ტექნიკურ საკითხზე უნდა იყოს ერთი”,- განაცხადა კალოიანმა.
ipn.ge