ვახტანგ ჭარაია - პრემიერმა საპენსიო და საბანკო რეფორმებზე სასაუბროდ კონსტრუქციული ფორმატი აირჩია, თუმცა იყვნენ ადამიანები, ვისაც არ ჰქონდა კონსტრუქციული განწყობა

ვახტანგ ჭარაია - პრემიერმა საპენსიო და საბანკო რეფორმებზე სასაუბროდ კონსტრუქციული ფორმატი აირჩია, თუმცა იყვნენ ადამიანები, ვისაც არ ჰქონდა კონსტრუქციული განწყობა

access_time2019-05-31 18:30:00

მთლიანობაში პოზიტიურად შევაფასებდი პრემიერ-მინისტრის გამოსვლას და განმარტებებს ისეთ საკითხებზე, როგორიც იყო საბანკო რეგულაციები და საპენსიო რეფორმა. მისი მხრიდან საკმაოდ კონსტრუქციული ფორმატი იყო არჩეული ამ საკითხების წარმოსაჩენად, – ამის შესახებ ეკონომისტმა, ვახტანგ ჭარაიამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინტერპელაციის შეფასებისას განაცხადა.


მისი თქმით, მთავრობის მიერ არჩეული რეფორმები მისასალმებელია.


„სამწუხაროდ, პარლამენტში იყვნენ ისეთი ადამიანებიც, ვინც არ იყვნენ განწყობილები კონსტრუქციულად დიალოგისადმი და გარკვეული ხარვეზები შეიქმნა ამ მხრივ.



იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია, მათ შორის, ამ რეფორმების ხელმძღვანელი პირველი პირებიდან, ძალიან კარგია პრემიერ-მინისტრისა და სხვა მინისტრების მსგავსი ვიზიტები პარლამენტში, რომელიც ბოლო პერიოდში გახშირდა. ეს ხელს უწყობს საზოგადოებას და მთავრობის შორის მეტ კომუნიკაციას და ურთიერთგაგებას.


ვფიქრობ, მთავრობის მიერ არჩეული რეფორმები, თუნდაც საპენსიო რეფორმა თუ საბანკო რეგულაციები, მისასალმებელია. ეს საჭირო რეგულაციებია, რადგან არ არის იმ კატეგორიიდან, რომლებიც წნეხში ამყოფებს მოსახლეობას. ეს არის ის სამართლიანი თამაშის წესები, რომელიც სასიკეთოდ აისახება ბიზნესზეც, მოქალაქეებსა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე”, – განაცხადა ჭარაიამ.


1tv.ge






კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - დაახლოებით 9 თვეა გასული და ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია

კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციებზე - დაახლოებით 9 თვეა გასული და ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია
access_time2019-09-17 13:30:00
დაახლოებით 9 თვეა გასული და თუ შევხედავთ ის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც ვფიქრობდით, მიღწეულია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით განუცხადა. გვენეტაძის თქმით, რეგულაციების მიზანი, რომ შემოსავლების შემოწმების გარეშე სესხის გაცემა არ უნდა მომხდარიყო, მიღწეულია და ამავე დროს საკრედიტო პორტფელის ზრდის დადებითი ტრენდიც შენარჩუნებულია. "სასესხო პორტფელის ზრდა,...

ირაკლი ლექვინაძე: მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას ევრო4-ის სტანდარტის დიზელზე 1-წლიანი მორატორიუმის ამოქმედების შესახებ

ირაკლი ლექვინაძე: მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას ევრო4-ის სტანდარტის დიზელზე 1-წლიანი მორატორიუმის ამოქმედების შესახებ
access_time2019-09-17 15:00:59
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ნავთობ იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები 2020 წლიდან 1 იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი ხარისხობრივი ნორმების ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. ახალი ნორმების მიხედვით 2020 წლის 1 იანვრიდან საქართველოში იმპორტირებული და რეალიზებული დიზელის საწვავის ხარისხობრივი ნორმები ევრო 5-ის ტიპის...

ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში ნამდვილად არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“

ლაშა პაპაშვილი NDI-ს კვლევაზე - „ქვეყანაში  ნამდვილად  არ არის სახარბიელო სიტუაცია, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია“
access_time2019-09-17 14:00:28
„ქვეყანაში ნამდვილად სახარბიელო სიტუაცია არ არის, თუმცა, გამოსწორება შესაძლებელია,“— ასე აფასებს  NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი და აცხადებს, რომ შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეს ფაქტია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორისაა, მთავრობის ცვლილება, 20 ივნისს განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური რყევები, ლარის კურსი....

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში განაცხადების მიღება დაიწყო

კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში  განაცხადების მიღება დაიწყო
access_time2019-09-17 11:55:47
კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში კანდიდატების მიღება დაიწყო. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებას. „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“-ში მონაწილეები გამოიმუშავებენ გადაწყვეტილების მიღების,...

გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია

გია ხუხაშვილი - NDI-ის კვლევის შედეგები ნიშნავს, რომ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია
access_time2019-09-17 12:08:50
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი მოსახლეობაში უნდობლობა, ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი არის ჩაბუდებული, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ფაქტობრივად, დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ NDI-ის კვლევების შედეგებს. რაც შეეხება NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, საპენსიო პროგრამაში ჩართული პირების 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს, ხუხაშვილის აცხადებს, რომ „სახელმწიფო ინსტიტუტების...


მსგავსი სიახლეები

up