ვახტანგ ბუცხრიკიძე: „სოსიეტე ჟენერალი რომ საქართველოში დარჩენილიყო, ქართული საბანკო სექტორისთვის უკეთესი იქნებოდა“

ვახტანგ ბუცხრიკიძე: „სოსიეტე ჟენერალი რომ საქართველოში დარჩენილიყო, ქართული საბანკო სექტორისთვის უკეთესი იქნებოდა“

person access_time2016-07-07 09:03:14

ქართული საბანკო ბაზრის ორი მოთამაშე ერთიანდება: ჩინური ბიზნესჯგუფი „ჰუალინგი“ ბანკ „რესპუბლიკას“ აქციების საკონტროლო პაკეტს ყიდულობს, შემდეგ კი ამ ბანკის „ბაზისბანკთან“ გაერთიანებას გეგმავს. ეს უკანასკნელი „ჰუალინგმა“ 2013 წელს შეიძინა.

 

აღნიშნულ გარიგებას „კომერსანტთან“ საუბარში ქვეყნის ერთერთი წამყვანი ბანკის,  თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აფასებს.


„რამდენადაც მესმის, „სოსიეტეს“ მიერ „ბანკ რესპუბლიკას“ აქციების საკონტროლო პაკეტის გაყიდვა იყო სტრატეგიული გადაწყვეტილება, თუ რომელი ქვეყნებია მისთვის საინტერესო. ეს არ უკავშირდება კონკრეტულად საქართველოს და კონკრეტულად „რესპუბლიკას.“ ჩემი აზრით, „რესპუბლიკა“ საქართველოს ერთერთი ყველაზე წარმატებული ფინანსური ინსტიტუტია,

 


რაც შეეხება „ბაზისბანკისა“ და „რესპუბლიკას“ შერწყმას, ამ შერწყმის შემდეგ ეს ინსტიტუტი ხდება საკმაოდ მნიშვნელოვანი სისტემური მოთამაშე საბანკო სექტორში. აქედან გამომდინარე, რეგულატორის ხედვა და ჩართვა ამ პროცესებში (შერწყმის, თანხმობის მიცემისა და შემდგომში მონიტორინგის განხორციელების პროცესში) იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი,“ – აცხადებს ბუცხრიკიძე.

 

მისი თქმით, ახალი მოთამაშის გამოჩენა თიბისი ბანკის სტრატეგიაში არანაირ ცვლილებას არ გამოიწვევს და ზოგადად, არც ბაზარზეა მოსალოდნელი მნიშვნელოვანი სიახლეები.


რაც შეეხება იმას, რამდენად იმოქმედებს ორი მოთამაშის გაერთიანება საბანკო სექტორის კონკურენტუნარიანობაზე და მომხმარებლის უფლებების გაუმჯობესებაზე, ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს:


„ის, რომ მსოფლიოში ერთერთ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუტს, „სოსიეტეს“ საქართველოში ბანკი ჰქონდა, უფრო ზრდიდა სექტორის კონკურენტუნარიანობას, იზრდებოდა პროდუქტების ნაირსახეობა. ამ ტრანზაქციით კი პირიქით მოხდება. ორი მოთამაშე გახდება ერთი და, ამასთან, მას გააკონტროლებს ჩინური მხარე, რომელიც არ არის ფინანსური ინსტიტუტი. აქედან გამომდინარე, "სოსიეტე" რომ ყოფილიყო საქართველოში წარმოდგენილი, საქართველოს საბანკო სექტორისა და მომხმარებლისთვის უკეთესი იქნებოდა.“



LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up