ვახტანგ გომელაური: კრიმინალის შესახებ არის წინა წლების ციფრებიც, უფრო მეტი დანაშაული ხდებოდა მაშინ, როდესაც სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა ციხეში

ვახტანგ გომელაური: კრიმინალის შესახებ არის წინა წლების ციფრებიც, უფრო მეტი დანაშაული ხდებოდა მაშინ, როდესაც სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა ციხეში

access_time2020-09-25 21:30:00

შინაგან საქმეთა მინისტრმა კიბერუსაფრთხოების ფორუმის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის შესახებ უპასუხა. ამის შესახებ  „კომერსანტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.


ვახტანგ გომალაურმა აღნიშნა, რომ არჩევნებია და ოპონენტები კრიმინალის მატების შესახებ ინტერპრეტირებენ, რადგან წარმოჩინდეს რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა. მაგრამ არსებობს წინა წლების სტატისტიკაც, მაშინ როცა ციხეში სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა უფრო მეტი დანაშაული ხდებოდა.



„კრიმინალზე ძალიან ბევრჯერ მაქვს კომენტარი გაკეთებული. სამწუხაროდ ხდება ინტერპრეტაციები ჩემი განცხადებების. ძალიან მარტივია, არსებობს ჩვენი ვებ-გვერდი სადაც არის ოფიციალური ციფრები, სადაც დევს არა მარტო ამ წლების,სხვა წინა წლების მონაცემებიც. როდესაც პოლიტიკოსები და ჟურნალისტები საუბრობენ, რომ კრიმინალმა მოიმატა და დაიქცა ქვეყანა, შევიდნენ და ნახონ ძველი ციფრები. ეს ციფრები ჩვენი მოგონილი არ არის და 2007-ში 2008-ში წელს ამ ციფრებს ჩვენ ვერ დავწერდით. ნახავთ თუ რამხელა სხვაობაა თუნდაც წინა წლებში, სულ კლებადი ვერ იქნება. ხანდახან იკლებს, ხან იმატებს. არ მიყვარს ხოლმე ძველის გახსენება ძველ მთავრობაში და ამ მთავრობაში, მაგრამ იძულებული ვარ ხაზი გავუსვა. ელემენტარულად, ციხეებში იჯდა 24 000 – 25 000 ადამიანი. დღეს ზის 9 000-მდე პატიმარიც არ არის. როცა ხდებოდა 300 ერთეული დანაშაული, დღეს ხდება 100 ერთეული. ანუ სამჯერ მეტი ხდებოდა მაშინ, როდესაც სამჯერ მეტი იჯდა ციხეში ადამიანი. კიდევ ვიმეორებ, არის საიტზე ციფრები, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, არ სჭირდება ამას იურიდიული განათლება და ეკონომიკური განათლება და ა.შ. იყო 300, დღეს არის 100, ვთქვათ, პირობითად ვიძახი ამ ციფრებს.




მესმის, რომ არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა, დაიქცა ქვეყანა და მით უმეტეს გაშუქებაც გააქტიურებულია, კრიმინალი ხდებოდა და ახლაც ხდება,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up