ვახტანგ ჭარაია - თუ ოპერატიულად დაგვჭირდა პროდუქტი, შესაძლოა, ყაზახეთიდან შემოვიტანოთ, უკრაინიდანაც სისტემატურად შემოდის ტვირთი და შესაძლებელია წიწიბურის ჩამატება

ვახტანგ ჭარაია - თუ ოპერატიულად დაგვჭირდა პროდუქტი, შესაძლოა, ყაზახეთიდან შემოვიტანოთ, უკრაინიდანაც სისტემატურად შემოდის ტვირთი და შესაძლებელია წიწიბურის ჩამატება

access_time2021-05-05 15:10:00

თუ ოპერატიულად დაგვჭირდა პროდუქტი, შესაძლოა, ყაზახეთიდან შემოვიტანოთ, უკრაინიდანაც სისტემატურად შემოდის ტვირთი და შესაძლებელია წიწიბურის ჩამატება - კონკრეტულ მოლაპარაკებას გააჩნია. ზოგადად, საშუალო ფასი, რადგან რუსეთი ამ პროდუქციის ექსპორტს შეწყვეტს, გაიზრდება, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ „ინტერპრენსიუსს“, რუსეთის მიერ წიწიბურის ექსპორტის შეწყვეტასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.


ამასთან, როგორც ის აღნიშნავს, წიწიბურის დეფიციტი მოსალოდნელი არაა და ამ მხრივ რუსეთის ბაზარი ჩანაცვლებადია.


„ამ შემთხვევაში 100%-ით რუსეთზე ვართ დამოკიდებული. ალტერნატიული ბაზრებია უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი, კიდევ სხვები, თუმცა ეს ქვეყნებია ყველაზე ახლოს, საიდანაც შეგვიძლია შემოვიტანოთ წიწიბურა. მთლიანობაში, ამან შესაძლოა, ფასის ზრდა გამოიწვიოს, იმიტომ, რომ ყველაზე მარტივი და იაფი გზა იყო რუსეთი, სწორედ ამიტომ შემოდიოდა წიწიბურის 100% ამ ბაზრიდან. თუმცა ფასის რადიკალურ ზრდას და დეფიციტს, წესით, ადგილი არ უნდა ჰქონდეს იმიტომ, რომ ჯერჯერობით, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მარაგები არის. რუსეთი სანამ ამ პროდუქციის ექსპორტს შეზღუდავს, არის საკმარისი დრო. ასევე ალტერნატიული ბაზრებიდან ამ პროდუქციის შემოსატანადაც არის საკმაოდ დიდი დროითი სივრცე. ამიტომ დეფიციტი, წესით, არ გვემუქრება. საბოლოო ჯამში, ეს ბაზარი ჩანაცვლებადია. სანამ შეგვეძლო, ვიყენებდით ამ გზას, პროდუქტის შედარებით იაფად მისაღებად, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი ამ თუ სხვა საკითხებს იყენებს მისთვის საჭირო პოლიტიკური მიზნებისთვისაც, ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ კარგია, როდესაც ვიყენებთ შესაძლებლობას, რომ იაფად შევიძინოთ ხარისხიანი პროდუქტი, მაგრამ ყოველთვის უნდა გვქონდეს ალტერნატივა, როდესაც რუსეთზე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ვართ დამოკიდებული.


რაც შეეხება ალტერნატიული ბაზრებიდან წიწიბურის ფასს, ჭარაიას თქმით, ეს საკითხი დამოკიდებულია როგორც შემოტანის ვადაზე, ასევე ტრანსპორტირების ფორმაზეც.



„სხვადასხვა ხარისხის წიწიბურა, იგივე რუსეთიდან შემოტანილი სხვადასხვა ფასი ღირს. უხეშად რომ ვთქვათ, ყველაზე მინიმალური ხარისხის წიწიბურა, მაქსიმალურად კარგ ხარისხთან შედარებით 2-3-ჯერ უფრო ძვირი ღირს. ამიტომ, გააჩნია, რომელ პარტიას შეიძენს დისტრიბუტორი, იქნება ეს საშუალო ხარისხის, თუ მაღალი. მაგრამ მთლიანობაში, ეს საკითხი მაინც დამოკიდებულია ტრანსპორტირებაზეც, ასევე იმაზე, რა ვადებში დაგვჭირდება ამის შემოტანა და რა გზით. მაგალითად, ჩინეთიდან შემოტანა შესაძლებლია მატარებლითაც და გემითაც. გემით უფრო იაფი ჯდება, თუმცა მატარებლით უფრო სწრაფად ჩამოვა. როგორც დაგვჭირდება, იმის მიხედვით არის შესაძლებელი მოქმედება“, - განაცხადა ჭარაიამ.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობამ წიწიბურა შიდა ბაზრისთვის აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალში დაამატა და მისი საზღვარგარეთ ექსპორტი დროებით აკრძალა. მთავრობის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ აკრძალვა 2021 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება.


დოკუმენტის თანახმად, გამონაკლისის დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ წიწიბურა ჰუმანიტარული დახმარების ნაწილია.


IPN.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up