ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, სომხეთის პრემიერის გამოქვეყნებულ, შიდა მომხმარებელზე და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე გათვლილ მესიჯს, რატომ აფრიალებენ საქართველოში როგორც ჭეშმარიტების საფუძველს და საერთოდ რატომ ეხმაურებიან მას.
„თუ მაინც და მაინც შედარება გვინდა, ჯერ როგორ იანგარიშება ეს მაჩვენებელი ის მაინც ხომ უნდა მოვიძიოთ?
კარგი ეგ არ ვიცით და ან თვალს ვხუჭავთ... ხომ შეიძლება შევადაროთ სხვა პარამეტრებიც: საშუალო ხელფასი, საკრედიტო რეიტინგი, დასაქმება, უმუშევრობა, უცხოური ინვესტიციები და ა.შ. მათ შორის ის ზემოთ ხსენებული მშპ-ც და მშპ-ც მოსახლეობის ერთ სულზე, არაფერს ვამბობ PPP მეთოდით დათვლაზე, წესით რომლითაც უნდა დარდებოდნენ ქვეყნები... აბა თუ მიხვდებით რომელი პარამეტრით ჯობია სომხეთი საქართველოს?
- არც ერთით!
მარტო დასაქმება რომ ავიღოთ, სომხეთში დასაქმება ბოლო 5 წელიწადში 200 ათასი ადამიანით არის შემცირებული... ხოდა დავხუროთ რა თემა და რამე უფრო მნიშვნელოვანზე ვხარჯოთ დრო“-ჭარაია.