ვახტანგ გომელაური: „საქართველოში კიბერუსაფრთხოების ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“

ვახტანგ გომელაური: „საქართველოში კიბერუსაფრთხოების ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“

access_time2020-09-25 14:20:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში იმართება. ამის შესახებ „კომერსანტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.



„მინდა დასაწყისშივე აღვნიშნო, რომ საქართველოში კიბერუსაფრთხოების ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა და მისი გაცხადებული მიზანი - გახდეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი, ეროვნული უსაფრთხოების ჭრილში, ქვეყნისთვის ქმნის განსაკუთრებულ რისკებსა და გამოწვევებს; პრაქტიკული გადმოსახედიდან რომ შევაფასოთ, დღეს ჩვენი სახელმწიფო არის პოლიტიკურად მოტივირებული კიბერშეტევების, დეზინფორმაციის, პროპაგანდისა და კიბერჯაშუშობის აქტიური სამიზნე. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ „ შავი ზღვის ფართო რეგიონის” ქვეყნებისთვის დამახასიათებელი საერთო გამოწვევები კიბერსივრცეში უაღრესად აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი ხდება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის; ჩვენ ვხედავთ და ვათვითცნობიერებთ, კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, რომლებიც მეტწილად გარე აქტორების შედეგია. ამიტომ, დღევანდელი ფორუმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ აღნიშნული მიმართულებით გარკვეული პოლიტიკური ვალდებულებების აღება და მათი შესრულების უზრუნველყოფაა, რასაც უსაფრთხოების პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანოს მდივნის რანგში მკაფიოდ მივესალმები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.



ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ასევე, აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია ის ღონისძიებები, რომელთაც კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტი შეიცავს.




ფორუმის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართეს მთავრობის წევრებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა.



კიბერუსაფრთხოების ფორუმის ძირითადი მიზანია ეროვნული კიბერუსაფრთხოების გარემოს წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი გეგმის შემუშავება.



ფორუმი ყოველწლიური გახდება და იგი კიბერსივრცეში საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებით იდეების გაზიარების პლატფორმის ფუნქციას შეასრულებს.



ღონისძიებას საქართველოს შესაბამისი უწყებების, დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები დაესწრნენ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up