ვახტანგ ჭარაია: ინფლაციის დროს საგარეო ვალი ორმაგ წნეხს ახდენს ლარის კურსზე

ვახტანგ ჭარაია: ინფლაციის დროს საგარეო ვალი ორმაგ წნეხს ახდენს ლარის კურსზე

access_time2018-10-17 17:00:51

„საგარეო ვალის ზრდა ლარის კურსზე დამატებითი წნეხის მომტანია,“-ასე აფასებს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია გენერალური აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებას.


მექვაბიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე  განაცხადა, რომ ვალუტის კურსის ცვალებადობიდან გამომდინარე, წელს საქართველოს საგარეო ვალი უკვე 211 მილიონი ლარით გაიზარდა.


ჭარაიას განმარტებით, ლარის კურსის ერთი თეთრით გაუფასურებაც კი იწვევს საგარეო ვალის გაზრდას. თუნდაც, 5 თეთრით გაუფასურება  კი საგარეო ვალისთვის რამდენიმე ასეული მილიონი ლარით მეტის მომსახურებას ნიშნავს.


„ამ მხრივ, ცალსახაა, რომ გვეზრდება საგარეო ვალი და მისი მომსახურება. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ვალი არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივადაა გადასახდელი. ყოველწლიურ ჭრილში თუ შევხედავთ, საგანგაშო მდგომარეობა არ არის. თუმცა, ყოველწლიურად, 5 მილიონი ლარითაც რომ გაიზარდოს საგარეო ვალის მომსახურება, ძალიან ცუდი და ნეგატიურია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკიდან უფრო მეტი ამოვიღოთ და უცხოელებს დავუბრუნოთ. ეს გამოიწვევს ლარზე კიდევ უფრო დიდ წნეხს. ერთი მხრივ, ლარის გაუფასურება საგარეო ვალს გვიზრდის და მეორეს მხრივ, ასევე საგარეო ვალი ასევე ახდენს დამატებით წნეხს ლარის კურსზე, ანუ ეროვნული ვალურის გაუფასურებას კიდევ უფრო უწყობს ხელს. როდესაც მთავრობას დასჭირდება 100 მილიონის თუ 1 მილიარდის ყიდვა, ამოიღებს დოლარს ქართული ეკონომიკიდან და გააგზავნის საზღვარგარეთ. შესაბამისად, ლარს კიდევ უფრო გაუჭირდება. ანუ ინფლაციის დროს საგარეო ვალი ორმაგ წნეხს ახდენს ლარის კურსზე, “-აცხადებს ჭარაია.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...

რატომ შემცირდა „ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა?

რატომ შემცირდა „ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა?
access_time2020-06-05 17:00:09
„ბიუ-ბიუს“ პროდუქციაზე მოთხოვნა მცირდება. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი იმპორტირებული, დაბალი ხარისხის ქათმის პროდუქციაა, რომელიც შედარებით იაფად იყიდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, სწორედ მოთხოვნის შემცირების გამო, „ბიუ-ბიუ“ პროდუქტს ჯერჯერობით აღარ გააძვირებს. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარების დასრულების შემდეგ ქათმის შესაძლო გაძვირებაზე...


მსგავსი სიახლეები

up