ვახტანგ ჭარაია - სტანდარტ ენდ პუარსის გადაწყევტილება საქართველოში მიმდინარე პოზიტიურ დინამიკას წარმოაჩენს

ვახტანგ ჭარაია - სტანდარტ ენდ პუარსის გადაწყევტილება საქართველოში მიმდინარე პოზიტიურ დინამიკას წარმოაჩენს

access_time2019-04-13 17:10:56

სტანდარტ ენდ პუარსმა საქართველოს 2011 წლის შემდეგ პირველად გაუუმჯობესა რეიტინგის პერსპექტივა, რაც უდაოდ მისასალმებელი ფაქტია და წარმოაჩენს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ დინამიკას, მათ შორის: ადგილობრივი და გარეშე შოკებისადმი მდგრადობის, ინსტიტუციური განვითარების, საერთაშორისო რეზერვების და სახელმწიფო საგარეო ვალის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების, რეფორმების წარმატებულობის და სხვა მრავალი კუთხით. ამასთან ერთად ორგანიზაცია მზაობას გამოთქვამს გააუმჯობესოს ქვეყნის სუვერენული რეიტინგიც ექსპორტის და სავალუტო რეზერვების მაჩვენებელის შემდგომი ზრდის შემთხვევაში, რაც მიუღწეველი პირობა ნამდვილად არ გახლავთ, - ასე შეაფასა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის სტანდარდ ენდ პუარსის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესების ფაქტი.

ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, წარმატებებთან ერთად სტანდარტ ენდ პუარსი ქვეყნის სუსტ მხარეებზეც ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის იმპორტდამოკიდებულებასა და აგრეთვე, მცირე დამატებული ღირებულების მქონე პროდუქციის ექსპორტზე, რომელიც ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდქუციაზე მოდის, სადაც თავის მხრივ მოსახლეობის ძალიან დიდი წილია დასაქმებული (დაახლოებით 40 პროცენტი) სამწუხაროდ არაეფექტიანად. ანგარიშში ნათქვამია რომ მსგავსი საკითხები აფერხებს ქვეყნისთვის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებას. ანგარიშში ყურადღება აგრეთვე გამახვილებულია საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზეც, თუმცა მიჩნეულია რომ მათი ესკალაციის წინაპირობა არ არსებობს და დამატებით რისკებს ქვეყანა ამ მხივ არ უნდა ელოდოს. რეიტინგებში წინსვლის გარეშე ქვეყნის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება არის შეუძლებელი. სტანდარტ ენდ პუარსი და მსგავსი დონის სხვა რეიტინგები ასახავენ და დიდწილად განაპირობებენ საქართველოს დღევანდელ დღეს და მის მომავალსაც, - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ.

“კომერსანტი“






მაჟორიტარი დეპუტატები NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია

მაჟორიტარი დეპუტატები  NDI-ის კვლევის შედეგებზე - 90-იან წლების შემდეგ  ჩემს მუნიციპალიტეტში პროგრესი თვალშისაცემია
access_time2019-09-17 19:00:57
გამოკითხულთა 49 % ფიქრობს,  რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 63% ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია; 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას უმთავრესად მთავრობას აკისრებს. 54% ამბობს, რომ გასულ წელს მკურნალობა გადადო, რადგან ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. 48% -ის თქმით,...

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

„ომეგა ჯგუფი“ მამუკა ხაზარაძეს პასუხობს
access_time2019-09-17 17:00:35
„ომეგა ჯგუფი“ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ომეგა ჯგუფის” განმარტებით, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ 2016 წლის 21 და 22 აპრილს ადგილი არ ჰქონია „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების კუთვნილი 4 მილიონი ლარის “თიბისი ბანკიდან” უკანონოდ გაცემას, რასაც შედეგად მოჰყვა აღნიშნული თანხის გამოძალვა, სინამდვილეს არ შეესაბამება და აღნიშნული თანხა არასამუშაო საათებში, საბანკო...

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ

„ცხინვალელი“ ავტომფლობელები ვლადიკავკაზში საპროტესტო აქციებს მართავენ
access_time2019-09-17 18:00:54
ოსი ავტომფლობელები, რომლებსაც ავტომობილები ჰყავთ ე.წ. „სამრეთ ოსეთის“ ნომრებით, უკვე რამდენიმე დღეა რუსეთში ავტომობილების დროებით შემოყვანის ახალ წესებს აპროტესტებენ. რადენიმე აქცია უკვე ჩატარდა სასაზღვრო პუნქტ ზარამაგთან და ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს ოფისთან. რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ, ჩრდილოეთ ოსებმა მოიფიქრეს ქვეყანაში მოქმედი ავტომობილების განბაჟების უკიდურესად მაღალი განაკვეთის თავიდან არიდების სქემა - კერძოდ, ისინი...

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება

ოთარ ნადარაია - იპოთეკურ სესხზე 200 ათას ლარიანი ზღვარი შეიძლება, გაიზარდოს, თუმცა დაშვებული უნდა იყოს მულტი სავალუტო დაკრედიტება
access_time2019-09-17 16:00:04
მარეგულირებელი ჩარჩოს შემოღება აუცილებელი და გარდაუვალი იყო, – ამის შესახებ საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა. ნადარაიას შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება 50 პროცენტიან ეფექტურ საპროცენტო ლიმიტს, რადგან განსაკუთრებით არასაბანკო სექტორში, ამან პრობლემური სესხების წილი გაზარდა. „შესაბამისად, ეს გამკაცრება ვფიქრობ, აუცილებელი იყო და ეს საერთო აზრია. გამოიწვია თუ არა ამან საცალო...

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს
access_time2019-09-17 20:00:45
სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო-სომხეთის საზღვრის დამდგენმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი (ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი) და მის ირგვლივ მდებარე არპის ნაციონალური ტყე-პარკი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურად 1 სექტემბრიდან აღმოჩნდა. ინფორმაციას სოციალური ქსელების მომხმარებლების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებული ინფორაცია ან ოფიციალური დოკუმენტი არ...


მსგავსი სიახლეები

up