ვახტანგ ჭარაია - ირანსა და ამერიკას შორის დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში ეკონომიკურ დაღმავლობას გამოიწვევს, რამაც შეიძლება, ნეგატიური გავლენა იქონიოს საქართველოზეც

ვახტანგ ჭარაია - ირანსა და ამერიკას შორის დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში ეკონომიკურ დაღმავლობას გამოიწვევს, რამაც შეიძლება, ნეგატიური გავლენა იქონიოს საქართველოზეც

access_time2020-01-08 16:02:12

დაძაბულობა ირანსა და ამერიკას შორის დიდი ალბათობით, ახლო აღმოსავლეთში ეკონომიკურ დაღმავლობას გამოიწვევს და ამ ყველაფერმა შესაძლოა, შემდგომში ნეგატიური გავლენა ჰპოვოს საქართველოზე, - ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ „ინტერპერსნიუსს“ განუცხადა.


მისი თქმით, მოსალოდნელია ახალი სავაჭრო ომებიც და სანქციების ახალი ტალღებიც.


„პრობლემები შეიძლება, არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ეკონომიკასაც შეექმნას. მოსალოდნელია და უკვე ისედაც გაძვირდა - ნავთობის ფასები, გარდა ამისა, დაძაბულობა ირანსა და ამერიკას შორის დიდი ალბათობით, ახლო აღმოსავლეთში ეკონომიკურ დაღმავლობასაც გამოიწვევს, რაც რეგიონში გამოხატული იქნება ინვესტიციების და ტურიზმის კლებით. მოსალოდნელია ახალი სავაჭრო ომებიც და სანქციების ახალი ტალღებიც.


რაც შეეხება საქართველოს, ზემოთხსენებულმა ფაქტორებმა შესაძლოა, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად დააზარალოს საქართველოც. პირდაპირს რაც შეეხება, მაღალია რისკი საქართველომ დაკარგოს ირანელი ტურისტები (დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი) და ირანული ბაზარი ქართული ექსპორტისთვის (ქართული ექსპორტის დაახლოებით 2% ირანზე მოდის), ისევე როგორც იაფი საიმპორტო პროდუქცია (ქართული იმპორტის დაახლოებით 2% ირანზე მოდის). მაღალი ალბათობით, შემცირდება ირანული ინვესტიციებიც საქართველოში, თუმცა მისი სიმწირის გამო ეს საკითხი დეტალურ განხილვას არ იმსახურებს, ისევე როგორც ფულადი გზავნილების საკითხი.



გარდა ამისა, საქართველომ შესაძლოა, იზარალოს, მისი მეზობლების შესუსტების გამოც (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი), რაც მათ შესაძლოა, სამეზობლოში აქტიურმა სამხედრო ოპერაციებმა მოუტანოს“, - განაცხადა ჭარაიამ.


ვახტანგ ჭარაიამ ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა შესაძლოა, გარკვეულწილად იხეიროს, ხოლო რუსეთს ნეგატიური ეკონომიკური ეფექტი სავარაუდოდ, ყველაზე ნაკლებად შეეხება.


„თუ აზერბაიჯანს ცალკე განვიხილავთ მან შეიძლება ნავთობის ფასების მატებით გარკვეულწილად დააბალანსოს აშშ-ირანის დაპირისპირებით მიღებული ნეგატიური ეფექტები, რადგანაც ის ნავთობმომპოვებელია. თუმცა, მთლიანობაში მოსალოდნელი სირთულეები აზერბაიჯანისთვისაც საკმაოდ დიდი პრობლემების მომტანი იქნება. იგივე პრინციპით იხეირებს რუსეთიც, რომელიც ნავთობის ფასების კლების და დაბალ ნიშნულზე შენარჩუნების გამო წლებია სოლიდურ დარტყმას იღებდა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ჭარაიამ.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up