ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე - ოპერატიული სამსახური მუშაობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაკავოთ

ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე - ოპერატიული სამსახური მუშაობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაკავოთ

access_time2021-02-21 20:30:43

არ ვიცი ბატონო ალეკო რამდენად ერკვევით ანტიტერორისტული ოპერაციების ჩატარებაში, კარგად ჩატარდა თუ ცუდად, ასე რომ აფასებთ. მერწმუნეთ, მე ამაში ძალიან კარგად ვერკვევი. ძალიან ბევრჯერ ავხსენი, რომ ეს არ იყო ჩავარდნილი ოპერაცია, ჩავარდნილი შეიძლება არის საქმე გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებული არ არის. თავად ოპერაცია იყო ძალიან კარგად, მაღალ დონეზე ჩატარებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმაგაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „საქართველოს ბანკის“ ძარცვასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპერაციის დღეს ამაყი წამოვიდა, რადგანაც შემთხვევის შემდეგ არავინ დაშავებულა.

,,მე თავად მაქვს ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობა და კარგად ვიცი ეს საქმე. ამერიკაში ვიყავი სწავლებაზე, გავლილი მაქვს 3 - თვიანი ანტიტერორისტული კურსები. საშიში იყო, რომ იქ ადამიანები დაღუპულიყვნენ. მე ნამდვილად ამაყი წამოვედი იქიდან და არა ის, რომ ნამუსი მაწუხებს, როდესაც აქ ვზივარ ესებუას თემიდან გამომდინარე და კიდევ მინისტრი უნდა ვიყო. პირიქით, ნამდვილად ამაყი ვარ, რომ არცერთი ადამიანი დაშავდა. თუმცა, დაკავებული რომ არ არის ეს მეორე საკითხია. ოპერატიული სამსახური მუშაობს იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაკავოთ“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური ქობულეთში 14 წლის გოგონას გარდაცვალებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, აღნიშნულ საკითხზე პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანმა უნდა აიღოს.


,,14 წლის გოგონას თვითმკვლელობა უმძიმესი საკითხია, კიდევ ერთხელ მინდა მაღალი ტრიბუნიდან ოჯახს მივუსამძიმრო. პასუხისმგებლობას ვიღებ მეც და ყველა ჩვენგანმა უნდა ავიღოთ. ეს არ არის პირველი შემთხვევა და არის დიდი პრობლემა საზოგადოებაში, ამას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერაფერს ვერ უზამს. ვმუშაობთ პრევენციაზე, უამრავ რაღაცას ვაკეთებთ, თუმცა ამაში უნდა ჩაერთოს მთელი საზოგადოება. შეგვიძლია ავიღოთ პასუხისმგებლობები, თუმცა ამაზე ძალიან ბევრია სამუშაო. ეს ყველამ, მათ შორის ოჯახმაც უნდა აიღოს საკუთარ თავზე. ეს პრობლემა მსოფლიოშიც არსებობს და საქართველოშიც არის ძალიან ბევრი სამუშაო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...

ქარბოქს პლუსი - სასაჩუქრე ნაკრები ყველა ავტომფლობელისთვის

ქარბოქს პლუსი - სასაჩუქრე ნაკრები ყველა ავტომფლობელისთვის
access_time2021-04-14 16:15:46
 სასაჩუქრე ნაკრები ქარბოქს პლუსი უკვე ყველა ავტომფლობელისთვის არის ხელმისაწვდომი! კომპანია გრინვეისა და სოკარის მიერ შექმნილი სასაჩუქრე ნაკრები მძღოლებისთვის სასურველ და აუცილებელ ვაუჩერებსა და ფასდაკლებებს შეიცავს. ქარბოქს პლუსი გადაეცემათ ნებისმიერ ავტომობილის მფლობელებს, რომლებიც ტექდათვალიერებას გრინვეიში გაივლიან. ნაკრებში არსებული  საჩუქრების გამოყენება კი 2021 წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი. სასაჩუქრე...


მსგავსი სიახლეები

up