ვახტანგ ჭარაია - ,,სესხების სუბრისიდირება, ხელფასების სუბსიდირება,  გადასახადების ნაწილის გაუქმება და გადავადება,  საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის შეთავაზება - ეს არის დარგისთვის მთავრობის მხრიდან ხედვის გაზიარება, თუ რას უპირებს ის ტურიზმს

ვახტანგ ჭარაია - ,,სესხების სუბრისიდირება, ხელფასების სუბსიდირება, გადასახადების ნაწილის გაუქმება და გადავადება, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის შეთავაზება - ეს არის დარგისთვის მთავრობის მხრიდან ხედვის გაზიარება, თუ რას უპირებს ის ტურიზმს

access_time2020-05-07 17:17:58

სესხების სუბრისიდირება, ხელფასების სუბსიდირება, გადასახადების ნაწილის გაუქმება და გადავადება, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის შეთავაზება - ეს არის დარგისთვის მთავრობის მხრიდან ხედვის გაზიარება, თუ რას უპირებს ის ტურიზმს,- ეკონომიკური ექსპერტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს წარდგენილ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმას.


მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიო ჯერ ისევ კორონავირუსულ შოკშია, ცალკეული ქვეყნები და მათ შორის საქართველოც , უფრო და უფრო მეტად ეკონომიკის ამუშავებისკენ იხრებიან, რომლის მიღწევის ერთ-ერთი გზა სწორედ ტურიზმზე გადის.



,,სესხების სუბრისიდირება, ხელფასების სუბსიდირება, გადასახადების ნაწილის გაუქმება და გადავადება, საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის შეთავაზება და კიდევ სხვა სიახლეები, არის დარგისთვის მთავრობის მხრიდან ხედვის გაზიარება, თუ რას უპირებს ის ტურიზმს. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ტურიზმის ინდუსტრიის ხედვა, თუ რას აპირებს ის თავად შესთავაზოს თავის მომხმარებელს: რამდენად იქნება დაცული მისი უსაფრთხოება, რამდენად ბიუჯეტური იქნება ფასები, რამდენად შეძლებენ ისინი კლიენტებისთვის ინფორმაციის სწორად და დროულად მიწოდებას. ფაქტია, რომ ბიზნესმა უკვე იცის, რისი იმედი შეიძლება მას ქონდეს მთავრობისგან. ამ ნაბიჯის დროული გადადგმა კი ინდუსტრიას ადგილობრივი და საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოების და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მისცემს. დანარჩენს კი დრო დაგვანახებს და იმედია საქართველო ისევ იქნება ტურიზმის ადგილობრივ და საერთაშორისო რადარებზე. გზა რთული და გრძელი იქნება, არც რაიმე კონკრეტული ხელწამოსაჭიდი გათვლების გაკეთებაა ამ ეტაპზე შესაძლებელი, თუმცა ყველაფერი პირველი ნაბიჯით იწყება“,- წერს ეკონომიკური ექსპერტი ვახტანგ ჭარაია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up