ვახტანგ ჭარაია: ლარის კურსის ცვლილება სპეკულაციური შეტევების ბრალია

ვახტანგ ჭარაია: ლარის კურსის ცვლილება სპეკულაციური შეტევების ბრალია

access_time2018-10-20 11:25:12

„ლარის კურსის ცვლილება სპეკულაციური შეტევების ბრალია და კურსი ბუნებრივად უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება, პანიკის საფუძველი არ არსებობს – ამის შესხებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია აცხადებს.

ექსპერტის აზრით, გარე ფაქტორები პოზიტიურია და გაცვლით კურსზე უარყოფით ზეგავლენას ვერ მოახდენს:
„თურქული ფაქტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ლარისთვის არის გაუმჯობესებული, გამყარების გზას დაადგა თურქული ლირა, ადგილობრივი ფაქტორები ნორმალურია, საგარეო ფაქტორები პოზიტიურია და ამ დროს ლარი არ უნდა უფასურდებოდეს.

პანიკის საფუძველი არ არსებობს და უახლოეს პერიოდში დასტაბილურდება, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ისეთი მდგომარეობაა, რომ სხვა გზა არ აქვს ლარს რომ არ გამყარდეს”, – აცხადებს ჭარაია.


თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვარაუდობს, რომ სპეკულაციები შესაძლოა პოლიტიკური ხასიათის იყოს და წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს, ან მიზანმიმართულად ხდებოდეს ხელოვნური შეტევა დაინტერესებული პირების მხრიდან.


„ფაქტია რომ ხელოვნურად ებრძვიან ლარს, ხელოვნურად აუფასურებენ, შეიძლება ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს, იმიტომ რომ წარმოაჩინოს ხელისუფლების სისუსტე და შეიძლება ეს არ იყოს და იყოს მეორე ფაქტორი, შეიძლება უბრალოდ ფულის შოვნა უნდა ვიღაცას, ბიზნესმენს, ბანკირს და ა.შ. ვისაც დიდი თანხა აქვს. მაგალითად 26.5 მილიონი ლარით 2.65-ს კურსით მას შეეძლო შეეძინა 10 მილიონი დოლარი. გარკვეული პერიოდის მერე ამ 10 მილიონ დოლარს უკან გადაახურდავებს ლარში და უკვე 27 მილიონ ლარს მიიღებდა. ამ ქმედებას მოჰყვება კურსის დასტაბილურება და ის კვლავ 2.65 ნიშნულს დაუბრუნდება, ამ ეტაპზე უკვე ბიზნესმენი თავის 27 მილიონ ლარს კვლავ დოლარში გადაახურდავებს და უკვე ხელზე 10.2 მილიონი დოლარი ექნება. ესეთი შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს ბაზარზე, მაგრამ უშუალოდ როცა არჩევნების წინ ხდება ეს, ამან შეიძლება დამატებითი შეკითხვები გააჩინოს“, – აცხადებს ჭარაია.

„ბანკები და ფინანსები“




„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს  შეხვდნენ
access_time2019-11-18 13:28:03
„კომერსანტისთვის“  ცნობილი გახდა, რომ ახლად დანიშნულმა  ბიზნესომბუდსმენმა პირველ სერიოზულ ბიზნეს ქეისზე დაიწყო მუშაობა-ის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. განსახილველი საკითხი ეკატერინე ტიკარაძის უწყების მიერ გატარებული რეფორმაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებას გულისხმობს.   8 ნოემბერს „კომერსანტი“ წერდა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის...

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა
access_time2019-11-18 12:51:44
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს. „ეჭვი მაქვს, იქნებ, ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ, რადგან ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე. ის შევადგინეთ მას შემდეგ, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ბიუჯეტის და იმ...

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად
access_time2019-11-18 11:20:21
ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა, Mastercard-მა, პროექტის “Cashelss for future” გამარჯვებულები გამოავლინა. ფინანსური განათლების ასამაღლებელი ტრენინგები Mastercard-მა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ ერთად დაგეგმა, პროექტის მოწვეული ტრენერი საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც გახლდათ. პროექტი 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას ისახავდა, რომელიც საქართველოში უნაღდო...

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“
access_time2019-11-18 12:16:29
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პრესსამსახური  გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას  ავრცელებს, რომელსაც “კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად უკანასკნელ დღეებში. გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული...


მსგავსი სიახლეები

up