ვახტანგ გომელაური: დაცული საზღვრები ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია, მომდევნო 10 წელში სრულად განახლდება ყველა სასაზღვრო სექტორი, გაძლიერდება სასაზღვრო ავიაცია და სანაპირო დაცვის ფლოტი

ვახტანგ გომელაური: დაცული საზღვრები ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია, მომდევნო 10 წელში სრულად განახლდება ყველა სასაზღვრო სექტორი, გაძლიერდება სასაზღვრო ავიაცია და სანაპირო დაცვის ფლოტი

access_time2021-08-02 16:30:00

შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.


ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 10-წლიან გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასაზღვრო პოლიციის რეფორმირებასა და შესაძლებლობების გაზრდას, რისთვისაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება.



„შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვრის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა. დაცული საზღვრები ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტია. შესაბამისად, 10-წლიან გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასაზღვრო პოლიციის რეფორმირებასა და შესაძლებლობების გაზრდას. ბოლო წლების განმავლობაში აშენდა სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 25 სასაზღვრო სექტორი.



სასაზღვრო ოპერაციების ელექტრონული დაკვირვების სისტემა მოეწყო 9 სექტორის დასაცავ მონაკვეთზე.



აშენდა და აღიჭურვა გემთსარემონტო სახელოსნო ფოთში, რამაც შესაძლებელი გახადა ხომალდების სარემონტო სამუშაოების ადგილზე ჩატარება.
აშენდა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC). უწყებათშორისი ცენტრი აერთიანებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, რომლებსაც კოორდინაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო უწევს.




აშენდა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის ბაზირების სადგური - მცირე ზომის ნავმისადგომი. სრულიად განახლდა სანაპირო დაცვის რადიო-საკომუნიკაციო სისტემები.



სანაპირო დაცვის დეპარტამენტს გადაეცა „აილენდის“ კლასის 2 სადარაჯო ამერიკული ხომალდი. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ორი ჯგუფი და ორი მცურავი საშუალება ნატოს ოპერაციული კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში ჩაერთო.



10-წლიან გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასაზღვრო პოლიციის რეფორმირებასა და შესაძლებლობების გაზრდას, რისთვისაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება. კერძოდ: სრულად განახლდება ყველა სასაზღვრო სექტორი, სახელმწიფო საზღვარი სრულად აღიჭურვება საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, გაძლიერდება სანაპირო დაცვის ფლოტი.



სასაზღვრო პოლიციის სარგებლობაში არსებულ ყველა ვერტმფრენს ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. იგეგმება სასაზღვრო პოლიციისთვის 2 ახალი შვეულმფრენის შეძენა.



საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მართვის განახლებული სტრატეგიის ფარგლებში, საზღვრის მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, 2021-2030 წლებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საზღვარზე რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვა-განვითარებას. სასაზღვრო-გამტარი პუნქტების სრული შემადგენლობა აღიჭურვა ახალი ტიპის ვიდეოკამერებით, სპეციალური საპოლიციო საშუალებებით. სასაზღვრო-გამტარი პუნქტები აღიჭურვა ინსპექტირების თანამედროვე დანადგარებით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.







დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up