ვახტანგ ძაბირაძე: დრო ოპოზიციაზე მუშაობს, მაგრამ თუ რადიკალური გზით წავა, დამარცხდება!

ვახტანგ ძაბირაძე: დრო ოპოზიციაზე მუშაობს, მაგრამ თუ რადიკალური გზით წავა, დამარცხდება!

access_time2018-12-06 21:00:36

“ისინი [ოპოზიციური პარტიები] ცდილობენ, რომ ხელისუფლება მიაყენონ კედელთან და დაიწყონ საპროტესტო ტალღის აგორებაც. თუ ისინი ააგორებენ საპროტესტო ტალღას იმდენად ძლიერად, რომ ხელისუფლება იძულებული გახდება დანიშნოს ეს არჩევნები, ის მას დანიშნავს”, – ამბობს საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

 

როგორც პოლიტოლოგი ამბობს, ახლა დრო ხელისუფლებაზე არ მუშაობს, ოპოზიციაზე მუშაობს, მაგრამ ოპოზიცია იმ შემთხვევაში გამოვა ამ ბრძოლიდან გამარჯვებული თუ სწორად იმუშავებს და შეცდომებს არ დაუშვებს.

 

“ორჯერ გვქონდა ასეთი სიტუაცია. 2001-2003 წლებში და 2007-2011 წლებში. მაშინაც ოპოზიცია ქუჩაში იყო და საპროტესტო აქციებს მართავდა. მართალია, რომ ორივე შემთხვევაში ეს ხელისუფლების შეცვლით დამთავრდა, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ხელისუფლება დათმობაზე არ წავიდა. არ მგონია, რომ ამჯერად წავიდეს. შეძლებს ოპოზიცია მეთოდური ბრძოლა ქუჩაში გადაიტანოს? – ამაზეა დამოკიდებული”, – ამბობს ძაბირაძე.

 


კითხვაზე, ხედავს ალბათობას, რომ პროცესები ქუჩაში გადავიდეს, სადაც ოპოზიციას ხალხის ფართო მხარდაჭერა ექნება? – პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

 

“ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. აქ მთავარია, რომ ოპოზიციამ არ დაუშვას შეცდომები. 2007 წლიდან მოყოლებული, სანამ ივანიშვილი გამოჩნდებოდა ოპოზიცია მუდმივად უშვებდა შეცდომებს. მისთვის არჩევნების მოგება ივანიშვილის გარეშეც არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ მუდმივად უშვებდა შეცდომებს.

 

ახლა თუ ოპოზიცია შეცდომებს დაუშვებს და ვა-ბანკზე წავა, იმ დროს როცა არც საზოგადოება, არც უმრავლესობა და არც არავინ არ არიან მზად იმისთვის, რომ აქ მომენტალურად განხორციელდეს ხელისუფლების ცვლილება – თუ ოპოზიცია რადიკალური გზით წავა, ის უბრალოდ დამარცხდება, ეგ იქნება და ეგ. თუ ოპოზიციას ეყოფა უნარი და ანალიზი გაუკეთოს სიტუაციას და ნელ-ნელა და მეთოდურად დაიწყებს ხელისუფლების შევიწროებას… დრო ახლა ხელისუფლებაზე არ მუშაობს, დრო ოპოზიციის სასარგებლოდ მუშაობს და არა ხელისუფლების. ხელისუფლებამ არჩევნები კი მოიგო, მაგრამ მას უამრავი ვალდებულება აქვს. ასე, რომ დრო ოპოზიციაზე მუშაობს და მას გამოყენება უნდა ნორმალურად”, – თქვა ვახტანგ ძაბირაძემ

 

წყარო: აიპრესი






ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
access_time2019-02-21 21:18:42
ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. შესაბამისი განცხადება გოგიჩაიშვილმა რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. “ყველაფერი ნათელია. მე დღეს უნდა დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის ფორმატში პარლამენტის ტრიბუნაზე ბოლო გამოსვლა მქონდა. ჩემთვის ზღვარი წაიშალა. მე ვშიშობდი, რომ ეს ზღვარი წაიშლებოდა. მორალური ზღვარი აღარ არსებობს. "ოცნებამ" დღეს დაკარგა მორალური უპირატესობა, ვინაიდან იმ ადამიანებს დაუჭირა მხარი, ვინც სააკაშვილს წლების განმავლობაში...

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე

ეროვნული ბანკის მორიგი განცხადება თიბისი ბანკზე
access_time2019-02-21 18:15:19
საქართველოს ეროვნული ბანკი მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება ფინანსური სექტორის სტაბილურობას. კომერციული ბანკების ზედამხედველობა საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება  თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე. ამასთანავე, თიბისი ბანკის...

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე

ირაკლი კოვზანაძე - „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია, პირველ რიგში, ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე
access_time2019-02-21 18:55:45
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კონფლიქტი ამოწურულია, „თიბისი ბანკმა“ უნდა გადაიხადოს ჯარიმა და ეს თემა არის დახურული. როგორც კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, „თიბისი ბანკის“ აქციონერების გადაწყვეტილება გამართლებულია,...

შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში

 შვიდი საუკეთესო ბურგერი თბილისში
access_time2019-02-22 11:00:28
ევროპაში და ამერიკაში დანერგილმა „კრაფტ ბურგერის“ კულტურამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც გადმოინაცვლა და დღეს ჩვენ ქვეყანაში  საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.   „კრაფტ ბურგერის“ სეგმენტში რომელი საბურგერეა დღეს ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი — ამ თემაზე „კომერსანტმა“ გამოკითხვა ჩაატარა....

ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ფედერაციამ 2018 წელს 36.5 მილიონი ლარი დახარჯა

ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ფედერაციამ 2018 წელს 36.5 მილიონი ლარი დახარჯა
access_time2019-02-21 18:02:31
ფეხბურთის განვითარების ფონდმა 2018 წლის ხარჯების ანგარიში გამოაქვეყნა. სულ ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ წარმოდგენილი დანახარჯების ჯამური რაოდენობა 36 592 997 ლარის ტოლია. ფეხბურთის ფედერაციის ფონდის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით ყველაზე მეტი დაფინანსება 2018 წელს მიიღეს: 1. “ტორპედო”ქუთაისი – 2 505 570 ლარი2. “საბურთალო” თბილისი – 2 463 000 ლარი3. “დინამო” თბილისი – 2 322 513 ლარი4. “ლოკომოტივი” თბილისი – 1 929 500 ლარი5....


მსგავსი სიახლეები

up