ვახტანგ გომელაური: 112-ში დღეს ოპერატორების ოდენობა გასამმაგებულია

ვახტანგ გომელაური: 112-ში დღეს ოპერატორების ოდენობა გასამმაგებულია

access_time2020-12-04 17:14:40

ვახტანგ გომელაური: 112-ში დღეს ოპერატორების ოდენობა გასამმაგებულია, რაც იყო ჩვეულებრივ რეჟიმში, 24 რეჟიმში მუშაობენ და უახლოეს ერთ კვირაში უფრო მეტი ოპერატორი მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ვახტანგ გომელაურმა მედიის კითხვებს უპასუხა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე უფრო მეტი მოქალაქე რეკავს 112-ში, შესაბამისად 112-ში ოპერატორების რაოდენობა გასამაგებულია და იგეგმება მათი რიცხვის გაზრდა.

 


“დღეს გავეცანით, რა პრობლემებია 112-ის მიმართულებით. იცით, რომ ზარებზე მომლოდინე რეჟიმი გაიზარდა, სწრაფი ტესტების დაწყებიდან, ორი დღის წინ რაც დავიწყეთ სწრაფი ტესტები, უფრო მეტი მოქალაქე რეკავს და მოლოდინის რეჟიმი ავიდა 7 წუთზე, 5 წუთზე ან 6 წუთზე. არის შემთხვევები, როცა უფრო მეტია ოჯახის ექიმთან დაკავშირების ლოდინი.

 

რაც შეეხება რას ვაკეთებთ, გვინდა, რომ უფრო გავამარტივოთ. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, როგორც სასწრაფო-სამედიცინო მიმართულებით, ასევე ოჯახის ექიმის მიმართულებით. გვინდა, რომ დავამატოთ მეტი ოპერატორები. დღეს ოპერატორების ოდენობა დაახლებით გასამმაგებულია, რაც იყო ჩვეულებრივ რეჟიმში, გასამმაგებულ რეჟიმში მუშაობენ ოპერატორები. დღეს 300 ოპერატორი მუშაობს 24 საათის განმავლობაში თითქმის, 140-150 ოპერატორს კიდევ დავამატებთ უახლოეს ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში, რა თქმა უნდა, ეს ზარები შემცირდება და უფრო მეტი ოპერატორი მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up